Home რუბრიკები ბლოგი სამოქალაქო თვითმფრინავში იარაღის ტრიალია რომანტიზმი და ღამის კლუბში დათრობა ტერორიზმი, აბა არა?!

სამოქალაქო თვითმფრინავში იარაღის ტრიალია რომანტიზმი და ღამის კლუბში დათრობა ტერორიზმი, აბა არა?!

ქართული იუმორის ტიტანს, ნოდარ დუმბაძეს, როდესაც ის ამერიკაში მოგზაურობდა, იქაურ სტუდენტებთან შეხვედრაზე ერთმა სტუდენტმა ასეთი კითხვა დაუსვა: “მისტერ დუმბაძე, მოგეხსენებათ, რუსებმა დაიქადნეს, რომ ისინი მალე ვენერაზე გაფრინდებიან; ამერიკელებმა დაიქადნეს, რომ მაშინ ისინი იუპიტერზე გაფრინდებიან; ამის გამო იაპონელებმა დაიქადნეს, რომ სატურნზე გაფრინდებიან, ქართველები კი სად აპირებთ გაფრენას, მარსზე?”

ნოდარ დუმბაძეს ღიმილით უთქვამს: თუ გვენდომება, ჩვენი მიწიდან სადმე გაფრენა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს სამშობლოს მუდამ რომელიმე მტერი უტევს (ღიად ვერ იტყოდა, რომ მტერი რუსეთია ან ამერიკა და თურქეთი. ერთ შემთხვევაში უსაფრთხოების, მეორე შემთვევაში კი დიპლომატიური მოსაზრებით). ჰოდა, თუკი ყველანი სადღაც გაფრენას აპირებთ, მაშინ ჩვენ რაღა გვინდა მარსზე და ჯანდაბაში, დავრჩებით აგერ, დედამიწაზე და ვიცხოვრებთ მშვიდადო.

მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ამერიკელები და რუსები მაინც ვერ იყოფენ დედამიწას და, როგორც ჩანს, არც ვენერასა და იუპიტერზე გადასახლებას აპირებენ.

ეგ კიდევ არაფერი _ არც ქართველებს გვაცლიან მშვიდად ცხოვრებას.

მშვიდად კი არა, აგერ, უკვე ქართველების მლანძღველი ქართველებისელიტურიდაჯგუფებებიც შექმნა უკვე ჩვენმასტრატეგიულმა მეგობარმადა საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გასული კვირის მთავარ თემად საქართველოში ქართველ მამაკაცთა სადმე შეშვებაარშეშვება იქცა.

განგებ ვამბობ სიტყვა “სადმე”-ს, რადგან საქართველოში ქართველს “ქართველობის” საბაბით რომ არ უშვებენ სადმე, ეს ნამდვილად არის სრულიად ერის მძიმე შეურაცხყოფა და სულერთია, რა ტიპის დაწესებულებაა _ ბორდელი, რესტორანი, აფთიაქი თუ კლუბი.

აქვე აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩამოთვლილთაგან ბოლო ტიპის დაწესებულებები პოსტსაბჭოთა სივრცეშიც გარკვეული სიახლეა და მით უფრო საქართველოში ჯერაც არ აქვს მყარად ფეხი მოკიდებული. საუბარია “კლუბური” ტიპის დაწესებულებებზე და ე.წ. ღამის ცხოვრებაზე, რომელიც, საზოგადოდ, ქართველებს ნაკლებად იზიდავს, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ამ დაწესებულებებში ადამიანები “ქართველობის” მომიზეზებით არ შეუშვას.

საქართველოს დედაქალაქში ბოლო პერიოდშიკლუბებადწოდებული დაწესებულებების გახსნამ ცხადყო, რომ აქამდე რუსულ ფენომენად მიჩნეული გამოთქმალიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი”, უკვე არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ აგერ, თბილისის ცენტრში გადმოგვიტანეს და დაგვინერგეს.

