Home რუბრიკები ბლოგი ვერდავაჟკაცებულთა პრობლემები, ანუ რუსოფობიული პროპაგანდის შედევრები

ვერდავაჟკაცებულთა პრობლემები, ანუ რუსოფობიული პროპაგანდის შედევრები

1065

იმდენი იძახა ზოგიერთმა ტვინშეზღუდულმა პრიმიტიულად მოაზროვნეცნობადმა სახემ”, _ არიქა, საქართველოში რუსული პროპაგანდა მძვინვარებსო, რომ, თუკი აქამდე, უბრალოდ, თავისთავად ვხედავდი და მესმოდა, სინამდვილეში რაც მძვინვარებს საქართველოში, ახლა უკვე ათჯერ უფრო ყურადღებით დავაკვირდი არსებულ რეალობას.

დასკვნა ასეთია: საქართველოში მართლა მძვინვარებს ყველა და ყველაფერი, გარდა რუსული პროპაგანდისა. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ სრულიად ობიექტური მიზეზებით ჩასვრილი და გაბანძებული დასავლურამერიკული პროპაგანდის მიმდევრებს სასწრაფოდ სჭირდებათ მიზეზები თავიანთ უცხოელ შეფებთან, თუ რატომ ჩაისვარა მილიარდებით დაფინანსებულმა პროპაგანდამ. ამ მიზნით, ისინი ნებისმიერ სიმართლეს, რომელსაც ვინმე თუნდაც გაუბედავად წამოისვრის, წამსვე რუსულ პროპაგანდად ნათლავენ და სრულიად წყნარი ამინდისგან იმისთანა ქარიშხალს წარმოაჩენენ, გეგონება, რუსულ პროპაგანდას მიაქვს ეს ქვეყანა და მისი მოქალაქენი.

სინამდვილეში კი ხდება ის, რომ არაერთ ტვინდაბნელებულს უკვე იმდენად აემღვრა გონება, მათი პროპაგანდა რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, წინააღმდეგ კი აღარ არის მიმართული, არამედ რუსი ეროვნებისა და წარმომავლობის ყველა და ყველაფერი ეზიზღებათ და განურჩევლად ლანძღავენ და თათხავენ ყველაფერს, რაც სიტყვა “რუსთან” არის დაკავშირებული.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთმა თვალსაჩინოდ ტვინგარეცხილმა ინტერნეტმომხმარებელმა, ფაქტობრივად, ბრალი დამდო რუსეთუმეობაში მხოლოდ იმიტომ, რომ მე რუს ქალებზე უარყოფითი წარმოდგენის არ ვარ და არ მიმაჩნია, რომ ყველა რუსი ქალი ბოზი, გათახსირებული და კახპაა(!).

როგორც ჩანს, მალე ესძაანპატრიოტირეგვნები რუსული პელმენის ან ბორშჩის საწინააღმდეგო პროპაგანდის ჩატარებასაც დაიწყებენ და კატეგორიულად მოგვთხოვენ, განვაცხადოთ, რომ რუსულ პელმენზე უფრო უგემური და საზიზღარი საკვები არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით რუსეთუმეები, კრემლის მონები და ადამიანები, რომლებსაც პუტინი ფულს უხდის რუსული პროპაგანდის წარმოებაში.

საზოგადოდ, რუსები ფულს გიხდიანძალიან ჩვეული ბრალდებაა თავგადაკლული მედასავლეთეების მხრიდან და, ალბათ, არც არის გასაკვირი. ეს ხომ ის ხალხია, რომლისთვისაც ფული მთავარი ღირებულებაა ცხოვრებაში და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ადამიანმა შეიძლება ისე თქვას ან დაწეროს საკუთარი აზრი, რომ ამაში ვიღაცამ ფული არ გადაუხადოს. ეს ადამიანები თვითონ ასე იქცევიან და ამიტომ ჰგონიათ, სხვაც მისნაირია, თორემ საზოგადოებამ უკვე შესანიშნავად იცის, საიდან შემოდის ჩვენს ქვეყანაში მილიარდები, რომელი .. არასამთავრობოები საიდან ფინანსდებიან და რამდენით, რა მავნებლურ საქმიანობას ეწევიან ისინი ჩვენი ქვეყნისთვის.

