Home რუბრიკები საზოგადოება როდის ექნებათ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება

როდის ექნებათ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება

501

რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას აპირებს საქართველოსთან 2008 წელს გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად _ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რამდენიმე დღის წინათ ისაუბრა.

“ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა, ასე თუ ისე, ნორმალიზდება. იზრდება ტვირთბრუნვა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, თუ არ ვცდები, მესამე ქვეყანა, რომელიც ქართულ საექსპორტო პროდუქციას ყიდულობს, რუსეთია. ფართოვდება საავიაციო მიმოსვლის არეალი. მნიშვნელოვნად ლიბერალიზებულია სავიზო პოლიტიკა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია… ეს დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არა მხოლოდ ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება ადგილი, რომლის გამოყენებასაც აქტიურად ცდილობენ “ბოევიკები”, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა აღდგება სრულფასოვანი ურთიერთობა რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, რათა ამ რისკების მინიმალიზება მოვახდინოთ, ალბათ, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე”, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here