არა მგონია, ვინმეს არ ახსოვდეს, როგორი მკაცრი ფორმებით ვაპროტესტებდით ქართველები იმას, რომ მოსკოვის ქუჩებში “ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი” ერთგვარი “ორდერი” იყო იმისათვის, რომ ადამიანი გაეჩერებინათ, გაეჩხრიკათ, შეურაცხეყოთ, თუ მოუნდებოდათ მილიციის განყოფილებაშიც გადაეყვანათ და ასე შემდეგ.

სხვათა შორის, ყველაზე ხმამაღლა და მონდომებით ამას სწორედ ის ე.წ. პატრიოტთა ელიტური წრე აპროტესტებდა, რომლის წარმომადგენლებიც ახლა ყველაფერს აკეთებენ, რათა გაამართლონ იმ ღამის კლუბების მეპატრონეები, რომლებიც ქართველ მამაკაცებს თავიანთ დაწესებულებებში არ უშვებენ, ფაქტობრივად, სწორედ “ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტის” მსგავსი მიზეზით.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ საქართველოს დედაქალაქში არსებობს დაწესებულებები, რომლებშიც ქართველ მამაკაცებს ეროვნული და გენდერული ნიშნით არ უშვებენ და რომ არის ეჭვი ამ ადგილებში არასრულწლოვანთა პროსტიტუციისა, რატომღაც ძალიან არ ესიამოვნა ქართულლიბერასტულ ელიტას”.

ეს სწორედ ისლიბერასტული ელიტაა”, რომელმაც ამას წინათ ერთი ამბავი ატეხა ვაკის საცურაო აუზზე გამოკრული განცხადების გამო. იმ განცხადებაში კი მხოლოდ ის ეწერა, ქალბატონებს ვთხოვთ, კრიტიკული დღეების დროს არ ჩავიდნენ აუზში და წყალი არ დააბინძურონო.

“ელიტურ ლიბერასტთა” წივილ-კივილის მიზეზი იყო ის, რომ თურმე ამ განცხადების შინაარსში ხაზგასმული სიტყვა “ქალბატონები” ყოფილა მდედრობითი სქესის დისკრიმინაცია და განცხადებაში უნდა ყოფილიყო მითითებული, რომ “მენსტრუალური ციკლის დროს წყალში ჩასვლა არ შეიძლება”, სქესის მიუხედავად!

აი, ასეთი “ძალიან თანასწორები”, რომლებიც თავგამოდებით იცავდნენ ქალების მენსტრუალურ ციკლსაც კი და მათ მამაკაცებს “უთანასწორებდნენ”, ამჯერად, რატომღაც ძალიან ცინიკურები აღმოჩნდნენ პრემიერმინისტრის მიმართ და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ცინიკური ხერხებით სცადეს მისი განცხადების გაბიაბრუება.

ვაიმე, სასაცილოა, რას აპროტესტებს გიორგი კვირიკაშვილი? იმას, რომ ქართველი მუტრუკი მამაკაცები ვერ შედიან ბორდელში და ვერ იღებენ არასრულწლოვანი მეძავების მომსახურებას? ძალიან გინდათ და არ გიშვებენ? ჰა ჰა ჰა ჰა ჰააა!”

ასეთი დემაგოგიური და ამაზრზენი, მამაკაცების კიდევ უფრო დამამცირებელი და დისკრიმინაციული ინტერპრეტაციით სცადეს ლიბერასტებმა საქართველოში არსებული მართლაც სერიოზული პრობლემის “ბნელი ღრუზინებისა” და პირადად გიორგი კვირიკაშვილის “სექსისტურ” მიდრეკილებებად გასაღება.

ქართველ ფემინისტთა “დედას” (თუ მამას? ან დედ-მამას ერთად?) _ ბაია პატარაიას კი ახლაღა გაახსენდა, რომ თურმე ჩვენს ქვეყანაში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს.

“ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემაა, ამდენი გაჭირვებული ადამიანია, სადაც ხალხი შიმშილობს, საკითხებზე, თუ ვინ შევა ბორდელში და ვინ ვერა, რატომ უნდა ცდებოდეს ქვეყნის პრემიერმინისტრი? ამაზე არც პოლიცია უნდა ცდებოდეს. ვიღაც ქართველ მამაკაცებს თუ სადმე არ უშვებენ, აწარმოონ ამაზე მოქალაქეებმა სამოქალაქო დავა სასამართლოში და ეგ არის”, _ ისეთი სახით განაცხადა პატარაიამ, გეგონება, როდესაც ის ვაკის საცუარაო აუზზე მოსიარულე ქალთა მენსტრუალური ციკლის გამო მთელი ქვეყნიერების დასჯას ითხოვდა, ამ ქვეყანაში ყველა მაძღარი იყო, არავის უჭირდა და არც პრობლემები აწუხებდა სახელმწიფოს.

ნიშანდობლივია, რომ “ლიბერასტთა” ასეთ წიოკს ჯერ გაუბედავად, ახლა კი უკვე სრულიად აშკარად აუწყო ფეხი ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა და “დედამ” ნინო ჯანგირაშვილმა. ჟურნალისტ გია იაკობაშვილთან “მაესტროზე” გამართულ დებატებში ნინო ჯანგირაშვილი ცდილობდა, ცინიკური სახე მიეღო და ირონიული ღიმილით გადაეფარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები, მაგრამ სინამდვილეში ისე საცოდავად გამოიყურებოდა, რომ ბარე ოცჯერ მოუწია გაემეორებინა ფრაზა: “მე მიყვარს კონკრეტიკა და თანმიმდევრული ლოგიკა”. თუმცა, როდესაც ამ “თანმიმდევრული ლოგიკის” გამოთქმის საშუალება ეძლეოდა, ისეთ სისულელეებს ბჟუტურობდა, ბოლოს მოწინააღმდეგიან-წამყვანიანად ყველას სიცილი აუტყდა და ასე მხიარულად დაასრულეს “სამკვდრო-სასიცოცხლო” გენდერული დაპირისპირება.

სამაგიეროდ, შეუვალი დარჩა თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბის მეპატრონე გვარით ქართველი და შეგნებით ღმერთმა უწყის სადაური ქალი, ვინმე ქეთა გაბუნია, რომელმაც ტვინს ძალა ვეღარ დაატანა და პირდაპირ ეთერში გააკეთა აშკარა დისკრიმინაციული განცხადება: მე არ ვუშვებ ჩემს ღამის კლუბში ქართველ მამაკაცებს, ხოლო უცხოელები მარტივად შემოდიან”.

აი, ამ პირდაპირი დისკრიმინაციის ახსნა ასეთი ყოფილა: “ქართველი მამაკაცები არიან აგრესიულები, თვრებიან, ჩხუბობენ, ყვირიან, იქცევიან უკულტუროდ, მაშინ, როდესაც ევროპელი მამაკაცები ძალიან ცივილიზებულად იქცევიან”.

ამ ტუტუც დედაკაცებს (ახლა ჩემს ამ სრულიად კონკრეტულ ფრაზასაც “ქალთა დისკრიმინაციად” მონათლავენ ესენი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველა ქალზე არ ვამბობ), როგორც ჩანს, იმდენი ტვინიც არ ჰყოფნით, გაიაზრონ, რომ ასეთი განზოგადება, რომ “ქართველი მამაკაცები” არიან აგრესიულები და დებოშირები, კიდევ უფრო უარესი დისკრიმინაციული გამოხდომაა.

რა, ნორვეგიაში რომ ჩავიდეთ და ერთი ან თუნდაც ათი ლოთი ნორვეგიელი ვნახოთ, მერე უნდა ვიძახოთ, ყველა ნორვეგიელი ლოთიაო?

ან ის რატომ უკვირს ვინმეს, რომ სადმე ჩასული უცხოელი უფრო თავშეკავებულად იქცევა, ვიდრე ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანაში, თავის ქალაქში, თავის უბანში იმყოფება?!

