Home ახალი ამბები მსოფლიო აბელი, ვართანიანი, ფილბი და, რა თქმა უნდა, ბლეიკი, რომელსაც ამ დღეებში 100...

აბელი, ვართანიანი, ფილბი და, რა თქმა უნდა, ბლეიკი, რომელსაც ამ დღეებში 100 წელი შეუსრულდებოდა _ აი, რუსული დაზვერვის სიამაყე

186
რუსეთის საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკი სერგეი ივანოვიჩი, იგივე ჯორჯ ბლეიკი სიცოცხლის ბოლო წლებში მოსკოვის მახლობლად აგარაკზე ცხოვრობდა

როსიისკაია გაზეტამგამოაქვეყნა ნიკოლოზ დოლგოპოლოვის საინტერესო მოგონება გამოჩენილ საბჭოთა მზვერავ ჯორჯ ბლეიკზე.

მოსკოვის ერთერთ შესახვევში ყავისფერქურქიან კაცს უკან მივყვები. მერიდება, დავეწიო. შუა ქუჩაში წარვუდგე მზვერავს, რომელიც სწორედ ერთი შეხვედრისთვის განკუთვნილ პატარა სახლში უნდა ვნახო? კარში ჯერ სამამულო დაზვერვის მშვენება გიორგი ივანოვიჩი, იგივე საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკი ჯორჯ ბლეიკი შედის, შემდეგ _ მე.

წყნარად დავსხედით და მყისვე დამისვა შეკითხვა ბრიტანული აქცენტით: გაკვირდებოდით, რატომ არ მომიახლოვდით? 5 წუთით ადრე გავიცნობდით ერთმანეთს”. დიახ, ასეთ პროფესიონალს ვერ დაემალები. მასთან საუბარი, რუსულიდან ინგლისურზე გადასვლით და, როცა შამპანურს ვახსენებდით, ფრანგულზე გადახტომით, ერთი სიამოვნებაა, და არა მხოლოდ დაზვერვაზე, არამედ ყველაფერზე სამყაროში.

90 წლისას თავისუფლად შეეძლო საყვარელი მელოდიის წამღერება მის მიერ გაღმერთებული “ბითლზების” შემოქმედებიდან _ Let it Be. შემდეგ იყო სხვა შეხვედრები მის ასკეტურად მოკრძალებულ მოსკოვის მახლობელ აგარაკზე და სერიოზული საუბრები. ის ყოველთვის რჩებოდა მომხიბვლელ, გამგებ, სანდომიან ჯორჯ ბლეიკად.

მოხიბვლის, მიზიდვის უნარი მხოლოდ მშვენიერი სქესის ამოცანა არ არის. არც მზვერავის. სხვაგვარად, ვინ დაელაპარაკება მას, ვინ შეუთანხმდება ახალ რანდევუზე, უპასუხებს მნიშვნელოვან, მაგრამ დელიკატურად დასმულ კითხვებს?

პოლიგლოტი და სიმპათიური ჯორჯ ბლეიკი დაზვერვისთვის იყო დაბადებული. მის ძარღვებში ჩქეფდა ჰოლანდიური, თურქული, ინგლისური, ებრაული სისხლი, მაგრამ ჩემ წინაშე ის ნამდვილ რუსად წარმოდგებოდა და ყურისთვის უჩვეულო “ჟორა”-ს ეხმაურებოდა. რატომ ჟორა? “ცოლის, იდას, ბიძაშვილმა დამიძახა და წავიდა: ჟორა, ჟორა”.

ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი

საუბარში სიმსუბუქე ვერ ფარავს მის მიერ ჩადენილის სირთულესა და მნიშვნელობას. ამერიკელები ჯერ კიდევ თხრიდნენ ბერლინის გვირაბს და ცდილობდნენ ამ ქალაქში საბჭოთა კომუნიკაციებთან მიერთებას, ინგლისელები მას  თანამედროვე მისაყურადებელი აპარატურით ავსებდნენ, ამის შესახებ კი ლუბიანკაზე მანამდე იცოდნენ, სანამ სუპერგვირაბის შესახებ წინადადება სიკრეტ ინტელიჯენს სერვისის (SIS _ დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური დაზვერვა _ ..) უფროსამდე მიაღწევდა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ნებისმიერი რანგის საბჭოელის გადაბირება რატომღაც არ გამოდიოდა. ბრიტანელ გადამბირებლებს ჯორჯ ბლეიკი ხელმძღვანელობდა და მშვიდად აცნობებდა ხოლმე რუს მეგობრებს მზაკვრული გეგმების შესახებ. ჩვენთვის თითქმის ყველაფერი ცნობილი იყო, რასაც ექსმოკავშირეები აპირებდნენ საბჭოეთის წინააღმდეგ დასავლეთ ბერლინში და დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. და, თუ დაუპატიჟებელ სტუმრებს გვიგზავნიდნენ, ისინი უეჭველად ვარდებოდნენ საბჭოთა კონტრდაზვერვის ხელში, და კითხვა “რატომ?” აქ უადგილოა.

ბლეიკი თავს სრულიად უანგაროდ რისკავდა: სამუშაოს შესრულებისთვის არასოდეს იღებდა ფულს საბჭოთა მეგობრებისგან, აი, ვინ იბრძოდა იდეებისთვის, როცა 1950-იანებში კორეის ომის დროს ნებაყოფლობით გადავიდა საბჭოელთა მხარეს. უცოდინრები ცდილობენ, შელახონ მისი სახელი, როცა ამბობენ, რომ ინგლისელი მზვერავი ბლეიკი კორეის ომში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გადაიბირეს. აძლევდნენ მეტ წვნიანს და უფრო ხშირად უშვებდნენ სასეირნოდ. ტყუილია. ის თვითონ დათანხმდა საბჭოელებთან თანამშრომლობას. 2020-იან წლებში ბლეიკი მეუბნებოდა:

ჩვენ, ყველანი, დიდი ექსპერიმენტის მონაწილენი ვიყავით. საწუხაროდ, ჩაიშალა, არ გამოვიდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ კომუნიტური იდეა ცუდი იყო, არამედ იმიტომ, რომ ამისთვის ადამიანი არ იყო მზად. მაგრამ ნათელი იდეები, დაფუძნებული ქრისტიანულ პრინციპებსა და საყოველთაო თანასწორობაზე, მაინც განხორციელდება, თუმცა ჩვენ ამას ვერ მოვესწრებით”.

მაგრამ, ოჰ, რა რთულია ჯორჯ ბლეიკი. ის ადამიანებთან ურთიერთობისას

ზოგჯერ იეზუიტურ პრინციპებს იცავდა. მაგალითად, ადამიანებს, როცა ისინი ლაპარაკობენ და არ აწყვეტინებ, კარგ მოსაუბრედ მიაჩნიხარ. რამდენი აღსარება მოუსმენია დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური დაზვერვის ოფიცერს? აი, მისი კიდევ ერთი გამონათქვამი: “შეგიძლია, სრული სიმართლე კი არ თქვა, არამედ მისი ნაწილით შემოიფარგლო. არ ამბობ სრულ სიმართლეს, მაგრამ არც ცრუობ”. ის ამჯობინებდა, არ გაენაწყენებინა თანამოსაუბრე, თუ ამის აუცილებლობა არ იყო. “დიახ, _ აღიარებდა ის, _ ეს იეზუიტების ცნობილი მეთოდებია”. მაგრამ მერე რა? მათი არ უნდა გვეშინოდეს.

ჯორჯ ბლეიკი

ერთხელ, როცა უკვე 90 წლის იყო, აიკაპიწა სახელო და მაჩვენა მარცხენა ხელის მტევნის ზემოთ გამოწეული ძვალი: შეეხეთ, შეეხეთ. ციხიდან გაქცევისას ხელი მოვიტეხე, როცა თოკის კიბე მოკლე აღმოჩნდა და დიდი სიმაღლიდან გადმოვხტი. მთავარია, თავისუფლება მოვიპოვე. ტკივილი კი უნდა მოითმინო”.

