რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთმა იცის რით უპასუხოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, პესკოვის თქმით, რუსეთი არსებულ პოტენციალს უფრო სრულად გამოიყენებს.
„როდესაც კოლექტიური დასავლეთის მიერ მოწოდებული ახალი იარაღი გამოჩნდება, რუსეთი სრულად გამოიყენებს არსებულ პოტენციალს, რათა უპასუხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას“, – თქვა პესკოვმა.
პუტინმა ხუთშაბათს ვოლგოგრადში სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა იცის რით გასცეს პასუხი მათ, ვინც ემუქრება, და ჯავშანტექნიკის გამოყენებით საქმე არ დასრულდება.