Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ქართველ ხალხს შეუძლია ისევე დაასრულოს “ლიბერალების” პარპაში ხელისუფლებაში, როგორც...

მამა გიორგი (რაზმაძე): ქართველ ხალხს შეუძლია ისევე დაასრულოს “ლიბერალების” პარპაში ხელისუფლებაში, როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს

592

არ უნდა მივცეთ ხმა არც ერთ პარტიას თუ ცალკეულ პიროვნებას, რომლებიც ქართულ ეროვნულ ფასეულობებთან შეუსაბამო პოლიტიკას გაატარებენ

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშო რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვებალიბერალებისთვისნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ვაივიში აქვთ ატეხილი, დავიღუპეთო. მათ რომ ჰკითხოთ, კაცობრიობა ბნელი შუა საუკუნეების მიჯნაზეა. როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებებია დასავლეთში იდეოლოგიური თვალსაზრისით მოსალოდნელი და თუ შეეხება ეს ყველაფერი საქართველოს _ დამთავრდება თუ არა აქაცლიბერალურიფაშიზმი და ტერორი?

_ უწინარესად, ტერმინები დავაზუსტოთ, ლიბერალიზმი სხვა რამეს ნიშნავს და ამათ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ სიტყვასთან. ესენი, ლიბერალები კი არა, “ლიბერასტები” არიან და ამას მხოლოდ ერთი სახელმწიფო ვერ დაამთავრებს. ამერიკაში ეს იდეოლოგია შეაგდეს იმ ცისფერმა კომისრებმა, რომლებმაც თავის დროზე ბარაკ ობამა მოიყვანეს, თუმცა, თავის მხრივ, არც ბარაკ ობამაა ამ სიბინძურის შემოქმედი, ის ჩვეულებრივი შემსრულებელია, რომელიც რეალურ პოლიტიკად აქცევდა ყველა მითითებას.

რაც შეეხება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების თემას, ბოლო წლებში იქ ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნებოდა, _ ვისაც ჰოლივუდის მსახიობები უჭერდნენ მხარს, ყოველთვის ის იმარჯვებდა. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ იყო და ამ არჩევნებზეც იგივე მეთოდები გამოიყენეს, მაგრამ ვერ უშველათ. ვერ უშველათ იმიტომ, რომ ყველა ზღვარს გადააბიჯეს და თვითონვე გააშიშვლეს თავიანთი აღვირახსნილობა, სრულ მარაზმამდე მივიდნენ.

_ ერთერთ სატელევიზიო ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამერიკას სამი მილიონი არალეგალი დატოვებს. მისივე თქმით, მექსიკის საზღვარზე კედელი აშენდება, რომლის მეშვეობითაც ქვეყნაში არალეგალი მიგრანტების შემოსვლა, ფაქტობრივად, გამოირიცხებააქამდე საქართველო ფეხდაფეხ მისდევდა ამერიკულ დემოკრატიას და ყველაფერს მათგან ვსწავლობდით. როგორ ფიქრობთ, ამჯერად როგორ იქნება: ვის პოლიტიკას გაატარებს მეოცნებე ხელისუფლება, რომლის პოლიტიკური გარანტორიც ტრამპისგან კარდინალურად განსხვავებული ობამას ადმინისტრაცია იყო?

_ უნდა გვახსოვდეს, რა დროში ვცხოვრობთ. მილიონობით ე.წ. მიგრანტი შეესია ევროპას. ეს რომ ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს, ცხადია და, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, ბუნებრივია, გამოსავალზე ფიქრობს. ამიტომ აქვს ტრამპს ასეთი მკაცრი პოლიტიკა არალეგალების მიმართ და, ჩემი აზრით, ეს ლოგიკურია.

რაც შეეხება დიდი კედლის აშენებას მექსიკასთან, წლებია, საუბრობენ, რომ ამ ქვეყნიდან ნარკოტიკები შედის ამერიკაში და იქიდან _ უკვე დანარჩენ მსოფლიოში. ამის შესახებ ძალიან კარგად იცონენ ობამამაც, ბუშმაც და მათმა წინამორბედებმაც. სხვათა შორის, ნაციონალების პერიოდში ნარკოტრასა გადიოდა საქართველოზეც და ამ “ბიზნესს” აკონტროლებდა ვანო მერაბიშვილის ცოლი. ამაში ჩართული იყო სპეცსამახურები და მილიონებს ატრიალებდნენ…

_ როგორ ფიქრობთ, რა მოხდებოდა, არჩევნები ჰილარი კლინტონს რომ მოეგო, რა სახეს მიიღებდა მომავალშინეოლიბერალურიიდეოლოგია?

