Home რუბრიკები ეკონომიკა „არაბულმა გაზაფხულმა“ კატასტროფულად დააზარალა რეგიონი

„არაბულმა გაზაფხულმა“ კატასტროფულად დააზარალა რეგიონი

580

ყველაზე დიდი სოციალურ-ეკონომიკური ზიანი საბრძოლო იერიშების შედეგად დაზარალებულ რეგიონებს ექმნებათ. „არაბული გაზაფხულის“ გამო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 614 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს სოციალური და ეკონომიკური კომისია ავრცელებს. კომისიის ანგარიშის მიხედვით, კატასტროფული შედეგი სამოქალაქო ომებმა, ლტოლვილთა ნაკადის გაზრდამ, ტურისტული ბიზნესის ჩავარდნამ და ფულადი გადარიცხვების შემცირებამ განაპირობა. ე.წ. „არაბული გაზაფხული“ 2011 წელს დაიწყო, რასაც არაბულ ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილებები და გაჭიანურებული კონფლიქტები მოჰყვა. მხოლოდ სირიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 259 მილიარდი დოლარით იზარალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here