ეს საქართველოშიც ასე ხდება და ნებისმერ სხვა ქვეყანაშიც. როგორ ფიქრობთ: დავუშვათ, დანიაში რომ ჩახვიდეთ, იქ ლოთ დანიელს უფრო მეტს გადააწყდებით თუ ლოთ ქართველს? და ეს იძლევა იმის საბაბს, რომ ვინმემ დანიაში, კლუბში არ შეუშვას დანიელი მამაკაცები?

ან სულაც, იშვიათად გინახავთ ინტერნეტსაიტებსა და საინფორმაციო გამოშვებებში ინფორმაცია უცხოეთში არსებულ ღამის კლუბებში გამართული ფიზიკური დაპირისპირებებისა და დებოშის შესახებ?

მოკლედ, ამ ადამიანების მიზანია, დააკნინონ, დაამცირონ, გაანადგურონ ქართველი მამაკაცის სახე და ამით დააზიანონ სახელმწიფო.

იგივე ქეთა გაბუნია მისთვის იდეალურ სახელმწიფოდ გერმანიას ასახელებდა. “ეს არის ყოველმხრივ მოწესრიგებული, მულტიკულტურული ქვეყანა”, _ განაცხადა მან. მინდა, ერთი რამ ვიკითხო: ქალბატონმა (თუ ქალკაცუსქესო) გაბუნიამ იმმულტიკულტურულსახელმწიფოში ღამის კლუბი რომ გახსნას და იქ ვინმე არ შეუშვას იმ მოტივით, გერმანელი ხარო, ნეტავ, რას უზამენ და როგორ მოიქცევიან ბატონიმულტიკულტურულები”?

კიდევ ერთ რამეზეც მინდა გავამახვილო ყურადღება: ზოგიერთი ტრაგიკული სახით მოთქვამს ხოლმე, _ ქართველი ბიჭების სისხლი დაღვარეს რუსებმა და როგორ შეიძლება მათთან რამეზე მოლაპარაკებაო? უკაცრავად, ეგ ის ქართველი ბიჭები ხომ არ არიან, რომლებსაც თქვენ ასე ამაზრზენად ლანძღავთ, აგინებთ, ათრევთ და ლაფში სვრით?

ის რუსი ომში მაინც ღვრის ქართველი ბიჭების სისხლს და თქვენ აგერ, მშვიდობიან ვითარებაში ასამარებთ, მარხავთ, კლავთ და ანადგურებთ იმავე ქართველი ბიჭების ღირსებას, თავმოყვარეობასა და სახელს(!).

იმავე საბჭოთა პერიოდში რომ არსებულიყო რაიმე დაწესებულება, რომელშიც ვინმეს ქართველობის გამო არ შეუშვებდნენ, დღემდე ხომ გექნებოდათ თითზე დახვეული იმის მაგალითად, თუ როგორ ჩაგრავდნენ რუსები ქართველებს საბჭოთა ეპოქაში?

ამიტომ ყველას გასაგონად უნდა ითქვას: აქცენტის გადატანა იმაზე, რომ ეს დაწესებულებები “ბორდელებია”, უბრალოდ, მავანთა უსუსური მცდელობაა, შეფუთონ თავიანთი რეალური მიზნები.

სინამდვილეში, ქვეყნის მტერია ყველა, ვინც ნებისმიერიარგუმენტითამართლებს საქართველოში ქართველის (გინდა მამაკაცისა და გინდა ქალის) სადმე არშეშვებას! იქნება ესბორდელი”, რესტორანი, აფთიაქი, სამოთხე თუ ჯოჯოხეთი.

ერთსღა ვიტყვი: იყო დრო, ილიას, აკაკის, ვაჟას (მართლაც ნამდვილი ლიბერალების) პირით “ქვანი ღაღადებდნენ” საქართველოს გასაჭირსა და ძნელბედობას და ქართველებს გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებდნენ. ახლა კი ჯანგირაშვილის, პატარაიას, გაბუნიას (დემაგოგები, რომლებიც ლიბერალების სახელს ისაკუთრებენ) “კლუბთა ღაღადი” გვესმის მხოლოდ და ქართველებს იმისკენ მოგვიწოდებენ, რომ დავიჯეროთ, როგორი “ბნელები”, “აგრესიულები”, “არაცივილიზებულები” და საზიზღრები ვართ თურმე.