_ ეს ყველაფერი გადავიდოდა “ლიბერალური” ფაშიზმისა და ავტორიტარიზმის კიდევ უფრო მკაცრ ფორმებში, დაიწყებოდა ტოტალური დევნა კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანებისა, მათ გამოაცხადებდნენ შოვინისტებად და კაცთმოძულეებად. ვისთვისაც სოდომური ცოდვა და, საზოგადოდ, გარყვნილება მიუღებელია, ყველანაირად შეავიწროებდნენ და მკაცრად გააკონტროლებდნენ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გაკეთდებოდა დემოკრატიის სახელით და ბევრს ამაში ეჭვიც არ შეეპარებოდა. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს ტრამპის გამარჯვებით გადავრჩით და აწი ყველაფერი კარგად იქნება. მის მიმართ რაღაც მიამიტური დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს და გულუბრყვილოდ არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი. აქ, უბრალოდ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლიბერალურიფაშიზმის ბუნაგში კაცმა არჩევნები მოიგო მკვეთრადანტილიბერალურისაარჩევნო კამპანიით. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში “ნეოლიბერალური” ჰეგემონია დასამარდა.

_ თქვით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ზედმეტი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რას გულისხმობთ? შესაძლებელია, რომ მან საკუთარ საარჩევნო პროგრამას გადაუხვიოს?

_ ამ საარჩევნო პროგრამას ხმა მისცა მილიონობით ადამიანმა და გადახვევა-გადმოხვევა ასე იოლად არ გამოვა, მაგრამ აქ არის მეორე მომენტიც, მისცემენ მას ამ პროგრამის განხორციელების საშუალებას? ამერიკას ჰყავდა პრეზიდენტები, რომლებმაც სცადეს, რეალურად შეეცვალათ ეს სახელმწიფო და როგორ დაამთავრეს, ვიცით. კენედი ამის ნათელი მაგალიათია და არამხოლოდ კენედი…

_ გინდათ, თქვათ, რომ მისი ფიზიკური განადგურების საფრთხე შეიძლება არსებობდეს?

_ რასაკვირველია. ჯერ რიგით მოქალაქეებს რას უშვრებიან, ოდნავ მაინც ანტილიბერალურად თუა განწყობილი, და ხელისუფლების სათავეში თუ მოვიდა ასეთი კაცი, დაინდობენ?! საერთოდ, თანამდეროვე დასავლური “დემოკრატია” აგრესიული იდეოლოგიაა და ვერ იტანს განსხვავებულ თვალსაზრისს. ეს იდეოლოგია გეუბნება: ან ჩემკენ ხარ, ან არ უნდა არსებობდე. ამიტომ გახდა იგი მიუღებელი სწორედ იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომელშიც გაჩნდა და საიდანაც მოედო დანარჩენ მსოფლიოს…

_ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილშიც მკვეთრადანტილიბერალურიგანწყობაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამომრჩეველი ყუთთან რომ მიდის, ანოცნებასაძლევს ხმას, ანნაცმოძრაობას”. ერთიცა და მეორეც სწორედ დასავლეთისნეოლიბერალურიძალების მიერ მართული სატელიტებია. რა არის ამის მიზეზი?

_ დავიწყოთ იმით, რომ ქართველ ამომრჩეველს რეალურად არჩევანის საშუალება არ აქვს. პოლიტიკური ასპარეზი მთლიანად მედასავლეთელიბერალდემოკრატებსაქვთ დაპყრობილი. მეორეც, საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმია, ხალხმა იცის, რომ ქვეყნის ბედი არა აქ, არამედ ოკეანის გაღმა წყდება და აღარ მიდის არჩევნებზე

_ არიან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე სუბიექტებიც, მაგალითად, ბურჯანაძის პარტია, ასევე _ თოფაძისა და მეჭიაურის პარტიებიც.