განსხვავება ჩემნაირ და მათნაირ ადამიანებს შორის სწორედ ეგ არის _ მე ვწერ და ვამბობ სიმართლეს და არასოდეს აღმივლენია ხოტბა და ქება-დიდება რუსეთის, კრემლის ან პუტინისთვის. თუკი რაიმე დათმობაზე, რაიმე გააზრებულ სვლაზეა საუბარი რუსეთის მიმართ, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს შედეგი ჩვენს ქვეყანას წაადგება, ხოლო, თუ რუსეთი ან რუსი რამეს აშავებს, არც მის კრიტიკასა და გინებას ვერიდებით არასოდეს.

ეს ვითომპატრიოტები კი, ამერიკელებმა მათი ოჯახის წევრებს თავზე რომ დაასვარონ, მაინც თვალებში შესციცინებენ იმავე ამერიკელებს და ამტკიცებენ, რომ, თუკი ამერიკელმა მათ ოჯახის წევრს თავზე დაასვარა, ეს ამერიკელის ბრალი კი არ იყო, არამედ იმ ბოროტი რუსისა, რომელმაც ამ ამერიკელს საკვებში საფაღარათო საშუალება ჩაუყარა ჩუმად.

ამის კლასიკური მაგალითი იყო ამ დღეებში სოფელ ხურჩაში, საბაჟოზე უღვთოდ დახვრეტილი ქართველის ამბავი. თავდაპირველად, როდესაც გავრცელდა ცნობა, რომ ეს ქართველი რუსმა მოკლა, ინტერნეტსივრცე წალეკა რუსოფობების ხმამაღალმა წიკვინმა _ “აი, რუსული ჯიში! ასე სასტიკად ადამიანის მოკვლა მხოლოდ რუს ღორებს თუ შეუძლიათ!” და სხვა მისთანანი. ხოლო როდესდაც გაირკვა, რომ მკვლელი სინამდვილეში აფხაზეთში დაბადებული თურქი ეროვნების რაშიდ კანჯი ოღლუ ყოფილა, არავის აღარაფერი უთქვამსთურქების სისასტიკეზე”, მათ დაუნდობლობაზე ან ჯიშსა და ჯილაგზე!

ასეთივე მიდგომა შეინიშნება რუსი ქალების მიმართაც _ თუკი რუსი ქალი 2 დღის გაცნობილ მამაკაცს ლოგინში ჩაუწვა, ბოზია; ხოლო თუ იგივე ჩაიდინა ევროპელმა ქალმა, მაშინ ის არისთავისუფალი ქალი”, “ძლიერი პიროვნებადასითამამის სიმბოლო”!

თუკი რუსმა მამაკაცმა უსაქციელო ცოლი ისე გაუშვა, რომ სახეში მუშტი არ სთხლიშა, ეს “ჩმორი რუსი მამაკაცია”! ხოლო თუ ევროპელმა მამაკაცმა გააკეთა იგივე, ის უკვე “თანამედროვე” “შეგნებული” “ცივილიზებული” მამაკაცის სახეა!

მკითხველი იფიქრებს, მოცლილია და რაღაც უაზრო თემებზე წერსო. არა, ბატონო, ეს უაზრო თემები სწორედ ახალი ტალღაა რუსოფობიული პროპაგანდისა, რომელიც უკვე მის მწარმოებლებს ანტიქართულ პროპაგანდაშიც გადასდით!

მივყვეთ თანმიმდევრობით:

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/rusi-qalebi-2.jpg

ინტერნეტში გამოჩნდა ყოფილი “კავეენშიკისა” და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ჭანტურიას მკვეთრად გამოხატული უკულტურო რუსოფობიული განცხადება სათაურით: “სირცხვილია იმ ქვეყნის სიწმინდედ მოყვანა, სადაც დასავაჟკაცებლად დადიოდა მთელი საქართველო”

რა თქმა უნდა, ეს განცხადება ეხება ლევან ვასაძის ცნობილ გამოსვლას მსოფლიო საოჯახო კონგრესზე. რამდენჯერმე ყურადღებით მოსმენის მიუხედავად, ამ გამოსვლაში ვერსად ვიპოვე, ვასაძე რუსეთს “სიწმინდედ” აცხადებდეს, მაგრამ ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა ჭანტურიას ნაბოდვარისთვის. ვასაძეს მართლაც რომ ეთქვა, _ რუსეთ სიწმინდეაო, ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ვითომდა ამისსაპასუხოდუზრდელურად ლანძღოს რომელიმე ერი, მით უმეტეს, იმ ერის წარმომადგენელი ქალბატონები!

