Home რუბრიკები ეკონომიკა 1 ივლისიდან პენსია 180 ლარამდე მოიმატებს

1 ივლისიდან პენსია 180 ლარამდე მოიმატებს

752

საქართველოში პირველი ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება. ამის თაობაზე განაცხადა ტელეკომპანიატვ პირველისეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა

 “პენსია 1 ივლისს 180 ლარი გახდება, ხოლო სექტემბრიდან ის 216 ლარს მიაღწევს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის”, _აღნიშნა ხადურმა.

საქართველოში ასაკობრივი პენსიონერები, რომელთა რაოდენობაც 700 ათასზე მეტია, 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 160 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ, რაც ადრინდელ ოდენობას 6,6%-ით აღემატება. მანამდე პენსიები 2013 წლის სექტემბერში გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მუშაობს საპენსიო რეფორმაზე, რომელიც 2017 წლიდან დაგროვებითი სიტემის დანერგვას ითვალისწინებს.

საქართველოში კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება, ხელს შეუწყობს მომავალში პენსიონრებისთვის უფრო მაღალი საპენსიო შემოსავლის მიღებას. 

დაგროვებითი სისტემა მომავალში პენსიონრებისთვის შემოსავლის წყარო იქნება.

„საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავებული იქნება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის შესაბამისად, სოციალური პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, სულ ცოტა, ინფლაციის დონეზე. დღეს არსებული სისტემით, პენსიონრები, ფაქტობრივად, არ არიან დაცულნი ინფლაციური მოვლენებისაგან და არ არსებობს მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება არსებული პენსიის გაზრდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს პენსიონერთა უკეთეს დაცვას“, — აღნიშნეს სამინისტროში.  დაგროვებითი სისტემის შექმნა აპრობირებულია მრავალ ქვეყანაში. საქართველოში მისი შემოღება 2017 წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here