Home რუბრიკები ბლოგი “იმათი პროფესიონალები” “ამათი პროფესიონალების” წინააღმდეგ და პირიქით

“იმათი პროფესიონალები” “ამათი პროფესიონალების” წინააღმდეგ და პირიქით

751

დაფინანსებული და წინასწარ აგორებული თემა იყოს და ტელევიზიებიბაღდადიდანმოვლენო! ცნობილი ანდაზის ასეთი პერიფრაზი კარგად ასახავს იმას, რაცირკიცქართულმა ტელევიზიებმა 12 დეკემბერს შემოგვთავაზეს.

“რატომ გაუშვეს ნიკა ჩერქეზიშვილი სამსახურიდან?!” _ ისმოდა სხვადასხვა ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებების ანონსებიდან და უცებ ბედნიერადაც კი ვიგრძენი თავი. სხვათა შორის, ნიკა ჩერქეზიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა.

არა, ბოროტი ნამდვილად არ ვარ და სამსახურიდან არავის გაშვება ნამდვილად არ მიხარია, თუნდაც ეს ის ადამიანი იყოს, რომელიც რამდენიმე წლის წინათ აუგად თვითონ მოიხსენიებდა სამსახურიდან გაშვებულებს.

უბრალოდ, როდესაც ამხელა “გიგანტი” ტელევიზიები ერთადერთ ადამიანზე აკეთებენ აქცენტს, _ რატომ გაუშვეს ესა და ეს კაცი სამსახურიდანო, ძალაუნებურად გექმნება შთაბეჭდილება, რომ ისეთ ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობ, რომელშიც ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა უიშვიათესი მოვლენაა და თითოეული მოქალაქის უსამსახუროდ დარჩენა ეროვნული ტრაგედიის ტოლფასია.

აი, სწორედ ამიტომ ვიგრძენი თავი ბედნიერად, რადგან მეგონა, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდი.

არადა, ვერაფრით გამიცია პასუხი კითხვაზე: რით იყო გამოწვეული ყველა ტელევიზიის ასეთი უცაბედი დაინტერესება მაინცდამაინც ნიკა ჩერქეზიშვილის პერსონით? რამე განსაკუთრებული დამსახურება აქვს მას?

სულაც არა…

მაშ, რა იყო ეს _ ერთ საღამოს გაკეთებული ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში და მეორე დღესვე ლამის ყველა მედიასაშულების მიერ ამის ატაცება? სამსახურებიდან, განსაკუთრებით ბოლო 15 წლის განმავლობაში, ასიათასობით მოქალაქე დაითხოვეს. შიმშილობაც არაერთს გამოუცხადებია და სხვადასხვა სახის პროტესტიც, მაგრამ ასეთი ხმაური ამის გამო და ასეთი პერსონიფიცირებული დაინტერესება, მაინცადამაინც ეს კონკრეტული პიროვნება რატომ გაუშვეს სამსახურიდანო, რაღაც არ მახსენდება…

ამიტომაც ნუ დამძრახავს მკითხველი, თუკი იმ აჟიოტაჟს, რომელიც გასულ კვირას დაიწყო და მიმდინარე კვირის დასაწყისიდანვე ამ ფორმით გაგრძელდა, ნაციონალების მიერ დაგეგმილ, კარგად მომზადებულ მორიგპიარშეტევეადგანვიხილავ.

ვისაც ამის დაჯერება გიჭირთ, მოდი სცადეთ _ მონახეთ სამსახურიდან გათავისუფლებული თქვენი რომელიმე ნაცნობი (არა მგონია, ასეთის მოძებნა საქართველოში გაჭირდეს), ჩააწერინეთ მას ვიდეომიმართვა, აწუწუნეთ ბევრი და ბოლოს ათქმევინეთ, _ შიმშილობას ვიწყებო.

