Home რუბრიკები ბლოგი აშშ. საპრეზიდენტო მარათონში ტემპერატურა იწევს

აშშ. საპრეზიდენტო მარათონში ტემპერატურა იწევს

597

მსოფლიო  და რა თქმა უნდა  უპირველეს ყოვლისა ამერიკული პრესა სერიოზულად აანალიზებენ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ქალბატონ კლინტონს  ჯამრთელობის მდგომარეობას და იმ კრიზს რომელიც  დაემართა 11 სექტემბერს დაღუპულთა მოსახსენებელ ღონისძიებაზე.

ოფიციალური ვერსიით კლინტონის ცუდად გახდომის მიზეზი –  მწვავე პნევმონიაა

ეს ვერსია შეიძლება მართალიც იყოს და შეიძლება ტყუილიც. ისეთ დიდ თამაშში როგორიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია , ნებისმიერი კანდიდატი, ქალბატონ  კლინტონის ადგილას იგივეს იზავდა –  სერიოზულ დაავადებას არასერიოზულად გაასაღებდა და ამით რა თქმა უნდა გარკვეულწილად თავს გადაირჩენდა.

მაგრამ ჰილარი კლინტონი განსაკუთრებული შემთხვევაა. ის წარსულში არაერთხელ არის შემჩნეული, რბილად რომ ვთქვათ არაგულწრფელობაში და პირდაპირ თუ ვიტყვით ტყუილში.

რას ნიშნავს ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტება  (თუ ის რა თქმა უნდა გაიმარჯვებს ) ?

 პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს იქნება ბუში უმცროსის და ობამას  დროინდელი ნეოკონსერვიზმის პრინციპების  ტრიუმფალური გაგრძელება  პოლიტიკაში თავისი ყველაზე უარესი ვარიანტით .  მეორე რიგში  რევანშის საშუალება მიეცემა იმ დამცირებისთვის რომელიც მისი მექალთანე ქმრის პრეზიდენტობის დროს განიცადა

ობამა , თავისი ბევრი უარყოფითი  თვისებების და მისი მმართველობის უამრავი ხარვეზის  მიუხედავად, შინაგანად მაინც ცდილობდა თავისი პრინციპები დაეცვა და გარკვეულწილად დამოუკიდებელი ყოფილიყო.

 ქალბატონ კლინტონს არანაირი თავისი პლათფორმა არ გააჩნია. არც -პრინციპები. მისი არჩევა პრეზიდენტად მხოლოდ დეკორატიული იქნება.ხოლო სინამდვილეში ქვეყანის შიგა პოლიტიკას  კულისებს მიღმიდან მართავდნენ იქნება ფულზე დახარბებული პოლიტიკური ნაძირლები, ხოლო საგარეო პოლიტიკაში დომინირებდეს იქნება ისეთი პოლიტ ავადმყოფების იდეები, ისეთების როგორიც ჯონ მაკკეინია .

ეს კი თვით ამერიკას და მასთან ერთად მთელ მსოფლიოს კატასტროფის პირას დააყენებს.

მართალია 8 ნოემბრამდე კიდევ შორსაა მაგრამ პოზიციები გარკვეულწილად ნათელია . ტრამპი კატეგორიულად არ ჭირდება ამერიკის დღევანდელ მმართველ ნეოკონსერვატულ ელიტას! რომელსაც წამითაც  კი არ უნდათ იმის წარმოდგენა,  რომ   შესაძლებელია ტრამპმა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში!

ის კი არა ერთ ერთ გამოცემაში ნეოკონსერვატორების წარმომედგენელს ესეთი ფრაზაც კი წამოსცდა: „ ტრამპის გამარჯვება ეს ახალი მსოფლიო წესრიგის დასასრულს ნიშნავსო“ რაც თავისთავად მიუთითებს რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო .

კლინტონი კატეგორიულად არ აწყობთ ყველა საღადმოაზროვნე ამერიკელს,ბიზნესმენებს, პატრიოტებს , ისინი ვინც  მთელი ცხოვრება შრომობდნენ და ქმნიდნენ ისეთ ქვეყანას რომელშიც ადამიანის ყოფიერება ძირითადი საზომი კრიტერიუმი იქნებოდა და ზუსტად ასეთი ხალხი დადგა ტრამპის გვერდზე როგორც კედელი.

აქედან გამომდინარე ხალხი და ხელისუფლება გაიყო რაც საკმაოდ ნეგატიური და საგანგაშო სიმპტომია.

მეორე საგანგაშო ნეგატიური მომენტი მდგომარეობს იმაში რომ , ტრამპის არჩევით დღევანდელი მოცემულობებით , დღევანდელ პოლიტიკურ ძალთა განლაგებით, კონგრესსა და პრეზიდენტს შორის  კონფრონტაცია გარანტირებულია. მაგრამ ეს კომფრონტაცია ისეთი დუნე არ იქნება როგორიც იყო ობამას მართველობის პირველ პერიოოდში .(ობამა თავის მმართველობის პირველ პერიოდში გარკვეულწილად ცდილობდა თავი დაეღწია ნეოკონსერვატორთა გავლენისგან, რაც ვერ შეძლო)  რადგან ტრამპი ობამა არ არის, ის მებრძოლი, საკმაოდ პრინციპული ,  მიზანმიმართული და თანაც თეთრკანიანი პოლიტიკოსია, რომელიც  ჭეშმარიტი ამერიკელების მხარდაჭერით სარგებლობს.

