რომის პაპი არის კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით, რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად („ქრისტეს ვიკარად“) და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი ფრანცისკე არის პეტრე მოციქულის 266-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს კონკლავი ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით.
“საქართველო და მსოფლიო” წარმოდგენთ, რომის კათოლიკური ეკლესიის 10 ყველაზე დიდხანს მმართველი პაპის სიას, რომლის სათავეში იმყოფება პაპი პიუს IX, რომელმაც პოსტზე 31 წელი დაჰყო. ტოპ 10 ასე გამოიყურება:
- პიუს IX (1846–1878): 31 წელი, 7 თვე და 23 დღე.
- იოანე-პავლე II (1978–2005): 26 წელი, 5 თვე და 18 დღე.
- ლეო XIII (1878–1903): 25 წელი, 5 თვე და1 დღე.
- პიუს VI (1775–1799): 24 წელი, 6 თვე და 15 დღე.
- ადრიანე I (772–795): 23 წელი, 10 თვე და 25 დღე.
- პიუს VII (1800–1823): 23 წელი, 5 თვე და 7 დღე.
- ალექსანდრე III (1159–1181): 21 წელი, 11 თვე და 24 დღე.
- სილვესტერ I (314–335): 21 წელი, 11 თვე და 1 დღე.
- ლეო I (440–461): 21 წელი, 11 თვე და 13 დღე.
- ურბან VIII (1623–1644): 20 წელი, 11 თვე და 24 დღე.
ყველაზე მცირე ხნით რომის კათოლიკური ეკლესიის მმართველი იყო ურბან VII, რომელმაც პოსტზე 13 დღე დაჰყო. ტოპ 10-ული ასე გამოიყურება:
- ურბან VII (15-27 სექტემბერი 1590): 13 დღე.
- ბონიფაციუს VI (აპრილი 896): 16 დღე.
- ცელესტინ IV (25 ოქტომბერი-10 ნოემბერი 1241): 17 დღე.
- თეოდორ II (დეკემბერი 897): 20 დღე.
- სიზინუსი (15 იანვარი–4 თებერვალი 708): 21 დღე.
- მარცელუს II (9 აპრილი–30 აპრილი 1555): 22 დღე.
- დამასუს II (17 ივლისი-9 აგვისტო 1048): 24 დღე.
- პიუს III (22 სექტემბერი-18 ოქტომბერი 1503): 27 დღე.
- ლეო XI ( 1 აპრილი–27 აპრილი 1605): 27 დღე.
- ბენედიქტე V (22 მაისი–23 ივნისი 964): 33 დღე.