Home ახალი ამბები საქართველო აბა, ომი გინდათ?!

აბა, ომი გინდათ?!

აჯანყებული საქართველო

503

თავის დროზე აბსოლუტურად სწორად და ლოგიკურად დასმული შეკითხვა  ,,აბა, ომი გინდათ?’’ ვიღაცამ ყოვლად მიუღებელი ცინიზმითა და სარკაზმით დატვირთა და ხალხს შებრუნებული ნიშნით,  ანუ ამოყირავებული შინაარსით მიაწოდა.

საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის დამანგრეველ იდეას, რომელსაც საქართველოს მტრები ერთნაირი მონდომებით გვახვევდნენ და გვახვევენ თავს, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე  შიგნით, ბუნებრივია, იმთავითვე დაუპირისპირდა საღი აზრი. მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ! – ეს იყო ამოსავალი წერტილი და ცენტრალური დებულება საღი აზრისა, რომელიც ომის პარტიის მიერ გავრცელებული იმ ლოზუნგების საწინააღმდეგოდ აღმოცენდა, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე მიერთებისა და უკრაინის დასახმარებლად ოფიციალური სამხედრო შენაერთების გაგზავნისკენ რომ მოგვიწოდებდა. საღი აზრი გვკარნახობდა, რომ ეს პროვოკაციული ლოზუნგები საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების იდეას დაასამარებდა. ე.წ. ოპოზიცია, ანუ ომის პარტია არ ისვენებდა და მშვიდობის შესახებ  ავად სისინებდა. 2023 წელს თბილისის მერიის მიერ საახალწლოდ შემოთავაზებულმა სლოგანმა  “მშვიდობის ქალაქი” ომის პარტიას საბოლოოდ დააკარგვინა წონასწორობა: „ეს სლოგანი, რომელიც მერიამ შემოგვთავაზა, ჩვენი აზრით, სრულიად უადგილო და მიუღებელია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა ვგულშემატკივრობთ ჩვენს მოძმე ერს, რომელიც თავგანწირვით იბრძვის ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ დროს ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ მშვიდობა გვაქვს, ძალიან დიდი უზნეობაა”.

ეს იყო ის აბსურდული პოზიცია, რომელიც ლაიტმოტივად გასდევდა ომის პარტიის ყველა გამოსვლას, პარლამენტში იქნებოდა ეს თუ მიტინგზე, პარტიულ შეკრებებსა თუ სატელევიზიო დებატებში. ის ცნობილი შეკითხვაც  მაშინ  გაჩნდა: მშვიდობა თუ არ გინდათ, აბა ომი გინდათ?”

ეს არა მხოლოდ სწორი, არამედ მთელი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შეკითხვა თავიდან ბოლომდე ამხელდა და ანადგურებდა ომის პარტიის მთელ იმ სისულელესა და სიბინძურეს, რომლის ერთ-ერთი ნიმუშიც ზემოთ შემოგთავაზეთ. ამ მარტივ, ნათელ, საღ, ეროვნულ შეკითხვას ისინი ვერც ემალებოდნენ და ვერც ვერაფერს უპირისპირებდნენ. ერთადერთი უბადრუკობა, რომელიც საპასუხოდ მოიფიქრეს, ამ შეკითხვის გაშარჟება, მისთვის მიმართულების შეცვლა და მისი შინაარსის ამოყირავების მცდელობა იყო.  “აბა, ომი გინდათ?!” – დღემდე ქირქილებენ ისინი და ამ ქირქილში გაუნელებელ ბოღმასთან ერთად, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მიმართ დაუჯერებელ და ამოუხსნელ სიძულვილსაც აქსოვენ. ომის პარტიის სათქმელს ასე ახმოვანებდა გიგა ბოკერია: “ამკვიდრებენ იდეას, რომ უნდა დავნებდეთ, აბა, სხვა რა გზა გვაქვს, ნახეთ, უკრაინაში ხალხი როგორ იხოცება? გინდათ ასე? ომი გინდათ? ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა”.

