Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი: რაც ნაკლებად ჩაერევა ამერიკა-უკრაინის საქმეებში, მით უკეთესი

მიხეილ სააკაშვილი: რაც ნაკლებად ჩაერევა ამერიკა-უკრაინის საქმეებში, მით უკეთესი

513

სააკაშვილი ობამას ადმინისტრაციას უკრაინისთვის იარაღის მიცემაზე უარის გამო აკრიტიკებს. “ამ ეტაპზე, რაც ნაკლებ ჩაერევა ამერიკა-უკრაინის საქმეებში, მით უკეთესი”, _ ამბობს სააკაშვილი. ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამტკიცებს, რომ ამერიკელებმა უკრაინის ოლიგარქიული ელიტა რუსული აგრესიის შესაჩერებლად საკუთარ მნიშვნელობაში დაარწმუნეს.

“ნუ არყევ ნავს, _ ამას მეუბნებოდნენ ამერიკის ოფიციალური პირები, არადა, ნავი უკვე იძირება”, _ ასე ხსნის საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჟურნალ Economist -თან ოდესის გუბერნატორობაზე უარის თქმას. სააკაშვილის მტკიცებით, ტრამპის წინამორბედებმა ვერ შეძლეს, პუტინს წინ აღდგომოდნენ, ჰილარი კლინტონმა კი საქართველოსთან ომის შემდგომ დაიწყო რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა და მხარი არ დაუჭირა მაგნიტსკის აქტს, რომლის მიხედვითაც რუსეთის ის მოქალაქეები უნდა დაისაჯონ, რომლებიც ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში არიან ბრალდებულნი. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here