Home რუბრიკები ბლოგი სერგეი ლავროვი: არ გამოვრიცხავთ აშშ სირიაში ტერორისტებთან თანამშრომლობდეს

სერგეი ლავროვი: არ გამოვრიცხავთ აშშ სირიაში ტერორისტებთან თანამშრომლობდეს

663

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს ამერიკული მხარის  ტერორისტებთან თანამშრომლობას სირიაში.  რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების მეთაურის თქმით,  ვაშინგტონს შესაძლოა გააჩნდეს მეორე გეგმაც, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობაში ბოევიკების შემდგომ მონაწილეობას ითვალისწინებს.

 

 

„სირიის მხარდაჭერის  საერთაშორისო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში, აშშ-მა აიღო ვალდებულება გამიჯნოს ოპოზიცია, თუმცა დღემდე  ის ვერ შეასრულა, რაც გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ მათი გეგმა თავიდანვე „ფრონტ ან ნუსრა“-ს მისამართით დარტყმის აცილება და მისი „ბ“ გეგმისთვის გადანახვა  გახლდათ, ანუ, იმ დროისთვის, როდესაც რეჟიმის შეცვლის დრო დადგება.“,- განაცხადა ლავროვმა არხ BBC-თან საუბარში.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინსიტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საპასუხოდ,  განაცხადა, რომ მსგავსი მტკიცებები გვარწმუნებს აშშ-ს  გლობალურ გავლენაში  ტერორისტებზე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ სირიაში არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა რუსეთში ტერაქტები გამოიწვიოს.

„ჯონ კირბის სიტყვები- ამერიკული მხარის ყველაზე გულახდილი აღიარებაა, კერძოდ კი იმის, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში მონაწილე, აშშ-ის მიერ კონტროლირებადი,   „ოპოზიცია“, სინამდვილეში  საერთაშორისო ტერორისტულ „ინტერნაციონალს“ წარმოადგენს! კირბის გამოსვლაში განსაკუთრებით შოკისმოგვრელი  არის იმის მტკიცება, რომ ამერიკული მხარის გავლენა ტერორისტებზე გლობალურია!“.- აღნიშნავს კონაშენკოვი.

მისი თქმით, რუსეთისთვის კარგადაა ცნობილი იმის შესახებ, რომ სირიაში, მათ შორის ალეპოს პროვინციაში, იმყოფებიან არააფიშირებადი „სპეციალისტები“, რომლებიც ბოევიკების ოპერაციების ოპერატიულ დაგეგმვას  და ხელმძღვანელობას ახდენენ.

„ ჩემი სამსახური არ გულისხმობს იმას, ვიყო ბედნიერი თუ უბედური რაღაც მოვლენის გამო. მე მხოლოდ ფაქტები შემიძლია შემოგთავაზოთ“,- განაცხადა რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების მეთაურმა  BBC-თან ინტერვიუში.

 ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=9RiQv6pf3W4

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here