Home რუბრიკები პოლიტიკა BBC: შვედმა მინისტრებმა და მოხელეებმა ჰიჯაბი დაიმშვენეს

BBC: შვედმა მინისტრებმა და მოხელეებმა ჰიჯაბი დაიმშვენეს

484

შვედეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები ირანში ვიზიტის დროს ჰიჯაბში გამოეწყვნენ, რითაც უცხოეთის პრესის მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურეს. შვედეთის მთავრობა კი აცხადებს, რომ “მსოფლიოში პირველი ფემინისტური მთავრობაა”, – ირონიულად შენიშნავს ბი-ბი-სი.

ერთი კვირის წინათ თეირანში ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია შვედეთის ვაჭრობის მინისტრის, ქალბატონ ანა ლინდეს მეთაურობით. ირანის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების დროს ამ ქალბატონს ჰიჯაბი ეცვა. ცნობილმა ირანელმა უფლებადამცველებმა და შვედეთის პოლიტიკოსებმა დაგმეს მისი ამგვარი ჟესტი.
ლიბერალური პარტიის მეთაურმა იან ბერკლუნდმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა ირანში გათელილია ქალთა უფლებები, გასაოცარი და გაუგებარია, რომ შვედეთის მთავრობა, რომელსაც თავი მოაქვს ფემინისტურ მთავრობად, ხელს უწყობს ამგვარი პოლიტიკის განხორციელებას.
ირანელმა ჟურნალისტმა ქალმა მასიხ ალინეჟადმა გამოაქვეყნა შვედეთის პრემიერმინისტრის მოადგილის _ იზაბელა ლევინის ფოტო კლიმატის შესახებ კანონზე ხელმოწერის დროს კოლეგა ქალების თანდასწრებით იმ ფოტოსურათთან ერთად, რომელზეც აღბეჭდილი არიან ჰიჯაბებში გამოწყობილი შვედეთის დელეგაციის წევრი ქალბატონები პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან შეხვედრის დროს.
ჟურნალისტმა მოუწოდა ირანელ ქალებს, გამოაქვეყნონ თავიანთი ფოტოსურათები, რომლებზეც ისინი უჰიჯაბოდ არიან გამოსახულნი.
“თუ თქვენ ფემინისტებად მიიჩნევთ თავს, _ მიმართა მან შვედ ქალებს, _ და თანასწორობის მომხრენი ხართ, უთანასწორობას ყოველთვის და ყველგან წინ უნდა აღუდგეთ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here