Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

774

ანტიკრიზისულიღონისძიებების საბაბით, რუზველტმა რადიკალური ცვლილებები განახორციელა. დემოკრატიულს, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, მათ მხოლოდ ვალერია ნოვოდვორსკაია თუ უწოდებდა. უმუშევარ კლერკებს, რომლებსაც თავიანთ სიცოცხლეში კალამზე მძიმე არაფერი აუწევიათ, ხელში ნიჩაბი დააჭერინეს და გაუშვეს ავტობანებისა და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობებზე. არ შეგიძლია ან არ გინდა თხრა? _ კეთილი, ჩვენ უმუშევრობის ფულად დახმარებას მოგიხსნით. სხვა გზა არ იყო, ამერიკელები, ფაქტობრივად, ლუკმაპურისთვის მუშაობდნენ.

თუ წაიკითხავთ, როგორი გონიერი და პატრიოტი აღმოჩნდა ამერიკის ისტორიაში პირველი ინვალიდი პრეზიდენტი, 30-იანი წლების მოვლენების შესახებ თხრობა ამ გეზს გაჰყვება: გაბედულად, სწრაფად, გადამწყვეტად. მაგალითად, 1933 წლის მარტში შეიქმნა “რესურსების შენარჩუნების სამოქალაქო კორპუსი”. ლამაზი სახელწოდების უკან არც ისე ლამაზი რეალობა იმალებოდა, რომელიც ოდესღაც ამხანაგ ტროცკის მიერ მოგონილ შრომით არმიას ჰგავდა, მაგრამ, თუ სსრკ-ში ლევ დავითის ძის იდეა ძირძველ ბოლშევიკებსაც კი ზედმეტად თამამი მოეჩვენათ და ის, უბრალოდ, იდეად დარჩა, აშშ-ში იგი განხორციელდა. უმუშევარი ახალგაზრდობა იგზავნებოდა ქვეყნის შორეულ რეგიონებში “რესურსების შესანარჩუნებლად”. სამუშაო მძიმე იყო, ტერმინი “რესურსების შენარჩუნება” მოიცავდა არა მხოლოდ ტყეების გაშენებასა და პარკების მოწყობას, არამედ ტყეების გასუფთავებას და ავტომაგისტრალების მშენებლობასაც. 1934 წლის იანვრისთვის აქ უკვე 5 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, ხელფასი _ 1 დოლარი დღეში.

დიახ, რუზველტის რეფორმები მტკიცე და სწრაფი იყო. სისწრაფეს მას სძენდა კრიზისის ისე გაღრმავება, რომ სახელმწიფოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. უკვე აღირიცხა შიმშილით გარდაცვალების ფაქტები _ და ეს იმ ქვეყანაში, რომელიც სურსათის სიუხვით იყო გამორჩეული. და, რაც მთავარია ბანკირების, ფსს მფლობელების მიზანი სულაც არ იყო ამერიკული მრეწველობისა და სახელმწიფოებრიობის განადგურება, არამედ, უბრალოდ, მისი შესუსტება და დაქვემდებარება. შესუსტება შედგა, ახლა სწრაფად უნდა დაექვემდებარებინათ, შემდეგ კი ასევე სწრაფოდ აღედგინათ სახელმწიფოს ძლიერება.

ეს მნიშვნელოვანი მომენტია _ რუზველტის რეფორმები ტარდებოდა არა კულისებს მიღმა შენიღბული მბრძანებლების ნების გარეშე, არამედ მათი დავალებითა და კურთხევით.

საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებით დაკავებულმა ამერიკელებმა ვერც კი შენიშნეს, რა სწრაფად შეიცვალა ქვეყნის ფინანსური სისტემა. რუზველტმა, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, გამოაცხადა ე.წ. საბანკო არდადეგები. ყველა ფინანსური დაწესებულება ერთი კვირით დაიხურა. ეს გაკეთდა არა “მეანაბრეთა დასამშვიდებლად”, არამედ იმისთვის, რომ ვერც ერთ კერძო მეანაბრეს ვერ გაეტანა თავისი ფული. გამოცხადდა დოლარის ოქროს სტანდარტის გაუქმება. დაუყოვნებლივ გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანება #6102, რომელშიც ეწერა:

* “განყოფილება 2. ამ ბრძანებით ყველა პირი ვალდებულია 1933 წლის მაისამდე ჩააბაროს ყველა ოქროს მონეტა, ოქროს ზოდი და ოქროს სერტიფიკატი ფედერალურ სარეზერვო ბანკში ან მის ფილიალებში, ან სააგენტოებში, რომლებიც ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები არიან”.

* “განყოფილება 9. ვინც თვითნებურად დაარღვევს პრეზიდენტის ბრძანებას ან მასში შემავალ რომელიმე ნორმას დაჯარიმდება არანაკლებ 10 000 დოლარით, ფიზიკური პირი შეიძლება დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას 10 წელზე მეტი ვადით ან ორივე სასჯელი ერთად მიესაჯოს”.

