Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპმა 80 ელჩი გაათავისუფლა რა ბედი ელის იან კელის

ტრამპმა 80 ელჩი გაათავისუფლა რა ბედი ელის იან კელის

502

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ობამას მიერ დანიშნული 80 ელჩი გაანთავისუფლა მთელი მსოფლიოს მაშტაბით.  იმის მიუხედავად, რომ ამის შესახებ რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯერ კიდევ 2016 მიწურულს დააანონსა, თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ ოფიციალური ბრძანებულების შესახებ ინფორმაცია არ დევს. ელჩებს თანამდებობის დატოვების შესახებ ჯერ ბრძანებულება არ მიუღიათ და სანამ ეს მოხდება ისინი გააგრძელებენ თავიათ საქმიანობას.

ექსპერტების აზრით, სავარაუდოთ დიპლომატური კორპუსის  უახლოესი განახლება მოხდება  მთავარ პოსტებზე ისეთი კადრების დანიშვნით, რომლებიც არიან პრეზიდენტის გარემოცვის წევრები და არ გამოირჩევიან პროფესიონალიზმით. ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდგომ ელჩების ჩანაცვლება საკუთარი კადრებით ეს მოსალოდნელი პროცესი იყო, მაგრამ ასეთ მაშტაბურ ცვლილებებს ექსპერტები არ ელოდნენ.  ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ობამას მიერ დანიშნულ დიპლომატიურ მისიებს დაოტოვებინათ საკუთარი პოსტები 20 იანვარს შუადღის დადგომამდე, მაგრამ პროცესი შეფერხდა იმის გამო, რომ განაცხადის გაკეთების მომენტში ტრამპი ჯერ კიდევ არ ფლობდა ძალაუფლებას და ელჩების კეთილი ნების ამარა იყო დარჩენილი. აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის ვალერი გარბუზოვის  განცხადებით ელჩების განთავისუფლება მოხდება თანდათანობით. 

„ტრამპს სურს, რომ  შეცვალოს დიპლომატები საკუთარი კადრებით, რომლებიც უბრალოდ არიან მისი მეგობრები და მისი იდეის თანამოზიარენი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დიპლომატიური სექტორი დიდი ხანია პროფესიონალი კადრების დეფიციტს განიცდის. როგორც მაგალითად იყო ბატონი კერი, დიპლომატიისგან ძალიან შორს მყოფი. დღესაც მისი პოსტი უკავია კერივით არაპროფესიონალ რექს ტილერსონს“- განაცხადა სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა, ამერიკანისტმა სერგეი სუდაკოვმა.

ელჩების დანიშვნის პროცედურაში დიდ როლს შეასრულებს სახელმწიფო მდივანი, რადგანაც სწორედ ელჩები იქნებიან მისი თვალებიც და ყურებიც. მაგრამ ქვეყნისათვის სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმომადგენლებს სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტთან კონსულტაციების შედეგად დანიშნავს. სუდაკოვის ინფორმაციით, მსოფლიო მაშტაბით დანიშნული ელჩებიდან 30 ათანხმებენ პირადად პრეზიდენტთან. „რუსეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, მექსიკის, ლათინური ამერიკის, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც უშუალო ინტერესის სფეროს წარმოადგენენ აშშ-თვის, ამ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლებს დანიშვნა ყოველთვის პრეზიდენტთან შეთანხმების შედეგად ხდება“. – დასძინა სუდაკოვმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here