არჩევანი ჩვენზეა _ დავიჯერებთ თუ გავაპროტესტებთ, გამოვფხიზლდებით თუ ისევ მხართეძოზე ძილს განვაგრძობთ…

ანუ სულაც, ამდენი ტუტუცი მლანძღველის, გაზულუქებული “ლიბერასტის”, გადაგვარებული ნაქართველარის შემხედვარე, რომლებსაც საკუთარი ერის ლანძღვა სარფიან და შემოსავლიან საქმედ გაუხდიათ, იქნებ სჯობს, ავდგეთ და მართლაც გავფრინდეთ ქართველები მარსზე?!

P.S. წერილი უკვე დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც კიდევ ერთმადიდმაქართველმა, დავით ტურაშვილმარუსთავი 2”-ის ეთერში მორიგი გამოწვევა გაუკეთა ქართველ მამაკაცებს. კერძოდგანაცხადა: დიახაც, ქართველები ტეხენ დებოშს ღამის კლუბებში _ თვრებიან, ჩხუბობენ და არიან აგრესიულებიამიტომ არ უშვებენ მათ იქ. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ

საზოგადოდ, ეს კაცი გამოირჩევა ყველაფრისთვისთავისი სახელისდარქმევის ჩვევით. მაგალითად, მანთავისი სახელიდაარქვა სამოქალაქო თვითმფრინავში იარაღის ტრიალს და ეს მოვლენაქართულ რომანტიზმადმონათლა.

მართალიც არის _ ღამის კლუბში დათრობა და თუნდაც არასწორი საქციელი, გინება და ჩხუბი არისმუტრუკობა”, “გრუზინობადააგრესიულობა”, თორემ თვითმფრინავში მშვიდობიან მგზავრებს კეთილი, არააგრესიული, ჯიგარი და კარგი ქართველები აწიოკებენ ხოლმე.

ის დროა, დათო ტურაშვილმა დაწეროს მორიგი რომანიკლუბების თაობადა მერე რომელიმე თეატრის სცენაზე შეიძლება სპექტაკლიც დადგან, როგორარაევროპულადიქცევიან ღამის კლუბებში, იმ 80-იანელირომანტიკოსიქართველებისგან განსხვავებით, დღევანდელიმუტრუკიდასამარცხვინოქართველები

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. მოდი მართლაც დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი,;ღამის კლუბებში; ქართველ მამაკაცებს იმიტომ კი არ უშვებენ რომ,დებოშიორები არიან,არამედ იმიტომ რომ,ამ ბორდელებში დროს სატარებლად და ფულის საკეთებლად მისული ქართველი ქალების ქცევის ამბები ვინმემ სააშკარაოსე არ გამოიტანოს

  2. მგონი ამ წერილში გარკვევით წერია – არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რატომ არ უშვებენ. იმიტომ არ უშვებენ თუ ამიტომ არ უშვებენ, არ შეძლება ვინმე ეროვნების გამო სადმე არ შეუშვან. ვერ გავიგე, რა თემსაც ეძღვნება წერილი – რომ ეეგთ მსჯელბა არასწორიაო – მაინც იგივეს წერთ? თუ არ წაგიკითხავთ ნორმალურად?

  3. რას წერ თაზო იცი მაინც? ჩადი ელბაქიძეზე და ნახე რა ხდება ბავშვებს აბოზებენ და მე თუ ამაზე კარგად დავლეწავ ვიღაცას დებოშიორი ვარ ?რა ხელს იშვერ ან ვისკენ?! რა მოდი სიმართლე ვთქვათ!ის თქვი თუ სიმართლის თქმა გინდა რომ ასეთი რამე სხვაგან გააკეთოს ვინმემ პატრონი არ ეყოლება!და სიმართლე ის არის რომ დედა ეტირა საქართველოს და უცხოელებმა წალეკეს ბიჭო…ცოტა მოტვინეთ სანამ რამეს იტყოდეთ ან რას ნიშნავს ქართველი კაცები მექართველი ვარ და ყველაპაკაზუხას და დებოშიორსაც გავარტყი ასევე ყველა უცხოელის ტრაკის თუ სხვა გენიტალიების მლოკველ ლაქიებსაც!

