ბლოგერი ლევან ზანგურაშვილი თავის ფეისბუქ გვერძე სტატუს აქვეყნებს.
თბილისის მერიის შენობასთან მისულია მელია, 20-კაციან ნაცბანდასთან ერთად, მოთხოვნით – შეიჭრან მერიის შენობაში. „რუსთავი 2“ კი, აგერ უკვე 40 წუთია, პირდაპირ ეთერში გადასცემს ამ ჯაჯგურს იქ მისულებსა და მერიის დაცვის სამსახურს შორის.
თბილისის მერიის შენობის წინ ვიწრო სავალი გზაა. კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ მოძრაობს შეუფერხებლად საქალაქო ტრანსპორტი – ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები… იქ მისული „ნაციონალების“ რაოდენობა იმდენად ცოტაა, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა და მისმა ოპერატორმა უშუალოდ მერიის შენობის კარებთან მოახერხეს ადვილად მისვლა და იქიდან პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა. „კურიერის“ წამყვანი კი, სიტუაციის გამუქების მიზნით, გვეუბნება: „სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია!“.
როცა „ნაციონალების“ მმართველობის დროს ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩებში, იგივე „რუსთავი 2“ არათუ პირდაპირ ეთერში არ რთავდა მიმდინარე მოვლენებს, არამედ 9 საათის „კურიერშიც“ კი, სულ ორი სიტყვით იტყოდა: „თბილისში იყო მიტინგი. ახლა დღის სხვა ამბები…“
რა თქმა უნდა, ტელეკომპანია თავისუფალია თავის არჩევანში, ქვეყანაში მიმდინარე რა მოვლენები გააშუქოს და რა – არა. ასევე ჩვენ, ხალხი ვართ თავისუფალი ამა თუ იმ ტელეკომპანიის ობიექტურობის და მიუკერძოებლობის ხარისხის შეფასებაში.
დასასრულ, ისმის კითხვა: არის თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საკმაოდ წონადი იარაღი პოლიტიკური პარტიის ხელში?
კითხვა რიტორიკულია…
P.S. ნარმანია რომ „თანამდებობისთვის შეუფერებელი“ კადრია და „ოცნების“ „ქართულობის“ ხარისხიც რომ სხვა შეფასებას საჭიროებს, ეს ცალკე თემაა და მისი „ექსკლუზივი“ ნამდვილად არ ეკუთვნით „ნაციონალებს“.