მოსახლეობა დებდა პირობას, რომ ერთი თვის(!) განმავლობაში ჩააბარებდა ფსს-ს თავის ოქროს. ოქროს ზოდებისა და მონეტების (საკოლექციოს გარდა) კერძო მფლობელობა უკანონოდ გამოცხადდა. სანაცვლოდ, ამერიკელები იღებდნენ ქაღალდის დოლარებს, რომლებიც იმ დროიდან ჩაენაცვლა ოქროს, როგორც დაგროვების საშუალებას. 1933 წელს დემოკრატიულ ამერიკაში მცხოვრებს, რომელსაც არ სურდა დაგროვილი ძვირფასი ლითონის ჩაბარება, 10 000 დოლარიანი ჯარიმა (გაიხსენეთ, რომ ამერიკელები დღეში ერთ დოლარად მუშაობდნენ!) ან ათწლიანი ციხე ემუქრებოდა.

საკუთარი მოსახლეობის ძარცვამ მტკივნეულად ჩაიარა, საინფორმაციო საშუალებები ამას აშუქებდნენ, როგორც მნიშვნელოვან ანტიკრიზისულ ღონისძიებას. “ქვეყნის რესურსების კონსოლიდაცია აუცილებელია, რათა ამერიკა დეპრესიიდან გამოვიდეს”, _ ამბობდა ფრანკლინ რუზველტი. ქვეყნის მეთაური აკეთებდა იმას, რისთვისაც პრეზიდენტი გახდა: ართმევდა ოქროს საკუთარ ხალხს. ერთერთ ჰოლივუდურ მძაფრსიუჟეტიან ფილმში დამნაშავეებმა გადაწყვიტეს, გაეძარცვათ ფორტნოქსი, სახელმწიფო ოქროს ხაზინა. აი, ზუსტად იქ მოთავსდა რუზველტის მიერ წართმეული ოქრო და დღესაც იქ დევს. როგორც კი გამოისყიდეს მოსახლეობისგან უნცია ოქრო 20,66 დოლარად, რუზველტმა მყისვე გაზარდა უნცია ოქროს ფასი 35 დოლარამდე და ეროვნული ვალუტის დევალვაცია გამოაცხადა.

ოქროს სტანდარტი გაუქმდა ჯერ შეერთებულ შტატებში, შემდეგ _ ყველგან. “1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ ოქროს სტანდარტი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში გაუქმდა”.

ეს ნიშნავდა, რომ მსოფლიო ვაჭრობა შემზადებული იყო იმისთვის, რომ პერსპექტივაში ოქროს ხანა ქცეულიყო წარსულად. ამერიკელს აღარ შეეძლო დოლარის ოქროზე გადაცვლა.

გაკეთდა მთავარი _ ამერიკელებს შეეძლოთ ქაღალდის ფულის დაგროვება და არა _ ოქროს ზოდებისა და მონეტების.

რა სახით არის უფრო ადვილი ქაღალდის ფულის შენახვა?

რა თქმა უნდა, ბანკში ანგარიშის გახსნით, ანუ ბანკირებთან ურთიერთობით!

ვინ შექმნა ფსს? _ ბანკირებმა. უზარმაზარ ქვეყანას უცებ ძალიან დასჭირდა ბანკების მომსახურება. ახლა ყველას მხოლოდ ქაღალდის ფული სჭირდებოდა, რომელსაც ბანკირების მფლობელობაში მყოფი ფედერალური სარეზერვო სისტემა ბეჭდავდა, მათ მიერ დაბეჭდილი ქაღალდები მათვე უბრუნდებოდათ. ოქრო? მას, როგორც წესი, საკანში ათავსებენ და მასთან წვდომა ბანკირებს არ აქვთ. ეს არის პრინციპული განსხვავება. ქაღალდის დაგროვების დახმარებით პირთა ვიწრო წრე _ ფსს შემქმნელები _ აწესებდა კონტროლს შტატების მოსახლეობის ანაბრებზე; შემდეგ, დროთა განმავლობაში _ კონტროლს მთელი პლანეტის მოსახლეობის ანაბრებზე.

აღსანიშნავია, რომ, როგორც კი აშშ-ში ოქროს კონფისკაცია მოხდა, ქვეყანაში კრიზისის სიმძაფრე მკვეთრად შემცირდა. სწორედ 1933 წელია დიდი დეპრესიის დასრულების ოფიციალური წელი და ოქროს დიდი კონფისკაციის წელიწადი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკელთა სახლებში ოქროს ზოდებისა და მონეტების შენახვა გახდა ქვეყანაში ეკონომიკური უბედურების მთავარი მიზეზი და როდესაც ეს სამწუხარო გაუგებრობა გამოასწორეს, ყველაფერი მოგვარდა.