გადით მერე ქუჩაში და ელოდეთ, როდის მოვა თქვენი ამბის გასაშუქებლად ანტვ პირველი”, ანრუსთავი 2” ანიმედი”, ან ვინმე სხვა. შემიძლია გითხარათ, რომ მათ ლოდინში კიდურებისა და სახის სრული გაყინვა გარანტირებული გაქვთ, რადგან ყურსაც არავინ შეიბერტყავს, თუ ეს სწორედნაციონალური მოძრაობისმიერ ტელევიზიებთან წინასწარ გავლილი და შეთანხმებული გეგმა არ არის.

არადა, გვახსოვს, ბევრი რამე, მართლაც, მწარედ გვახსოვს! გვახსოვს, როგორ განაცხადა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში, _ ის ორასი ათასი ადამიანი, რომლებიც ახლა საპროტესტო მიტინგზე იმყოფებიან, არიან ის არაპროფესიონალები და უსაქმურები, რომლებიც ჩვენ სამსახურებიდან გავყარეთ, ისინი დაიბოღმნენ და იმიტომ გამოდიან ჩვენ წინააღმდეგო.

ისიც მახსოვს, როგორ მეკამათა სწორედ ამ თემაზე დღევანდელი “მოშიმშილე დაჩაგრული გმირი” და როგორ სიამაყით განმიცხადა: “ვინც სამსახურებიდან მოხსნეს, ისინი იყვნენ არაპროფესიონალები და მოსახსნელები. მე რატომ არავინ მხსნის? იმიტომ, რომ პროფესიონალი ვარ! პროფესიონალი კადრების დიდი დეფიციტია და პროფესიონალს სამსახურიდან არავინ გაუშვებს!”.

სხვათა შორის, როდესაც ვიკითხე, _ კარგი და, რა უნდა გააკეთოს იმ ხალხმა, რომელიც სამსახურებიდან ასე “უპრაგონოდ” გაათავისუფლეს-მეთქი? “გენიალური” პასუხი მივიღე: _ მიწის მეტი რა არის, ძმაო? აიღონ თოხი, ბარი და წავიდნენ სოფელში და იშოვონ სარჩო(?!).

ახლა კი, როდესაც პირადად პატივცემულპროფესიონალებსშეეხოოპტიმიზაციისმსახვრალი ხელი, თოხი და ბარი ვიღას ახსოვს?! ახლა შიმშილობა და სოლიდარობა სჯობს თურმე სოფელში წასვლას და სარჩოს შოვნას!

ჰო, კიდევ ისიც მახსოვს, მათივე აზრით, მე თურმე იმიტომ ვაპროტესტებდი მაშინ რაღაც-რაღაცებს, რომ სამსახურიდან გამაგდეს და “დაბოღმილი” ვიყავი.

ჯერ ერთი, მე არავის გავუშვივარ, ჩემი ნებით, პროტესტის ნიშნად წამოვედი 2008 წელსრუსთავი 2”-დან, მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინტერესებს, თუკი მაშინ ხალხის პროტესტისამსახურიდან გაგდებულების ბოღმაიყო მხოლოდ, ახლა რატომ აღარ არის ამათიშიმშილობანასამსახურიდან გაგდებულების ბოღმა?!

ქვეყანაში ასეთ სიტუაციის შექმნას, რა თქმა უნდა, ხელისუფლება უწყობს ხელს თავისი უგუნური მოქმედებითა და განცხადებებით. თუნდაც ეს ახლაგამომცხვარი “მამრობითი კლარა ცეტკინი” რისი შედეგია? _ რისი და “ოცნების” ყველაზე ოდიოზური მინისტრის _ ალექსანდრე ჯეჯელავას უპასუხისმგებლო და არაადამიანური განცხადებების. “ვინც კარგად არ მუშაობს, ის აუცილებლად დაკარგავს სამსახურს. ჩვენ პროფესიონალებს ვეძებთ და მათ არავითარ შემთხვევაში არ დავკარგავთ. ხოლო ის, ვინც სამსახურიდან განთავისუფლდება, ნიშნავს რომ არის არასაკმარისად პროფესიონალი”, _ განაცხადა გასულ კვირაში მინისტრმა და, რა თქმა უნდა, უდიდესი გაღიზიანებაც გამოიწვია საზოგადოებაში.

