Home რუბრიკები პოლიტიკა რუპერტ მერდოკმა ბრიტანელებს ევროკავშირიდან გასვლისკენ მოუწოდა

რუპერტ მერდოკმა ბრიტანელებს ევროკავშირიდან გასვლისკენ მოუწოდა

483

მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა ბრიტანელებს მოუწოდა, 23 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირონ მხარი. ამის თაობაზე  ბრიტანული გამოცემა The Sun იუწყება.

 “ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბრიუსელის დიქტატისგან. 43 წელია, ბრიტანეთი ევროკავშირის წევრია და ამ გაერთიანებამ აჩვენა მთელი თავისი გაუმაძღრობა, ექსტრავაგანტულობა და არაკომპეტენტურობა. 23 ივნისს საარჩევნო უბნებზე ჩვენ შეგვიძლია, ეს საშინელი ისტორიული შეცდომა გამოვასწოროთ“, _ განაცხადა რუპერტ მერდოკმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივნისის რეფერენდუმზე მოსახლეობა ევროკავშირიდან გასვლას მხარს დაუჭერს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here