_ განსხვავებულს რას ეძახით, _ ლაპარაკს და განცხადებებს, დასავლეთის მონები არ ვართო? საქმით საპირისპიროს რომ ამტკიცებენ?! ბურჯანაძე რომ ახსენეთ, ვის გუნდში იყო, სააკაშვილთან არ იყო?! ხალხს ძალიან კარგად ახსოვს მისი პოზიცია 7 ნოემბრის მოვლენებზე და არ მინდა, ახლა უხეში შეფასება გამომივიდესან იგივე თოფაძე და მეჭიაური ავიღოთ, ისინი არ იყვნენ იმ პარლამენტში, ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ გრიალგრიალით დაამტკიცა?! არანაირ განსხვავებულ ძალებს ისინი არ წარმოადგენენ, უბრალოდ, ასეთი იმიჯის შექმნას ცდილობენ. გასაგებია, რისთვისაც _ იმისთვის, რომ ხალხის მხარდაჭერა მიიღონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს იაფფასიანი ტყუილია. საერთოდ, პოლიტიკოსი საქმით ჩანს, საქმე ქმნის მის სახეს და არა ლაპარაკი. ლაპარაკით შეიძლება ერთი-ორი წელი მოატყუო ამომრჩეველი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ყველა დაინახავს, ვინ ხარ და რისი გამკეთებელი ხარ რეალურად.

_ ამერიკაში ტრამპის გამარჯვებას, როგორც ჩანს, ევროპაში ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და უახლოეს მომავალში იქაც მკვეთრადანტილიბერალურიმთავრობები მოვლენ. საქართველოში თუ ხედავთ ძალას, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ კონიუქტურას მოერგება და ადეკვატურ პოლიტიკას გაატარებს?

_ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რეალური ოპოზიციური ძალა მომზადებული არ არის. ამას, ალბათ, დრო სჭირდება, თუმცა ვერ წარმომიდგენია, მანამდე როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა დასავლეთის მკვეთრადანტილიბერალურისტებლიშმენტსა და დასავლურდემოკრატიაზეგულდათუთქულმეოცნებეხელისუფლებას შორის.

რაც შეეხება ევროპას, იქ უკვე სერიოზული პოლიტიკური კრიზისია და, თუ უახლოეს მომავალში რამე არ შეიცვალა, ვატიკანში, კათოლიკური ეკლესიის ნაცვლად, შეიძლება მეჩეთი იდგეს; რომის პაპი კი მუსლიმანურ ფორმაში გამოწყობილი ალაჰზე ლოცულობდეს.

_ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე სააკაშვილმაფეისბუქშიტრამპთან გადაღებული ფოტოები გამოფინა და დაწერა, მის გამარჯვებას თავიდანვე ვპროგნოზირებდიო. ცხადია, ეს უკვე არის ერთგვარი მცდელობა, რომ მან და მისმა პარტიამ შეინარჩუნოსთეთრი სახლისმხარდაჭერა, თუმცანაცმოძრაობასთანერთად ამას, ალბათ, სხვანეოლიბერალურისუბიექტებიც შეეცდებიან. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათ ეს ვერ მოახერხონ და გარედან ვერ მიიღონ როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერა?

_ საერთოდ “ლიბერასტები” ყოველთვის ვიღაცას ეტმასნებიან, დამოუკიდებლად არ შეუძლიათ არსებობა იმიტომ, რომ ეს იდეოლოგია სიცოცხლის უუნაროა.

რა უნდა გაკეთდეს, ამის მაგალითი ისევ ამერიკის არჩევნებია; არ უნდა მივცეთ ხმა არც ერთ პარტიას თუ ცალკეულ პიროვნებას, რომლებიც ქართულ ეროვნულ ფასეულობებთან შეუსაბამო პოლიტიკას გაატარებენ. აქამდე ჩვენ ბრმა არჩევნებით მოვედით, ვირჩევდით და არ ვიცოდით, რეალურად რას მივიღებდით. ასე შემოგვაპარეს ცისფერმა კომისრებმა “ლიბერასტები” ყველა მაღალ თანამდებობაზე აღმასრულებელ, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ეს არ უნდა განმეორდეს და ამაზე პასუხისმგებელი ვართ თითოეული ჩვენგანი. ქართველ ხალხს შეუძლია, ისევე დაასრულოს “ლიბერალების” პარპაში ხელისუფლებაში, როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს. ერთი რამ კი უნდა ვიცოდეთ: ჩვენ მაგივრად ამას სხვა ვერ მოახერხებს, ვერავინ და ვერანაირი გარე ძალა თავისუფლებას ლანგრით ვერ მოგვართმევს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here