ახლა დროა, მოგიყვეთ მისი დაკავებისა და ლონდონის ციხე “უორმვუდ-სკრაბსიდან” გაქცევის შესახებ. მოღალატე პოლონეთის დაზვერვიდან იყო. მას ბრიტანული კანონების გათვალისწინებით უპრეცედენტოდ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს _ 42 წელი. წერენ, რომ ეს იყო ბრიტანეთში გამოტანილი ყველაზე მკაცრი სასჯელი, მაგრამ არა. ერთ ტერორისტს 45 წელი მიუსაჯეს ათეულობით ადამიანის განადგურებისთვის. ის ციხიდან წელში მოკაკვული ძალიან მოხუცი გამოვიდოდა, თუ, საერთოდ, შეძლებდა გამოსვლას.

ციხეში ბლეიკი დასევდიანდა, მაგრამ საყვარელი დედა დაეხმარა. შეუთვალა, რომ შვილის საგნები, რომლებიც დასჭირდებოდა, ორ ზანდუკში ჩაალაგა. როგორ? როდის? ის არწმუნებდა: “მალე”, და ბლეიკმა გაქცევა გადაწყვიტა. ციხე, უმკაცრესი რეჟიმი, ყველა ფრაზა ისმინება. გაქცევის მზადების შესახებ ბევრმა პატიმარმა შეიტყო, მაგრამ არავინ გასცა. არადა, მას მოღალატედ მიიჩნევდნენ, რუსი ჯაშუში შეარქვეს. ბლეიკის პიროვნება, მისი გარეგნობა, ადამიანებთან ურთიერთობა ისეთი იყო, რომ ჯორჯი უყვარდათ და აფრთხილებდნენ საფრთხის შესახებ.

ბრიტანეთში ძებნილმა, მოტეხილი ხელით, გადაწყვიტა, მეგობრების დახმარებით მიეღწია აღმოსავლეთ ბერლინამდე. ბლეიკის პიროვნული მომხიბვლელობა ისეთი ძლიერი იყო, რომ მისი ევროპაში ფურგონით წაყვანა ორშვილიანმა (ეს კარგი საფარველი იყო) ცოლ-ქმარმა დაიკისრა. ავტომობილის “ფსკერზე” ჯორჯისთვის სპეციალური სამალავი გააკეთეს, რომელშიც ის დაწვა, თავზე კი ფიცრები დააწყვეს. მოკლედ, ბორბლებიან კუბოში იწვა. როცა ვთქვი, რომ ეს მგზავრობა ძალიან ძნელი იქნებოდა, ბლეიკმა გაიცინა: “არც ისე ძნელი, როგორც ფიქრობთ”. არადა, როცა ფურგონი გემზე გადაჰყავდათ, მანქანა ყველაზე მაღალ გემბანზე გააჩერეს. საღამოს ყველა ქვევით ჩავიდა, კაიუტებში. “მე კი გამოვძვერი ჩემი სამალავიდან და მთელი ღამის განმავლობაში ზღვის სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი”. ის ყოველთვის ეძებდა ოპტიმიზმის ულუფას და ყოველთვის პოულობდა.

ჯორჯ ბლეიკი

ვიცნობდი რამდენიმე ჩვენს აგენტ-მეგობარს, რომლებიც სსრკ-ში გარდაუვალ დაპატიმრებას გაექცნენ. მათი ადაპტაცია რთულად წარიმართა. ცხოვრება სხვაა, ენა _ წარმოუდგენლად რთული, რომელიც ბევრმა ვერც აითვისა, მაგრამ არა ბლეიკმა. ის ლაპარაკობდა კარგად, როგორც შეუძლია ილაპარაკოს უცხოელმა, რომელმაც ენობრივი ბარიერი ზრდასრულ ასაკში შტურმით გადალახა.

ბლეიკი ამბობდა, რომ მიზნად არ ისახავდა 100 წლამდე მიღწევას, ის 99 წლისა გარდაიცვალა.

ამ დღეებში ჯორჯ ბლეიკს _ გიორგი ივანოვიჩს, ჟორას 100 წელი შეუსრულდებოდა.

ლუკა მაისურაძე

https://rg.ru/2022/11/02/on-prohodil-skvoz-steny.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here