  4. ბაკურ კარგად წერ, მართალია დიდი გულისტკივილია ამ წერილში. პირველი რაც უნდა დავამატო ესაა რატომ ვითხოვთ იქ შესვლას რა ესაქმება ქართველ კაცს იქ? ჩვენ ქრისტეს ერი ვართ და რატომ ვარღვევთ მცნებას \\\”არა იმმრუშო\\\”? არჩილ მეფემ თქვა \\\”თუ ამოწყდა გლეხი კაცი საქართველო დაძაბუნდ\\\”ა, ლევან სანიკიძის სიყტყევსაც მივუმატებ \\\”და წყდებოდა გლეხი კაცი მარადიული სვინდისი და ნამუსი საქართველოსი\\\” . რადგან იქ შესვლას ვითხოვთ დაგვიკარგავს სვინდისიც და ნამუსიც რწმენაც და თავმოყვარეობა. მეორე თაზოს ვერსიას ვეთანხმები, ქართველების არ შეშვება სწორედ იქ მომუშავე
    \\\”ქალბატონების\\\” მოთხოვნაა რამეთუ ვინმე ნაცნობმა არ დაგვაფიქსიროს და \\\”პატიოსანი\\\” ქალის სახელი არ შეგველახოსო. მესამე ვაი იმ სახელმწიფოს რომელიც თავის თანამოქალაეებს თავისავე დედაქალაქში – ქალაქის გულში ვერ იცავს

  5. მართალი ხართ \\\”მდა\\\” ეს ჭორები ააგირეს თორემ არავინ იკლავს თავს იქ შესვლით, თუ ქალი უნდათ ისედაც მოძებნიან, ეს სწორედ იქ მომუშავე ქართველ ქალებს არ უნდათ ვაითუ ძმამ, ქმარმა ან ნათესავმა არ ნახონ და პრობლემებს ერიდებიან ვითომ პატიოსანი ქალები, ჩემის აზრის ყველა ეს ბაღები სასწრაფოდ დასაჯეს და ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, თურქეთში ასეთი სახლები არ არსებობს და ის თურქებიც კი სპეციალურად საქართველოში გადმოდიან და გაიხარებს საქართველო ერთ დროს საამაყო ქვეყანა პატიოსნებით, მეგობრობით და ურთიერთგატანით, რუსეთს ვეცინოდით ათი თორმეტი წლის ზევით ქალიშვილს ვერ ნახავთ და დღეს ჩვენ უარესი გვჭირს, შეამოწმონ სკოლაში ბავშვების მდგომარეობა მაღალ კლასებში, ადვილი შესაძლებელია უკვე დაავადებულების იყვნენ ვენერიული დაავადებებით……მშობლებო რას ფიქრობთ, რა გაძინებთ ლოგინში როდესაც თქვენი 12_14 წლის გოგონები აღინიშნება თერთმეტი საათზე სახლში არ არიან……

  6. ეს რომ ჩუკოტკაზე მომხდარიყო გავგიჟდებოდით, დღეს ეს თბილისის ცენტრში ხდება. ხელისუფლებამ უხმაუროდ და უმტკივნეულოთ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. ისე ეს მრუშობა და აღვირახსნილობა მანიაკ სააკაშვილის მოღვაწეობის შედეგია, ამ უნახავმა რაც ქალების უყურადღებობით გაატარა ყმაწვილკაცობა, პრეზიდენტად მოთრევის შემდეგ ერთ დღეში სცადა ანაზღაურება, და მერე ტრანსსექსუალებშიც განაგრძო თარეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here