Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპმა 2020 წლის არჩევნებისთვის ლოზუნგი უკვე მოიფიქრა

ტრამპმა 2020 წლის არჩევნებისთვის ლოზუნგი უკვე მოიფიქრა

922

ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს ფიცი ჯერ არ დაუდია, თუმცა უკვე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობს. დონალდ ტრამპის თქმით, მას 2020 წლის საარჩევნო ლოზუნგი უკვე მოფიქრებული აქვს. „მომავალ არჩევნებზე ჩემი სლოგანი იქნება „შევინარჩუნოთ ძლიერი ამერიკა“, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ 4 წელიწადში უკვე ძლიერები ვიქნებით,“ – აღნიშნა ტრამპმა „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ინტერვიუს პარალელურად ტრამპმა თავის ერთ-ერთ ადვოკატს დაავალა დაეპატენტებინათ სლოგანი. სწორედ ასე მოიქცა ტრამპი მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომლის სლოგანი იყო „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული ქვეყანა“. შედეგად, მან უფლება ჩამოართვა თავის ოპონენტებს ესარგებლათ ამ ფრაზით. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება ტრამპის შტაბმა ყველაზე დიდი დანახარჯი დააგროვა კეპ ქუდებზე სადაც სასლოგანო ფრაზა იყო განთავსებული, ვიდრე სატელევიზიო რეკლამებზე. მათი განცხადებით, აღნიშნული ხარჯები რენტაბელური გამოდგა კამპანიის მიმდინარეობისას. „ვფიქრობ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა მარკეტინგში“ – განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტის განმარტებით, მისი გამარჯვება პირდაპირპროპორციული იყო მის ლოზუნგთან.   

„ჯერ კიდევ 2012 წელს ვიფიქრე ამაზე პირველად, როდესაც ვიჯექი ჩემს სამუშაო მაგიდასთან და ვაფასებდი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ვხედავდი პრობლემებს დასაქმების სექტორში, საზღვრების უსაფრთხოების მიმართულებით იყო გასამკაცრებელი კანონები, ვაჭრობის მიმართულებით იყო დასანერგი ახალი ნოვაციები და საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: „რა იქნება კარგი?“ და სწორედ ამ დროს დამებადა პასუხი, რომელიც შემდგომ ჩემი წინასაპრეზიდენტო კამპანიის ლოზუნგად ვაქციე „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული ქვეყანა“.

ტრამპის 2020 წლისთვის განკუთვნილი ლოზუნგი, თავის მხრივ დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს პრეზიდენტს – შეასრულოს ყველა დაპირებული განცხადება, რათა 2020 წლისათვის შესძლოს დაანონსებული ლოზუნგით წელშიგამართულმა ოპონირება საპრეზიდენტო კანდიდატებთან.

 

წყარო: strana.ua

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here