თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია, _ იუწყება BBC. მმართველმა “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიამ არჩევნები ანკარასა და სტამბოლში წააგო, მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოსახლეობამ მმართველ პარტიას მხარი ზედიზედ 15 არჩევნებში დაუჭირა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი ეკონომიკის გაძლიერება, განვითარების შენარჩუნება და დასაქმების გაზრდა იქნება. არჩევნებზე 57 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.