Home რუბრიკები ეკონომიკა ნუგზარ წიკლაური: ხელისუფლება დევნილებისთვის 45 ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს

ნუგზარ წიკლაური: ხელისუფლება დევნილებისთვის 45 ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს

651

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილების გარკვეული ნაწილისთვის 45 ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს. როგორც პარტიის წევრმა ბრიფინგზე განაცხადა, მცირე ხნის წინ მას ხელში ჩაუვარდა დევნილთა სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის შესაბამისი პროექტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი. 

წიკლაურის თქმით, ხელისუფლების საბოლოო მიზანია, დახმარება შეუწყდეს ყველა დევნილს, პირველ რიგში კი იმ პირებს, ვინც დაბადებული არ არიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში: ”ჩვენს ხელში მოხვდა დევნილთა შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი,რომელიც დევნილთა სამინისტროშია შექმნილი. მთავარი ამოცანა, ამ დოკუმენტის არის დევნილთათვის 45-ლარიანი შემწეობის შეწყვეტა. ამ დოკუმენტის ამოქმედება დევნილთათვის გამოიწვევს ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებს, გამოიწვევს სოციალურ კრიზისს, რადგან დევნილთა უმრავლესობა დამოკიდებულია სწორედ ამ შემწეობებზე. სულ ამ პროგრამისთვის სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილია 121 მილიონი ლარი. სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგარამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდნირობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილი – დევნილები დადგნენ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ. ”ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს დევნილთა სამინისტროს და მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელი აიღოს ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე. ჩვენი პარტიის მხრიდან დევნილებს ექნებათ სრული მხარდაჭერა, რადგან ამ დოკუმენტის ამოქმედება ნიშნავს მრავალი ათასი ადამიანის გაწირვას შიმშილისთვის”, – განაცხადა წიკლაურმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here