ეს კი ნიშნავს აშშ-ს  ხელისუფლების შიგა უშეღავათო გაურკვეველი შედეგების მქონე  კომფრონტაციას , რომლის დროსაც რა თქმა უნდა გარკვეულწილად ქვეყანა დაზარალდება.

ბევრი ანალიტიკოსი ამერიკაში, ევროპასა თუ  რუსეთში   გარკვეულ ვარაუდს ავლებს კენედის მკვლელობასა  და  ტრამპის მომავალ ბედს შორის . ეს ვარაუდი თავისთავად სიმართლეს მოკლებული არ არის. მაგრამ მაინც პარალელის გავლება კენედსა და ტრამპს შორის  არ შეიძლება. დღეს სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია.

საქმე იმაშია, რომ კენედი, მართალია დიდი სიყვრულით სარგებლობდა ამომრჩევლებში მაინც არ მიეკუთნებოდა ესე ვთქვათ არსებული სისტემის ალტერნატიულ ლიდერს.  ის უფრო  სისტემური ლიდერის კატეგორიაში გადიოდა.

ტრამპი არსებული სისტემისგან დამოუკიდებბელია. მისი გამარჯვება არსებეული  მმართველი სტრუქტურის წინააღმდეგ რევოლუციის სახეს  მიიღებს. იმიტომაც არაერთხელ განაცხადა რომ მისი ლიკვიდაცია არეულობებს გამოიწვევს მთელი ქვეყნის მაშტაბით. რა პოლიტიკური შოუმენიც არ უნდა იყოს  ამაში ის აბსოლუტურად მართალია. 

ეჭვსგარეშეა ამასვე ფიქრობენ მისი მოწინააღმდეგები, რევოლუცია მათ არ ჭირდებათ. ამიტომ მისი ფიზიკური განადგურება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნაკლებ სავარაუდოა.მაგრამ მომავალში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

ასე რომ დაძაბულობა ამერიკულ საზოგადოებაში უმაღლეს პიკს აღწევს.

რაც დადასტურდა ვ.ნულანდის ბოლოდროინდელმა განცხადებამ : „აღელვება არ გვმართებს , ტრამპი გააკეთებს იმას რასაც აკეთებდნენ მისამდე ყველა პრეზიდენტები — ემსახუროს თავის ქვეყანას“ . რაც ჩვეულებრივ ენაზე გადმოთარგმნით ნიშნავს, რომ ნეოკონსერვატორული ლობი კონგრესში მზად არის სერიოზული ბრძოლისთვის, რათა დაუმოჩილებელ კანდიდატს ლაგამი ამოსდოს. ეს განცხადება თავისი არსით ტრამპის მისამართით გაფრთილებაც და ბრძოლის გამოცხადებაცაა.

 და ბოლოს ყველაფის გაანალიზების შემდეგ გინდაც კლინტონის და  გინდაც ტრამპის გაპრეზიდენტება, ამერიკისთვის სერიოზული რყევების საფუძველი იქნება.

ასევე არსებობს ჰილარი კლინტონის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო  საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის ვარიანტიც. რომელიც სულ უფრო ხშირად ჟღერს ამა თუ იმ მედიაში. დემოკრატების სავარაუდო კასნდიდატებად ამერიკული მედია ყველაზე ხშირად ორ კანდიდატს ასახელებს. ესენი არიან:  დემოკრატიული პარტიიდან, პრაიმერში, ჰილარი კლინტონთან დამარცხებული  ბერნი სანდერსი და ჰილარი კლინტონის გუნდის წევრი , ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი  ტიმ კეინი. წინასწარი პროგნოზით ამ ორივე კანდიდატს აქვს შანსი მოიგოს როგორც  სატელევიზიო დებატები ტრამპთან ასევე მთლიანად საპრეზიდენტო არჩევნები.

 მაგრამ აქაც არის თავისი უარყოფითი მომენტები რადგან ბერნი სანდერსი , ტრამპის არ იყოს ასევე არ წყალობს ნეოკონსერვატორებს და როგორც ტრამპი  რუსეთს არ მიიჩვეს ამერიკის  მთავარ საფრთხედ .  ამიტომ მისი არჩევით კონფლიქტი კონგრესსა და პრეზიდენტს შორის ისეთივე იქნება როგორიც ტრამპის არჩევის შემთხვევაში.

  მეორე მხრივ, ტიმ კეინი  ქალბატონი კლინტონის არ იყოს აშკარად  იხრება ნეოკონსერვატორებისკენ რისი გულისთვისაც აირჩია ჰილარიმ  ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად . ამიტომ მისი გამარჯვება კლინტონის გამარჯვების ტოლფასი იქნება . რაც თავისთავად საზოგადოებაში დაძაბულობისა მუხთა  ვერ გაანელებს არამედ უფრო გაამწვავებს.

 ყველაფერი აქედან გამომდინარე  რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს საპრეზიდენტო არჩევნები  შტატებში არც თუ ისე მშვიდობიანი დრო დგება.

 ვიქტორ ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here