Home რუბრიკები ბლოგი მეუფე სპირიდონი პრეზიდენტზე: ”ეს არის ბორდელის მენეჯერის, ანუ სუტენიორის ლაპარაკი და ტერმინოლოგია“

მეუფე სპირიდონი პრეზიდენტზე: ”ეს არის ბორდელის მენეჯერის, ანუ სუტენიორის ლაპარაკი და ტერმინოლოგია“

628

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს მეუფე სპირიდონი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხალხმა მსგავს სიბილწეებს არ უნდა მოუსმინოს და არც არჩევნებზე მისცეს ხმა, რადგან ამ ყველაფრისთვის ქართველი ერი დაისჯება

სახელმწიფოს მეთაური გამოდის ტელევიზორში და ამ ფაქტს ასეთ შეფასებას აძლევსიცით, რაო?! რა არის ამაში ცუდი, მე ძალიან მდიდარი სექსი მქონდაო, მაქვს და მექნებაო. არაფრით არ არის ეს სახელმწიფოს მეთაურის ლაპარაკი. ეს არის საროსკიპოს, ანუ ბორდელის მენეჯერის, სუტენიორის ლაპარაკი და მისი ტერმინოლოგია. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ, რომ არ მოუსმინონ ასეთ სიბილწეს – ბრძანებს მეუფე.

თქვენ ალბათ ნახეთ, გავრცელდა კადრები, ერთერთი დიდი ყოფილი თანამდებობის პირისთვის რაღაც მრუშობის კადრები გადაუღიათ და ეს გავრცელდა სოციალურ ქსელებში. როგორც ჩანს, ბევრმა ხალხმა ნახა და ამაზე გაკეთდა შეფასებები. რა თქმა უნდა, ღმერთმა მიუტევოს იმ ადამიანს, ვინც ეს მრუშობა ჩაიდინა და მან დიდი სინანული უნდა აჩვენოს, იმიტომ, რომ ღვთის წინაშე არ არის კარები არასდროს დაკეტილი, მან აუცილებლად უნდა შეინანოს, რომ ღმერთმა ის ცოდვა აპატიოს, იმიტომ, რომ წერია “ქორწილი არის წმიდა და საწოლი შეუგინებელი” – ოჯახის ღალატი ეს არის უმძიმესი ცოდვა, რომელზეც ძალიან მძიმე ეპიტემიას იყენებს ეკლესია და კაცის კვლას უთანაბრებს.

რა თქმა უნდა, ამ დედაკაცმა ეს უნდა მოინანიოს, ღმერთმა მიუტევოს მას ეს და მისცეს სინანული, რომ ეს შეინანოს. მაგრამ როგორ შეფასდა ეს ყველაფერი? სამწუხაროდ, მასმედიაში, ხელისუფლების წევრების გამოსვლაში, ზოგიერთი პარლამენტარის გამოსვლაში აბსოლუტურად მოულოდნელი შეფასებები იყო, ისეთი, რომ კიდევ უფრო დიდი შიში დაინერგა ჩვენში, დავინახეთ, რომ ჩვენი ერი გაცილებით მძიმედ არის ცოდვებში ჩაძირული… სახელმწიფოს მეთაური გამოდის ტელევიზორში და ამ ფაქტს ასეთ შეფასებას აძლევს – იცით რაო?! რა არის ამაში ცუდი, მე ძალიან მდიდარი სექსი მქონდაო, მაქვს და მექნებაო. არაფრით არ არის ეს სახელმწიფოს მეთაურის ლაპარაკი. როგორ შეიძლება, ეს შეადარო დავით აღმაშენებლის, ჩვენი მამულიშვილების ლაპარაკს?

ეს არის საროსკიპოს ანუ ბორდელის მენეჯერის, სუტენიორის ლაპარაკი და მისი ტერმინოლოგია. ასეთ საშინელ და უბედურ დღეში ვართ ჩვენასეთ ადამიანებს დღეს სახელმწიფოში თანამდებობები უჭირავთ. თუ ჩვენ, სამღვდელოება ხმას არ ამოვიღებთ და არ დავგმობთ ამ საშინელებას, პირველ რიგში, ჩვენ მოგვკითხავს უფალი. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ, რომ არ მოუსმინონ ასეთ სიბილწეს. გინდა პარლამენტარი იყოს, გინდა სახელმწიფოს მეთაური და ჩვენ რადგან მოგვცა ღმერთმა საშუალება, რომ თვითონ ავირჩიოთ ვინც გვინდა, რომ თუ არ იქნება ისეთი ჩვენი ხელისუფლება, როგორიც ღმერთს მოსწონს, პირველ რიგში, ჩვენ დავისჯებითქართველი ხალხი. იმიტომ, რომ ჩვენ ავირჩიეთ ის. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. ამიტომ ფრთხილად იყავით, როდესაც არჩევნები იქნება, არაფრის დიდებით არ მიუშვათ ხელისუფლებაში ის ხალხი, ვინც ასეთი აზროვნებისაა. ვინც ზნედაცემული და გარყვნილია. თორემ გახსოვდეთ, პირველ რიგში, ღვთის წინაშე ერს მოეკითხება. კაცი, რომელიც ოჯახს ღალატობს, დედაკაცი, რომელიც ოჯახს ღალატობს, ორ შაურად გაყიდის თავის ქვეყანას. თავისი ოჯახი არ უყვარს და ქვეყანას შეიყვარებს?! სინანული კი არა, ტრაბახობს, ამაშია მთელი უბედურება. და სხვასაც მოუწოდებს, ასეთები იყავითო. უბედური! გარყვნილი! მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასე არ გაგრძელდება დიდხანს. დედაღვთისმშობელი ამას არ გააგრძელებინებს ასეამათ ეს მოწონთ, მათში არის ცოდვა და ასიამოვნებენ ოკეანის გაღმელ თავის მეგობრებს, დამფინანსებლებს და გრანტის მომცემებს. ”,- ბრძანებს მეუფე სპირიდონი.

ვიდეო: https://www.myvideo.ge/v/2809777 

მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

1 COMMENT

  1. აუცილებლად გასათვალიცწინებელია მეუფე სპირიდონის რჩევადარიგება! ჩემი ღრმა რწმენით, ჯერ უნდა დაისაჯონ ისინი ვინც ასეთ სიბინძურე გადააღებინა, ვინც გადაიღო და ვინც დღეს აშანტაჟებს!,თანამდებობის პირები ვინც აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა და ეწევა მორალური უფლება არ აქვთ იკავებდნენ ხელმძღვანელი რანგის თანამდებობებს! თუმცა მასეთებთან ვინც ასეთი ამორალური ცხოვრებითა და საქციელითაა დაკავებული ,მორალზე ლაპარაკი ზედმეტია!.ჩვენ მოქალაქეებმა უნდა ვაიძულოთ დატოვონ თანამდებებობი!.მომავალი არჩევნებისას კი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პიროვნების ყველანაირი თვისებები და შესაძლებლობები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here