მეტი რაღა უნდოდათ ნაცებს? მსწრაფლ იქნა გამოყენებული სიტუაცია, შეიქმნა “გმირის სახე”, რომელიც შვილს “ტკაცუნა სოსისს” ვერ აჭმევს, გამოდნა ტრაგედია და ატეხა მედიამ ერთი ამბავი.

მთელ ამ ორომტრიალში ნაცებს აყოლილ ხალხს, ალბათ, ავიწყდება, რომ ადამიანების სამსახურიდან ამ ფორმით, ასე შეურაცხმყოფელი მოტივით გათავისუფლება სწორედ ნაცების დანერგილინოუჰაუა”.

კარგად მახსოვს, შემცირებები და ე.წ. ოპტიმიზაციები შევარდნაძის პერიოდში, მაგრამ იმხანად სამსახურიდან გაშვებულ ადამიანს ვინ გაუბედავდა, _ შენ ცუდად მუშაობ, არაპროფესიონალი ხარ და იმიტომ გაგდებო?!

პირიქით _ სამსახურებიდან გაშვებულ ხალხს ეფერებოდნენ, ათას ბოდიშს უხდიდნენ, _ შენ კი ხარ კარგი მუშაკი, შესანიშნავი პროფესიონალი, უბრალოდ, სახელმწიფოს უჭირს, არ აქვს ამ ეტაპზე ამდენი საჯარო მუშაკის შესანახი სახსრები და, სამწუხაროდ, შემცირებაში მოყევით, გვაპატიეთ, ვეცდებით, ცოტა ხანში ისევ დაგიძახოთ, თუ არადა, არ დაგიკარგავთ დამსახურებასო.

და ხალხიც როგორღაც ინარჩუნებდა ღირსებას, ეგუებოდა, წყნარდებოდა…

სწორედ ნაცების პერიოდში დაიწყეს ღირსების შემლახავი, შეურაცხმყოფელი, ადამიანის გამანადგურებელი “მოხსნები”. ზოგჯერ კოლექტიურადაც კი არაპროფესიონალიზმში დადანაშაულება და, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე, პირდაპირ ქუჩაში მოსროლა.

ესსახელოვანიტრადიცია ნაცებისა დღესაც გრძელდებაოცნებისხელში და, როგორც ჩანს, ხმაური მხოლოდ მაშინ ატყდება ხოლმე, როდესაც ოპტიმიზაციის მსახვრალი ხელი იმ მავანს შეეხება, რომელიც ნაცების პერიოდში დიდპროფესიონალობასიჩემებდა, ფეხებზე ეკიდა სხვისი ბედი და, გარდა იმისა, რომ მაშინ სამსახურებიდან გაყრილ ადამიანებს წარუმატებლებსა და არაპროფესიონალებს ეძახდა, ვინ იცის, თავადაც რამდენი ადამიანი ჰყავს სამსახურიდან გაგდებული, რომ მასზე უფრო მაღლა მდგომთათვის დაენახვებინა, _ ნახეთ, რა მაგარი პროფესიონალი, მკაცრი და ერთგული მენეჯერი ვარო.

ახლა კი ამ ყოფილ “წარმატებულ მენეჯერებს”, როდესაც თვითონ რჩებიან უმუშევრები, უცებ ავიწყდებათ მათგანვე ნაქადაგები “აქსიომა” _ პროფესიონალებს სამსახურებიდან არავინ აგდებსო _ და ისეთ წიოკს ტეხენ, ისე აცოდებენ თავს ხალხს სოციალურ ქსელებში გავრცელებული გულისამაჩუყებელი ვიდეომომართვებითა თუ სხვადასხვა თავის დამსაწყლებელი პოსტებით, გეგონებათ, არასოდეს არავისთვის ბუზიც კი არ აუფრენიათ ცხოვრებაში.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე მოიქცევა ამჟამად ხალხის მოხსნაგაგდებას მოწყურებული ალექსანდრე ჯეჯელავაც, ხვალ რომ საერთოდ უსამსახუროდ და ულუკმაპუროდ დარჩეს. დიდი რიხით წამოიწყებს საპროტესტო აქციებს და ძალიან ხმამაღლა გააპროტესტებს სამსახურიდან გათავისუფლებას. არადა, თუ მართლაც მივყვებით ჯეჯელავას მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმს, სამსახურიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც უსაქმურობენ, არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ლაყბობით არიან დაკავებულნი. მგონი, ეს კაცი საკუთარ თავს უპირებს გათავისუფლებას, პირველ რიგში, და ჯერ არ გვიმხელს

