Home რუბრიკები პოლიტიკა ლონდონის მერი: პალმირას გათავისუფლება რუსებს ღირსებას მატებს და მიუთითებს დასავლეთის ძალისხმევის უეფექტობაზე

ლონდონის მერი: პალმირას გათავისუფლება რუსებს ღირსებას მატებს და მიუთითებს დასავლეთის ძალისხმევის უეფექტობაზე

654

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასადის ოპოზიციას ვეხმარებოდით, მაგრამ ჩვენმა ძალისხმევამ არ გაამართლა, მხოლოდ პუტინმა, რომელმაც ასადი დაიცვა, შეძლო ვითარებაში გარდატეხის შეტანა. თუ მიღებულ ცნობებს დავუჯერებთ, რუსები არა მხოლოდ ჰაერიდან ურტყამდნენ ასადის მოწინააღმდეგეებს, არამედ ხმელეთზეც მოქმედებდნენ

“მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით პალმირა “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებისგან გათავისუფლდა, ამ უძველესი ქალაქის აღსადგენად დიდმა ბრიტანეთმა საუკეთესო სპეციალისტები უნდა გაგზავნოს. რუსეთის ძალისხმევამ კი აჩვენა დასავლეთის რეაგირების უეფექტობა სირიის

კრიზისზე”, _ ასეთია ლონდონის მერის _ ბორის ჯონსონის აზრი სირიაში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე.

“პალმირადან მანიაკების გაძევება რუსებს ღირსებას ჰმატებს. მათ დაამტკიცეს, რომ დასავლეთის მიდგომა უეფექტოა და ახლა დადგა დრო, გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ძლიერი მხარეები. ჩვენ გვყავს ცნობილი ექსპერტ-არქეოლოგები. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა სწრაფად დააფინანსებს მათ დახმარებას რესტავრაციის სამუშაოებში. ეს გაცილებით იაფია დაბომბვებთან შედარებით და პერსპექტივაში გამოიწვევს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ აყვავებას.

სირიას დიდებული მომავალი ელის, მაგრამ ეს ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება მსოფლიოს უნარზე, დატკბეს ამ ქვეყნის წარსულით…

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასადის ოპოზიციას ვეხმარებოდით, მაგრამ ჩვენმა ძალისხმევამ არ გაამართლა, მხოლოდ პუტინმა, რომელმაც ასადი დაიცვა, შეძლო ვითარებაში გარდატეხის შეტანა. თუ მიღებულ ცნობებს დავუჯერებთ, რუსები არა მხოლოდ ჰაერიდან ურტყამდნენ ასადის მოწინააღმდეგეებს, არამედ ხმელეთზეც მოქმედებდნენ”, _ დაწერა “დეილი ტელეგრაფში” ლონდონის მერმა და კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here