Home რუბრიკები ეკონომიკა დევიდ კემერონი: არ ვიცი, ევრო კიდევ რამდენს გაუძლებს

დევიდ კემერონი: არ ვიცი, ევრო კიდევ რამდენს გაუძლებს

688

დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერმინისტრი დევიდ კემერონი ვარაუდობს, რომ ევროპის ერთიანი ვალუტა ჩამოიშლება. ამის თაობაზე კემერონმა De Pauw University-ის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

კემერონის აზრით, ევროზონას სამომავლოდ ძალიან ბევრი პრობლემა ელოდება. ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ისიც განაცხადა, რომ “ევრო არ მუშაობს ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი”, _ ციტირებს კემერონის სიტყვებს ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mail-ი. “ზოგ ქვეყანას, წლებია, არ უნახავს ის ზრდა, რომელიც მათ, შესაძლოა, ჰქონოდათ. ევროზონას აქვს ერთიანი ვალუტა, თუმცა ერთიანი ფინანსური და საგადასახადო სისტემა _ არ გააჩნია. ეს კი დიდ პრობლემებს ქმნის”, _ განაცხადა დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერმინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here