დააკვირდით და ადვილად დაინახავთ, რომ ამაში შემოვლითი გზით ომის პროპაგანდის ვერაგული ჩანაფიქრია ჩაქსოვილი: “აბა, ომი გინდათ?!” ჩაანაცვლეს ანალოგიური კონსტრუქციის რიტორიკით: “აბა, უნდა დავნებდეთ?!” ნაცების ერთ-ერთმა იდეოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა ამაზე  ასეთი “გენიალური” სილოგიზმი ააგო: „უკაცრავად, მაგრამ ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და გეტყვით – ომი გინდათ? ნუ, ერეკლემაც მაგ თქვა, რა, – აბა, ომი გინდათო, კაცო”.

ამ არამზადებისთვის წარსულშიც და აწმყოშიც ერთნაირად მიუღებელია ყველა, ვინც ამბობდა და ამბობს: “აბა, ომი გინდათ?!” ვინც მშვიდობისთვის იღვაწა და იღვწის, ვინც ცდილობდა და ცდილობს, რომ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს სისხლისღვრა აარიდოს, თურმე ცუდი კაცია: “ნუ, ერეკლემაც მაგ თქვა, რა, – აბა ომი გინდათო, კაცო”. გესმით, სანამდე მიდის მათი არამზადობისა და არაკაცობის მასშტაბები?! ვინ თქვა, რომ ვიღაცას უნდა დავნებდეთ? რა თქმა უნდა, არ უნდა დავნებდეთ, მაგრამ, სანამდე დანებების საკითხი არ დამდგარა, წინასწარ დავიწყოთ ომი ყველა იმ პოტენციური მტრის წინააღმდეგ, რომლებისგანაც შესაძლებელია, საფრთხე დაგვემუქროს? საფრთხე ჩვენ მხოლოდ რუსეთიდან არ გვემუქრება. რამდენი მიმართულებით შეიძლება საქართველომ, თუ შეიძლება ასე ითქვას, პრევენციული ომები აწარმოოს, თანაც იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც გამარჯვების მისხალი შანსიც არ აქვს?! სრული აბსურდი და უგუნურებაა ეს, მაგრამ უგუნურებით არ მოსდით ეს ამ მამაძაღლებს, სამშობლოს ინტერესების ფეხებზე დაკიდებით მოსდით, თავიანთი სიხარბითა და სიწუწკით მოსდით და თავიანთი პატრონებისთვის თავის მოწონების დაუოკებელი სურვილით მოსდით. საბოლოო ჯამში, ისე გამოდის, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში დატრიალებულ უბედურებათა შემსრულებლები სხვები არიან, დასავლეთში მოკალათებული ის პოლიტიკური, ფინანსური და იდეოლოგიური ბოსები, რომლებიც ამ არამზადებს ფულს უხდიან და თავიანთი სურვილისამებრ აყეფებენ. ამ სათქმელის ხალხთან მიტანას ჩემი ცხოვრების ნახევარი შევალიე. ზოგიერთი ჩემი კოლეგა და მეგობარი შეეწირა კიდეც ამ საქმეს, მაგრამ ჩვენი სულისკვეთება, ხალხის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ხელისუფლებას არასოდეს ესმოდა. ახლა კი ვითარება იცვლება. დრომ რეალობის სწორი შეფასების აუცილებლობა მოიტანა, ვინაიდან იმ სიცრუის წუმპეში ცხოვრების გაგრძელება, რომელშიც დღემდე ვფართხალებთ, აღარ შეიძლება…

2023 წლის 30 აპრილი, როდესაც ხალხის დიდი ნაწილი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა, შესაძლებელია,  დიდი შემობრუნების დასაბამად იქცეს, რადგან არაფერი იმისი მსგავსი, რაც ამ შეკრებაზე ითქვა, აქამდე არც ერთი ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია.

