Home რუბრიკები პოლიტიკა უგულავას აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლება აშშ-ის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებს

უგულავას აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლება აშშ-ის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებს

482

2017 წლის პირველ ნომერში ვწერდით, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და თბილისის ყოფილი მერის _ გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებაც უცხო ძალების ზემოქმედების შედეგი იყო (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #1, 2017 . მასალები: “მაოხრებელი მეკვლედა ნაკლებად ერთიანინაცმოძრაობა”; “გიგილოცავთ სამართლიანობის აღდგენას” _ უგულავას გათავისუფლება ივანიშვილს მაკკეინმა უბრძანა”; “ხელისუფლებას ვურჩევ, მაკკეინის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს”.). ეს იყო ახალი წლის დღეებში ამერიკელი სენატორების _ ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემი კლობუშარის ვიზიტის, აგრეთვე, საქართველოში აშშის ელჩის _ იან კელის ძალისხმევის შედეგი.

ამ ადამიანებს, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს მოსახლეობა და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ ავნონ რუსეთს საქართველოს ხელით, ხბოს აღტაცებით ხვდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, თვალებში შესციცინებენ და მათ ბრძანებებს უსიტყვოდ ემორჩილებიან. სწორედ ამის შედეგია ხელისუფლების დაპირებების შეუსრულებლობა, მათ შორის, სამართლიანობის აღდგენაზე: უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას სულს ხდიდა _ ძარცვავდა, კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ბიზნესსა და ქონებას ართმევდა, დღესაც თავისუფალია. უფრო მეტიც, მათგან ბევრი ე.წ. საპარლამენტო უმცირესობაშია.

გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლება და მის მიერნაცმოძრაობისაწ უკვე ყოფილი წევრებისგან ახალი პარტიის ჩამოყალიბება ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ძალუძს არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ის სრულიად დამოკიდებულია ძია სემის კეთილ ნებაზე. ამას ადასტურებს ციხიდან ახლახან გამოსული გიგი უგულავს განცხადებაც:

“მე დამიჭირა ივანიშვილმა და ეს სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ ხელისუფლებას, პროკურატურას, ივანიშვილს არ ჰკითხოს. ივანიშვილმა გამომიშვა იმ ზეწოლის შედეგად, რა ზეწოლაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან იყო. არჩევნების შემდეგ მთავრობას 3 ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს: პირველი _ დაანებე “რუსთავი 2”-ს თავი; მეორე _ ახალი პოლიტიკური რეპრესიები აღარ უნდა იყოს ქვეყანაში და მესამე იყო ძველი პოლიტპატიმრების ეტაპობრივი გამოშვება. ახალი პოლიტიკური რეპრესიები ამწუთას ივანიშვილს არ სჭირდება. მესამე მოთხოვნიდან, ლოგიკურია, რომ პირველი ჩემი საკითხი დაიძრებოდა, სხვა უფრო მძიმეა “ოცნებისთვის”. ყველაზე სახიფათო ჩემთვის არის ის, რომ ივანიშვილი, როგორც არაპოლიტიკოსი, არამედ ბიზნესმენი, 3 საკითხიდან ორს თუ კოჭს გაუგორებს, მესამეს შეიძლება დაარტყას, ამიტომ ყველაზე ცუდი მოლოდინი მაქვს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. იმედია, არ გამართლდება”, _ განაცხადა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

თბილისის ყოფილი მერის ამ აღიარებასთან ერთად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერც ერთ მნიშვნელოვან საკადრო გადაწყვეტილებას აშშ-ის ელჩთან შეუთანხმებლად ვერ იღებს (გაიხსენეთ: თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მას შემდეგ დაინიშნა, როცა აშშ-ის ელჩი “ყავის დასალევად” ეწვია ბიძინა ივანიშვილს. ან გადახედეთ შემადგენლობას “ქართული ოცნებისა”, რომელიც სოროსის ფონდისა და სხვა ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით არის გაძეძგილი), ცხადი შეიქნება, როგორი “დამოუკიდებელია” საქართველოს ხელისუფლება და როგორი სულისკვეთების ადამიანები მართავენ ქვეყანას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here