Home რუბრიკები საზოგადოება ვანდალიზმი მცხეთაში – ჯვრის მონასტერზე თურქული, არაბული და ლათინური წარწერები გაჩნდა!

ვანდალიზმი მცხეთაში – ჯვრის მონასტერზე თურქული, არაბული და ლათინური წარწერები გაჩნდა!

1144

მოქალაქე ნინო ანდრიასოვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე ვანდალიზმის ფაქტები ნახაწარწერები თურქულ, არაბულ და ლათინურ ენებზე. იქვე არის მის მიერ გადაღებული ფოტომასალაც:

“დღეს ვიყავი სტუმრებთან ერთად ჯვარზე და რა ვნახე…_ ჯვრის მონასტრის კედლებზე წარწერები თურქულად, არაბულად და, როგორც ხედავთ, ლათინურად. … როგორ შეიძლება ასე?”

ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც კონკრეტული კულტურულ-რელიგიური ძეგლის შეურაცხყოფას სცდება და შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა ამის ჩამდენები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ, აგრეთვე, შეიმუშავონ მექანიზმი, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი რამ  საქართველოს ტერიტორიაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here