Home რუბრიკები პოლიტიკა შესაძლოა, აშშ-ის კონგრესში სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც საქართველოში გამოგზავნილი თანხების ხარჯვას შეისწავლის

შესაძლოა, აშშ-ის კონგრესში სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც საქართველოში გამოგზავნილი თანხების ხარჯვას შეისწავლის

491

კონგრესში, შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომლის ერთერთი მიმართულება სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკიდან საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის გამოგზავნილი თანხის მიზანმიმართულად ხარჯვის გამოკვლევა იქნება, _ განცხადა სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც ახლახან ამერიკის რესპუბლიკური პარტიის კლუბქვინსისწევრი გახდა.

„სააკაშვილის პერიოდში აღნიშნული თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე ინფორმაცია თავის დროზე მიწოდებული გვაქვს ამერიკული პოლიტიკური წრეებისთვის, მაგრამ  გარკვეული პერიოდის მერე ეს პროცესი მინელდა. ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „თვისტომის” მეშვეობით პროცესში მეც ვიყავი ჩართული. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამერიკელებს გაეგოთ, ამერიკელი გადამხდელების ფული სად მიდიოდა: შენდებოდა დემოკრატია თუ მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატია”, _ განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here