ეს შეკრება ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული და ყველაფერი ის, რაც იქ დასავლეთის მისამართით ითქვა, ხელისუფლებამ თქვა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელისუფლებამ ანტიდასავლური რევოლუცია დაიწყო. მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ!” – ეს იყო პირველი გზავნილი, რომელიც ყურის მომჭრელად გაისმა. ამ სიტყვებში მწვავე პროტესტი იყო ჩაქსოვილი იმის გამო, რომ დასავლეთი ჩვენს გადაკეთებას და მის თარგზე მოჭრას ცდილობს. ეს იყო საკუთარი ღირსების,  საკუთარი არსისა და რაობისადმი პატივისცემით განმსჭვალული ნათქვამი, რომლის მსგავსიც ადრე კონსტანტინე გამსახურდიასგან თუ მოგვისმენია: თქვენ, ევროპელები, ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ,  გარდავიქმნათ, .. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ ან ვართ, ანუ თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ მავე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანსი გვერქვას“.

სხვაც ბევრი ითქვა რესპუბლიკის მოედანზე ისეთი, აქამდე რომ არ გვსმენია: ევრკავშირის წევრობის დაპირება ქვეყნის შანტაჟის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს!”

ძლიერი ნათქვამია. ევროპას ჩვენთან თანამშრომლობა და პარტნიორობა თუ სურს, ეს ერთი საკითხია, მაგრამ, ცრუ დაპირებით თუ გვაშანტაჟებს და ჩვენს მოტყუებას ცდილობს, მეორეა. დასავლეთი რომ გვატყუებს, ეს აღმოჩენა არ არის. ამის შესახებ ჩვენ, დიდი ხანია, გავკივით, მაგრამ, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს რომ აღიარა, ამაშია ამ ფაქტის რევოლუციურობა: იმის ნაცვლად, რომ ევროპულო სახელმწიფოს მშენებლობაში დაგვხმარებოდით, ყალბი ღირებულებების თავზე მოხვევით, რაც გვაქვს, იმის დანგრევას ცდილობთ!”

ეს უბრალო პოლიტიკური განცხადება არ არის, ეს უკვე ბრალდებაა და მხილებაა, ეს უკვე პასუხისმგებლობის შესახებ საკითხის ღიად დაყენებაა.

დააკვირდით, რა ხდება: აქამდე პირობებს დასავლეთი თუ გვიყენებდა, ახლა საქართველოს ხელისუფლება აყენებს პირობებს: ჩვენ გვაქვს პირობები და მოთხოვნები და ახლა პირდაპირ გეტყვით, თუ რა ფასის გადახდაზე არ ვართ თანახმა: ჩვენ არ ვიტყვით უარს ღმერთზე და არ დავიწყებთ მისთვის კორექტული გენდერული იდენტობის შერჩევას. ჩვენთვის დედა იქნება დედა და მამას კი ისევ მამას დავუძახებთ, ყოველგვარი ნუმერაციისა და იქსიგრეკის გარეშე. ჩვენთვის ოჯახი არის და იქნება მამაკაცისა და ქალის კავშირი. ჩვენ არ დავიწყებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების გაუკუღმართებული გენდერული დისციპლინებით მოწამლვას და მათ იდეოლოგიურ დამუშავებას. ჩვენ სიცოცხლის მომხრენი ვართ და უარს ვამბობთ იმ კაცთმოძულურ დღის წესრიგზე, რომელიც შობადობას ამცირებს და ქართველი ერის გაქრობას უწყობს ხელს. ჩვენ ვართ მშვიდობის, ვაზის, ხელოვნების, ლხინის, სიყვარულისა და სრულფასოვანი სიცოცხლის კულტურის შვილები,  ამიტომაც უარვყოფთ ყველაფერს, რაც სიკვდილის კულტივირებას უკავშირდებააბორტები, ლგბტ პროპაგანდა, ნარკოტიკები, ოჯახისგან ქალის მოწყვეტის სპეცპროექტები, ევთანაზია და სხვ. და, თუ თქვენ შეეცდებით ჩვენთვის უცხო და მიუღებელი ქცევის შაბლონების თავ მოხვევას, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ადათის წაშლას, მიუღებელი ქცევის წესების დანერგვას, იცოდეთ, თქვენ საქართველოსაც დაკარგავთ და საკუთარ თავსაც!”

