Home რუბრიკები ბლოგი ობამას მთელ საბერძნეთში მასობრივი აქციებით დახვდნენ და ამერიკის დროშა დაწვეს (ვიდეო)

ობამას მთელ საბერძნეთში მასობრივი აქციებით დახვდნენ და ამერიკის დროშა დაწვეს (ვიდეო)

928

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის  ბარაქ ობამას ვიზიტმა ათენში მასობრივი აქციების პროვოცირება მოახდინა. 

15 ნოემბერს, 7 ათასზე მეტი მომიტინგე გამოვიდა ათენის ქუჩებში საპროტესტო აქციით აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტ ობამას ვიზიტის წინააღმდეგ, შეძახილებით: ” Yankee go home!” – “იანკებო წადით სახლშიდა ჩვენ არ გვჭირდება ამერიკელი მფარველები“, თუმცა პოლიციამ მათ ხელი შეუშალა და აშშ-ის საელჩოსთან მისასვლელი გზა გადაუკეტა. მსვლელობა პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა- მომიტინგეები პოლიციელებს ასაფეთქებელი მასალით გავსებულ ბოთლებს ესროდნენ, რასაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გაშვებით უპასუხა. სალონიკში კი აქტივისტებმა ამერიკის დროშა დაწვეს. ანალოგიური გამოსვლები იყო საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც.

მომიტინგეები ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში  სისხლიანი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ, რის შედეგადაც  მთელს ევროპას დევნილების უწყტვეტი ტალღა დაატყდა თავს,  მათ შორის საბერძნეთსაც.

ეს იყო, უკანასკნელი 17 წლის მანძილზე,  აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საბრეძნეთში. შეიძლება ითქვას, რომ ის უაღრესად წარუმატებელი აღმჩნდა: რამდენიმე ათეული გადამწვარი ავტომანქანა, დამტვრეული დახლები, ვიტრინები, დაწამლული მომიტინგეები- ასე დახვდნენ ბარაქ ობამას.

ობამა ცდილობდა თავი ისე დაეჭირა  თითქოს და საგანგაშო არაფერი ხდებოდეს, მან აკროპოლიც მოინახულა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან შეხვედრაზე რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე ისაუბრა და წარმოთქვა მრავლისმთქმელი სადღეგრძელო.

ამონარიდი ბარაქ ობამას გამოსვლიდან: „დაე, ბერძნები და ამერიკელები მუდამ მეგობრები, ძმები და დები იყვნენ“. თუმცა ბერძნები, როგორც ჩანს ამ აზრს არ დაეთანხმნენ….

ობამას ვიზიტს “მავნებლურს” უწოდებენ რუსეთში, რადგან ობამას ევროპული ტურნე მიზანდ ისახავდა ერთადერთ მიზანს: დაერწმუნებინა ევროპის მეთაურები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაში.

 ვიდეო:   https://www.youtube.com/watch?time_continue=84&v=jtBOYdlJkH8

                                                                                                კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here