Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს

501

2017 წლის სექტემბერში საქართველო აზერბაიჯანთან ერთად, ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ევროპის ფრენბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა. 

ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თბილისი B ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრები ითამაშებს. შეხვედრები ახალ სპორტის სასახლეში, 2017 წლის 20-23 სექტემბერს გაიმართება.  ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია მსოფლიოს 160 ქვეყანაში განხორციელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here