ეს აჯანყებაა დასავლური უსინდისობისა და თავგასულობის წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც დიდი ხნის წინათ უნდა თქმულიყო, მაგრამ ვერ ვამბობდით. 30 აპრილს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ, ღიად, ყველას გასაგონად ითქვა, რომ საქართველოს მტრები აღმოაჩნდნენ იქ, სადაც მეგობრები ეგულებოდა. ითქვა ისიც, რომ საქართველოს მტრები ქვეყნის შიგნითაც ჰყავს და ქვეყნის სათავეშიც, რის გამოც სახალხო კრებამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხიც დააყენა, ვინაიდან იგი სააკაშვილის ფაშისტური ხროვის გვერდით აღმოჩნდა: ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ლეგიტიმაცია აღარ აქვს. მათ შორისაა პრეზიდენტიც! ლეგიტიმაციის არმქონე პოლიტიკოსებს, ცრუ არასამთავრობო სექტორს და გაყიდულ მედიას მომავალს ვერ ვანდობთ. აღარ გენდობით!”

როგორც იქნა, ითქვა სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის გასამართლების აუცილებლობის შესახებაც: ხელისუფლებისგან მოვითხოვთ 2004-2012 წლებშინაციონალური მოძრაობისდიქტატორული რეჟიმის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას“.

როგორც ხედავთ, ხელისუფლება უკან დასახევს აღარ იტოვებს. იგი ერთდროულად უცხადებს ბრძოლას ქვეყნის მტრებს, როგორც შიგნით, ასევე გარეთ: ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის პატივისცემას და საშინაო  საზოგადოებრივპოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას“.

არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ყველაფერი აქამდე უნდა თქმულიყო, რომ ახლა უკვე დაგვიანებულია და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზეც, რომ ასე დიდი შემართებით ნათქვამი სიტყვების უკან წაღების ფაქტებიც ბევრი იცის ისტორიამ. მოდი, ეს ყველაფერი მომავალს მივანდოთ და შევაფასოთ ის, რაც გვაქვს: ეს დასავლეთის მიერ საქართველოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობაზე სწორი რეაქციაა; ეს ამბოხია, რევოლუციაა, რომლის ჩაქრობის მექანიზმი დასავლეთს მსოფლიოში უკიდურესად გართულებული მდგომარეობის გამო, შესაძლებელია, აღარც კი ჰქონდეს. სამ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს რეალობის აღქმა ჰქონდა დაბლაგვებული, ორიენტაცია დაკარგული და მისამართები არეული, ანუ პოლიტიკური კომპასი ჰქონდა მოშლილი, რის გამოც გზას ვერ იკვლევდა და გაშლილ ოკეანეში მოდრეიფე გემს ემსგავსებოდა. ამის შესახებ 30 აპრილის შეკრების მონაწილეებს, სამწუხაროდ, არაფერი უთქვამთ, მაგრამ, რაკი ის ითქვა, რასაც დღემდე ვერ ამბობდნენ, ახლა სხვა გზა აღარ არის, მალე ყველაფერს ფარდა ბოლომდე აეხდება. ყველაფრიდან ჩანს, რომ ქართველ ხალხს ვეღარ გააბრიყვებენ ისე, როგორც უკრაინელები გააბრიყვეს და ერთ დროს აყვავებული ეს ლამაზი ქვეყანა ამერიკელთა მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ ომში საზარბაზნე ხორცად აქციეს’’. ,,აბა, ომი გინდათ?!” ერთხანს კიდევ იქირქილებენ საქართველოს მტრები, მაგრამ ქართველი ხალხის გამოღვიძების ისტორიული პროცესი დაწყებულია და ამ პროცესს, იმედია, ვერც ბოროტი ქირქილი და ვერც შხამიანი სისინი ვეღარ შეაჩერებს.

ვალერი კვარაცხელია                                                                                

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here