შეიძლება თქვა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სიწმინდეს რომელიმე სხვა ქვეყანასთან შედარებით და რუსეთშიც ისევე არსებობს წმინდა და გარყვნილი, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ მტკიცება იმისა, რომ რუსეთში ქალები მასობრივად გარყვნილები არიან და თურმე ეს არის ქვეყანა, რომელთანაც მხოლოდ ის გვაკავშირებს, რომ იქ მთელი საქართველოვაჟკაცდებოდა”, ცოტა არ იყოსდაუვაჟკაცებელიაზროვნების გამოხატულებაა.

თუმცა, რა უნდა თქვა, როდესაც ჭანტურიას დანარჩენი ტექსტიც “ჯუმბერა ძიას ზღაპრების” გავლენით ვიწროდ მოაზროვნე ტვინში ჩამოყალიბებული “კლიშეებია” და სხვა არაფერი.

მაგალითად: “დასავაჟკაცებლად დადიოდა მთელი საქართველო გენერლის ცოლებთან”. ამ ფრაზას ადამიანი რომ იტყვის, იქ აზროვნებაზე, ლოგიკაზე, ტვინზე ლაპარაკი ზედმეტია. ნებისმიერი ვაჟა, გივია თუ ზაურა, რომელიც სადმე ოფშკვითში წავიდოდა ცოტა ხნით, მერე დაბრუნდებოდა და იტყუებოდა, რომ რუსეთში იყო და იქ გენერლის ცოლს “ჟიმავდა”, როგორც ჩანს, პატივცემული ყოფილი დირექტორისთვის უტყუარ წყაროა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/rusi-qalebi-3.jpg

ცოტაც რომ ეცლიათ და კიდევ ჰქონოდა სასაუბრო დრო, დარწმუნებული ვარ, ბატონი ყოფილი დირექტორი იმასაც მოყვებოდა, როგორ წააწყდა შემთხვევით მოსკოვის ქუჩებში მისი მეზობელი ტრისტანა გალეწილ მთვრალ ალა პუგაჩოვას და როგორ “ხერხავდა” დილამდე მას ერთი ბოთლი შამპანურის ფასად “გასტინიცა როსიაში”.

მე, პირადად, ეს ვერსია დაახლოებით ასოცდათვრამეტი ტრაბახა ქართველი მამაკაცისგან მაქვს მოსმენილი, მხოლოდ ეგაა, რომ ცოტა მოგვიანებით ალა პუგაჩოვა ირინა ალეგროვათი შეცვალეს, თუმცა ვინ იცის, მანამდე სოფია როტარუც ყოფილიყო ეგებ.

რაც შეეხება გენერლის ცოლებს, აი, აქ საქმე გაცილებით მასშტაბურ მოვლენასთან გვაქვს და, თუკი ჩვენც ისეთივე გონებაშეზღუდულები ვიქნებით და ყველა ბაქიას დავუჯერებთ ამ კლასიკურ ტრაბახს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსებს ასე, მილიონ-ნახევარი გენერალი ჰყოლიათ და თანაც უკლებლივ ყველა გენერალს _ ცოლი აუცილებლად ბოზი, თან ისეთი “პრაშმანდოვკა” ბოზი, რომ “სარფიან” საყვარელსაც ვერ შოულობენ და ყველა მათგანი, გამონაკლისის გარეშე, ვიღაც ქართველ “სალდაფონ” ტრისტანას აძლევს.

ერთადერთი შემიძლია ვთქვა _ საკუთარი თვალით მყავს ნანახი, გვარს არ დავასახელებ, ზოგიერთი ქართველი “კავეენშიკი”, აი, ასეთი ლეგენდებით ტვინგაბერილი რომ წავიდა სოჭსა და მოსკოვში, იქიდან კი დაბოღმილი ჩამოვიდა, _ რა იყო, კაცო, ეს რუსები, მეგონა, ყველას ზედ ახტებოდნენ და ორი კვირის განმავლობაში არც ერთმა რატომ არ მომცაო?!

გამოგიტყდებით და, ამ ზოგიერთის ასეთი უტვინო ტლიკინიც სწორედ ამ ბოღმის ბრალი მგონია…

როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამი ცოლის გამოცვლის შემდეგაც ვერ ვაჟკაცდებიან და, მიუხედავად ოჯახის სამჯერ გამოცვლისა, მაინც ილაპარაკებენოჯახის სიმტკიცეზე”.

