Home რუბრიკები ბლოგი ნოამ ხომსკი: ამერიკა მსოფლიოს მთავარი ტერორისტია, ევროპა კი მისი ერთგული მსახური...

ნოამ ხომსკი: ამერიკა მსოფლიოს მთავარი ტერორისტია, ევროპა კი მისი ერთგული მსახური (ვიდეო)

4722

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მეცნიერი ნოამ ხომსკი, ჯერ კიდევ 2015 წელს, Euronews-სთან ინტერვიუში, აშშ-ს თანამედროვეობის მთავარ ტერორისტს უწოდებდა. ნოამ ხომსკი თანამედროვეობის ერთერთი გამორჩეული ინტელექტუალი, ლინგვისტი, პუბლიცისტი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტია, ერთი სიტყვით პიროვნება, რომლის აზრები და შეხედულებები, მისეული შეფასებები, გასათვალისწინებელია და ყურადსაღები. აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ მეცნიერებს შორის ხომსკი ყველაზე ციტირებადი ავტორია.

ამ მოკლე ვიდეოში ნოამ ხომსკი საუბრობს აშშ-ს ძალადობრივ საგარეო პოლიტიკაზე, მათ მიერ ტერორიზმის წახალისებაზე და იმაზეც, რომ აშშ-ში რეალურად დემოკრატია არ არსებობს. მისი აზრით, აშშ-ის ხელისუფლებას და ხალხს შორის უდიდესი უფსკრულია: ხალხს ერთი უნდა, ხელისუფლებებს- სულ სხვა. ეს აზრი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აშშ-ში არ არის დემოკრატია- ყველა ის ობივატელი, რომელსაც  განსხვავებული აზრი გააჩნია ხელისუფლებისგან იდევნება.

„ახლო აღმოსავლეთში ორი ქვეყანაა, რომლებიც მუდმივად ახდენენ ძალადობის და ტერორიზმის აქტებს, ესაა – აშშ და ისრაელი. ორივე ამ ქვეყანას ბირთვული იარაღიც გააჩნია. საერთაშორისო გამოკითხვების მიხედვით, რომლებსაც ამერიკული სოციოლოგიური სამსახურები ატერებენ, პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამერიკას მშვიდობისთვის უდიდეს საფრთხედ განიხილავს.  ამ სტატისტიკაში  სხვა ქვეყნები მას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.  საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამერიკულმა მასმედიამ ამ ინფორმაციის გაჟღერებაზე უარი განაცხადა.

ხომსკი უკრაინის მოვლენებსაც შეეხეო და მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტი პოროშენკო, რომელიც „ ყველა გზით ცდილობს შეიყვანოს უკრაინა ნატო-ში, რითაც მთელ მსოფლიოს ომის საფრთხის წინაშე აყენებს. ამდენად სავსებით გასაგებია რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია, რომელიც ვალდებულიცაა  მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ამას ყველა კარგად ხვდება.“

მეცნიერის აზრით,  ბოროტების სათავე ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებაშია და ეს პროცესი კლინტონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=u6bNkrqYwh4

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here