საბოლოოდ, საქმე ისეთ კომიკურ სიტუაციამდე მიდის, რომ ასეთ სურათს ვიღებთ:

საქართველოში არსებობენიმათი პროფესიონალებიდაამათი პროფესიონალები”. როდესაციმათი პროფესიონალებიმუშაობენ, მაშინესენიარაპროფესიონალები ხდებიან და პირიქით _ როდესაცამათი პროფესიონალებისსამსახურებში აყვანის ჯერი დგება, მაშინ უკვეიმათებიხდებიან არაპროფესიონალები და უსაქმურები.

ანუ, თუ იმან დაგასაქმა, მაშინ ამათ უსაქმურები, წარუმატებლები და არაპროფესიონალები უნდა ეძახო; ხოლო, თუ ამან დაგასაქმა, მაშინ იგივე ტერმინები და სიტყვები უკვე იმათი მისამართით უნდა გამოიყენო. გამოდის, ადამიანის პროფესიონალიზმი მისი ინდივიდუალური მონაცემებით კი არ იზომება, არამედ იმით, ვინ ასაქმებს მათ. შესაბამისად, “არავისტი” ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი პროფესიონალები, საქმის მკეთებლები და სპეციალისტები არიან, მუდამ დაუსაქმებელნი რჩებიან. აკი, ნამდვილი პროფესიონალის პროფესიონალიზმი სწორედ იმაში აისახება, რომ, თავისი საქმის გარდა, ისინიც ფეხებზე ჰკიდიათ ხოლმე და ესენიც და არც საპროტესტოდ და საშიმშილოდ იწევს, თუ ვინმემ სამსახურში არ აიყვანა. ასეთი ხალხი ცდილობს, შეცოდებისა და ხმაურის გარეშე, თავმოყვარეობის შენარჩუნებით მოაგვაროს თავისი პრობლემები…

დღეს კი მედია აურზაურს მხოლოდ მაშინ ატეხავს, თუ სამსახურიდან ვინმედამსახურებული ნაციგაუშვეს. სხვა შემთხვევაში, იშიმშილე კი არა, თუ გინდა, ნავთი გადაისხი თავზე, ყურადღებას არავინ მოგაქცევს!

აქ, მგონი, ტერმინ “ორმაგი სტანდარტის” ხსენება არც არავის გაუკვირდება, რადგან ჩვენს ქვეყანაში, უკვე დიდი ხანია, ყველაფერი სწორედ ორმაგი სტანდარტით ხდება. ამ ყოველივეს კი, ალბათ, ყველაზე კარგად უძველესი გამოთქმის ასეთი პერიფრაზი მოუხდება: მითხარი, ვინ არის შენი დამსაქმებელი და გეტყვი, ვინ ხარ შენ!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ხალხს თურმე არ მოუნდა თანასწორობა, უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, უფასო ბინა, უფასო დასვენება, შვებულების, მე-13 ხელფასსის, პრემიის მიღება, დამსახურებისთვის ჯილდოს მიღება და სხვა სოციალური სიკეთე! თურმე ხალხმა დაავალათ კოჰაბიტაცია, თურმე ხალხმა შეუკვეთა ნატოსთან პარტნიორობა…. ეეეეეხ საწყალი ჩვენ-ხალხი! დღეისთვის მხოლოდ უფასო ოცნება დაგვრჩა!

  2. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ,აღარც უნდა იყოს საკამათო ეს საკითხი! ფართო საზოგადოება არ იცნობდა ამ პროტესტანტს და აჰა, გაიცანით! ამაზე ამომწურავად შეუძლებელია სიტუაციის განმარტება! ყოჩაღ ბაკურ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here