Home რუბრიკები საზოგადოება ბუკიკიო პოლიტიკურ ბანკროტებს შეხვდა

ბუკიკიო პოლიტიკურ ბანკროტებს შეხვდა

507

დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია და პირადად კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ეწვია. დელეგაციას, რომელიც თბილისში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით იმყოფება, შეხვედრები დაგეგმილი აქვს  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრეზიდენტთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან. თუმცა მანამდე დელეგაციის წევრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხევედრის სურვილი თავად ბუკიკიომ და დელეგაციის სხვა წევრებმა გამოთქვეს.

რატომ არის ვენეციის კომისიის თავმჯდომარისთვის ოფიციალურ პირებზე მნიშვნელოვანი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა, რა საკითხები განიხილეს მათ შეხვედრაზე და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პუბლიცისტ ელიზბარ ჯაველიძეს დაუკავშირდა.

ელიზბარ ჯაველიძე: – ჩვეულებრივი ამბავია, ჩამოდის ის კაცი და პირველ რიგში ხვდება მათივე ხელდასხმულ „არასამთავრობო“ ორგანიზაციებს.” მათ არ აინტერესებთ არც ხელისუფლება, არც ხალხი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები, აიტერესებთ მარტო თავიანთი დაქირავებული მეხუთე კოლონა.

რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“ და მის ყოფილ ლიდერს, უსუფაშვილს ახლა ამზადებენ იმისთვის, რომ რაღაც ახალი პარტია თუ გაერთიანება შექმნას და აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესებში. ანუ, ხდება მისი და მისი პარტიის ხელოვნურად წამოწევა. როგორც ჩანს, საბოლოოდ გათვლა კეთდება იმაზე, რომ იგი ხელისუფლებაში მოიყვანონ, მაგრამ ისე არ ადგა მათი მიცვალებულები, როგორც უსუფაშვილი და მისი პარტია არ აირჩიოს ქართველმა ხალხმა. კიდევ გავიმეორებ, უსუფაშვილი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბანკროტი და რა გრანტიც არ უნდა დაახვაონ მას, არაფერი შეიცვლება. ყველამ იცის, დიდმა და პატარამ ვინ არის ეს კაცი და მისი პარტია სინამდვილეში, ყველამ იცის, საიდან საზრდოობენ და რა ძალები დგას რეალურად მათ უკან… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here