ნორვეგიის სახელმწიფო ტელევიზიამ რვა წლიდან ბავშვების სექსუალური „აღზრდის“ მიზნით გადაცემა გააკეთა, გადაიღო ვიდეო, სადაც წამყვანიქალბატონი ბავშვებს მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოებს უჩვენებს და სექსუალური აქტის პროცესს დაწვრილებით უხსნის.
საქართველოს განათლების სამინისტრო ნორვეგიასთან ძალიან მჭიდროთ თანამშრომლობს, კერძოდ , 2013 წლიდან დღემდე, საქართველოში სწორედ ნორვეგიული განათლების მოდელის დამკვიდრებაზე მუშაობს. ნორვეგიული გამოცდილებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც კი შეიქმნა.
აგრეთვე, 2016 წლის სექტემბერში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს გენერალური მდივნის მოადგილეს და ერთობლივი პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ნორვეგიელ ლიდერს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ნორვეგიასა და საქართველოს შორის ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება.
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2006 წლიდან თანამშრომლობს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიურ განათლებას საჯარო სკოლებში, 2013 წლიდან კი ინკლუზიური განათლება ინერგება პროფესიული განათლების სისტემაში.
ნორვეგიის სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემა- 8 წლიდან ბავშვებისთვის სექსუალური „აღზრდის“ გაკვეთილი (ვიდეო+16):
https://www.youtube.com/watch?v=eFlbb9bQjOE
მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიუკვილაძემ
Карги арапери шемоитанот квелапери уваргисоба
მთელი ევროპის მასშტაბით ყველაფერს ცუდს კრიფავენ და მოაქვღ ჩვენი შვილების სულის დასაღუპად ამ ეშმაკის მსახურებს!!!!!!!! ფუი ეშმაკს…….დიდება უფალს…….ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისათვის მთ..ანგელოზ მიქაელის დახმარებით