Home რუბრიკები ეკონომიკა 3 მილიონი ხელფასის სახით – “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორის სარგო

3 მილიონი ხელფასის სახით – “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორის სარგო

1062

საჯარო სამსახურის ბიუროს  ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ 2015 წელს ხელფასის სახით 3 133 280 ლარი და 86 თეთრი აიღო.

ბანკირის ხარჯებს შორის ფიქსირდება შვილისთვის მადრიდში ბინის შესყიდვა (500 ათასი ევრო) და მისი რემონტი (182 785 ევრო). ქველმოქმედებას კი „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა 55 ათასი ლარი მოახმარა. ფინანსები ბანკირს, ძირითადად, „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ აქვს განთავსებული.

მურთაზ კიკორია პარლამენტმა 2016 წლის 1 დეკემბერს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაამტკიცა. კიკორია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტია.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here