Home რუბრიკები ეკონომიკა წინასაახალწლოდ მომატებული ფასები

წინასაახალწლოდ მომატებული ფასები

699

“საქსტატის” მონაცემებით, ნოემბერში საშუალო შეძლების ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2,20 ლარით მოიმატა.

ამასთანავე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაშიც არ გამორიცხავენ ტარიფების ზრდას. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “ნაცმოძრაობის” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სემეკის ხელმძღვანელს სამომხმარებლო ტარიფებზე კითხვა დაუსვა.

“სანამ ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვიღებთ გადაწყვეტილებებს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტორსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა გვაქვს “სახელმწიფო ელექტროსისტემის” ნაწილში, ასევე ზრდა არის “ენერგოტრანსის” ნაწილში”, _ განმარტა ირინა მილორავამ და დასძინა, რომ სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here