რაც შეეხეება რუს ქალებს, დავაჟკაცებისა რა გითხრათ და, უამრავ ქართველს ცოლად, ოჯახის დედად, სწორედ რუსი ქალი ჰყავს და ყოველგვარი ეჭვისა და ყოყმანის გარეშე ანდობენ მათ საკუთარი შვილების აღზრდას.

და, რადგან ჭანტურია გვისურვებს, ოჯახებში გვქონდეს რუსული ოჯახების სიწმინდე, მე პირადად ვუპასუხებ _ რადგანაც ახლოს ვიცნობ არაერთ რუსულ ოჯახს, ამ სურვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს! მით უფრო, იმ ფონზე, რომელიც არაერთ ქართულ ოჯახში საკუთარი თვალით ვნახე ბოლო პერიოდში…

აქვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს პუბლიკაცია პასუხია მხოლოდ რუსი ქალებისა და რუსული ოჯახების ასეთ უპასუხისმგებლო და უზრდელურ ლანძღვაზე და ჩემი მიზანი სულაც არ არის ევროპელი ქალების ან ევროპული ოჯახების ლანძღვა. პირიქით _ რუსული ოჯახებისა არ იყოს, ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე იტალიურ, ფრანგულ, ბრიტანულ ოჯახს და ყველა ქართველს ვუსურვებ ასეთი მტკიცე და შეუბღალავი ოჯახი ჰქონდეს!

ნორმალური ადამიანებისთვის არც უნდა სჭირდებოდეს მტკიცება იმას, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, რომელშიც ყველა გარყვნილია ან ყველა წმინდა…

რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა შედარება რუსული გარყვნილებისა ევროპულთან და ამერიკულთან, გავიხსენოთ კინოშედევრად აღიარებული ფილმი “ერთხელ ამერიკაში”. მგონი, რეალობისგან მთლად მოწყვეტილი არ უნდა იყოს ის მომენტი, როდესაც ფილმის უკვე “დავაჟკაცებული” მთავარი გმირები ერთ წვეულებაზე გადააწყდებიან ყმაწვილობისდროინდელ მეგობარ გოგონას, თანაც, ქმართან ერთად. შემდეგ ხდება ის, რომ ამ ქალბატონს როგორღაც ცალკე გაიტყუებენ გვერდით ოთახში, თვალებს აუხვევენ და ისიც შარვლებიდან ამოგდებულ პენისებზე ხელების ფათურით, ზომის მიხედვით გამოიცნობს რიგში ჩამწკრივებული ყმაწვილობისდროინდელი მეგობარი ბიჭებიდან რომელი რომელია…

კიდევ არაფერს ვიტყოდი, ეს ყოველივე რომ პრობლემურად, უარყოფითად ყოფილიყო წარმოჩენილი ფილმში. პირიქით _ ამ ფილმს ბევრი ქართველი იდეალურ ფილმად ასახელებს, მოსწონს მისი გმირები ქალიან-კაციანად, მოსწონს იქ წარმოჩენილი ამორალურობა და თამამად უწოდებს მას “საკულტო ფილმს”.

უკაცრავად, ხომ არ იცით რომელიმე რუსული ფილმი, რომელშიც ქალის ანალოგიური საქციელი დადებითად, მისაბაძ საქციელად რომ იყოს წარმოჩენილი?

იქნებ “რუსი ბოზი” ანა კარენინა დამისახელოთ, რომელმაც საკუთარ თავს შეცდომა ვერაფრით აპატია და მატარებელს დაუწვა რელსებზე?

სიმართლე გითხრათ, რუსოფობიით შეპყრობილთა უტიფარ აზროვნებას რომ ვუყურებ, არ გამიკვირდება, რაიმე საწინააღმდეგო “არგუმენტიც” გამოჩხრიკონ.

დაველოდოთ, რას იტყვის პატივცემული დირექტორი. იტყვის ვითომ კიდევ რამეს?!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. სრული სიმართლეა.ვისაც აგეწვათ,საკუთარ უტვინო თავში ჩაიხედეთ,მაგრამ ეგ რომ შეგეძლოთ აქამდე ჩაიხედავდით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here