ხალხის ვიწრო წრის ხელში ფულის კონცენტრაცია აღემატებოდა ყველა შემთხვევას, რაც ოდესღაც კაცობრიობას უნახავს. ერთ ხელში იყო მოქცეული მრეწველობისა და მედიასაშუალებების უდიდესი წილი. მსხვილ საწარმოებში, რომლებიც ამერიკის ქარხნებისა და ფაბრიკების 5,2%-ს შეადგენდა, დასაქმებული იყო მუშახელის 55% და იწარმოებოდა ქვეყნის მთლიანი მრეწველობის 67,5%. მის აქციებს კი ფლობდნენ მცირერიცხოვანი გიგანტური კონცერნები. 1930-იანი წლების ბოლოს მფლობელთა 1%-ს ეკუთვნოდა ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის 59%, ამასთანავე, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი _ 87% ფლობდა ეროვნული სიმდიდრის მხოლოდ 8%-ს. მაგალითად, ჯონ მორგანი, არა მხოლოდ ბანკების, არამედ ფოლადის საწრთობი “იუეს სტილის”, “ჯენერალ ელექტრიკის” და სხვა კორპორაციების ფაქტობრივი დამფუძნებელი და მფლობელი იყო.

ეს იყო მეგაკორპორაციების შექმნისა და ჩვენთვის ცნობილი ბრენდებისა და კონცერნების შექმნის პერიოდი.

შეერთებული შტატები საბოლოოდ დაპყრობილი იყო. ამერიკული სახელმწიფო სწრაფად და შეუმჩნევლად შთანთქა საბანკო ინსტიტუტებმა. ქვეყნის სათავეში შეიძლება მოხვედრილიყო ადამიანი, რომლის კანდიდატურამ დასტური ფსს დამფუძნებლებისგან მიიღო. ხოლო თვითონ ფედერალური სარეზერვო სისტემა პოსტკრიზისულ 1935 წელს საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ სახით, როგორითაც ვიცნობთ დღეს. შეერთებული შტატების პოლიტიკის განსაზღვრა მოხდა არა ქვეყნის ინტერესების მიხედვით, არამედსაბეჭდი მანქანისინტერესებით. შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომი, ათობით მილიონი მსხვერპლით და დოლარის აღმასვლით უდიდეს სიმაღლეზე. ბრეტონვუდსის შეთანხმებით, იგი პლანეტის ერთადერთი სარეზერვო ვალუტა გახდა და ამ როლს დღემდე ინარჩუნებს.

და ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ფრანკლინ დელანო რუზველტმა მოახერხა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი 1933–1945 წლებში ეკავა.

ანუ ჩვენ გვყავს ორი პრეზიდენტი, ორი პატრიოტი, ორი ნიჭიერი მოღვაწე. ორივეს ჰქონდა წარმატებები და შეცდომები. ისინი ერთნაირად უყვარდა ჩვეულებრივ ამერიკელებს. და საკითხავია, ვინ უფრო?! სხვათა შორის, რუზველტისადმი სიძულვილის მიზეზი მის მიერ გაძარცვულ ამერიკელებს გაცილებით მეტი ჰქონდათ, მაგრამ არც ერთი ჯგუფურიოსვალდიმის წინააღმდეგ არ გამოჩენილა. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ქვეყნის მეთაურის მოკვლა მარტოხელაენთუზიასტს არ შეუძლია. ხალხის სიყვარული ან სიძულვილი აქ არაფერ შუაშია. კენედი სძულდა პოლიტიკურ ელიტას და იგი მოკლეს. რუზველტს იგივე ელიტა პატივს სცემდა დირექტივების ზუსტი შესრულებისთვის, ამიტომ იგი მესამე ვადით აირჩიეს და მისცეს საშუალება, თანამდებობაზე მომკვდარიყო ბრეჟნევის პერიოდის პოლიტბიუროს წევრივით.

მაინც რატომ შესძულდა აშშ-ის ელიტას ჯონ კენედი?

1963 წლის 4 ივნისს მან ხელი მოაწერა პრეზიდენტის ბრძანებას #11110-, რომლის თანახმადაც აშშის ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა, დაებეჭდა დოლარის კუპიურები ხაზინაში არსებული ვერცხლის სანაცვლოდ. შედეგად დაიბეჭდა დოლარის 2 და 5-ნომინალიანი კუპიურები, რომლებსაც ამშვენებდა წარწერაშეერთებული შტატების ბანკნოტიდა არაფედერალური რეზერვის ბანკნოტი”.

თავისი ბრძანებით კენედის, რბილად რომ ვთქვათ, გაჰყავდა ფსს ფულის ბეჭდვის სფეროდან, აბრუნებდა საბეჭდ მანქანას ამერიკის სახელმწიფოს ხელში.

იგი ასწორებდა კონსტიტუციის დარღვევას და სიტუაციის აბსურდულობას, როდესაც სახელმწიფოს არ შეუძლია ფულის დაბეჭდვა. ეს იყო ჩუმი და შეუმჩნეველი სახელმწიფო გადატრიალება. ეს იყო ნამდვილი ღალატი. ეს იყო ის, რისიც ბანკირებს, ფედერალური რეზერვის დამფუძნებლებს ყველაზე მეტად ეშინოდათ. ეს რომ არ მომხდარიყო, მათ შეისყიდეს მედიასაშუალებები და ბანკები, ქარხნები და კორპორაციები. და, აი კალმის ერთი მოსმა და ყველაფერს ბოლო მოეღო. ჯონ კენედიმ ურჩხულის მოკვლა დაიწყო. ამის მოთმენა შეუძლებელი იყო, ლოდინი არ შეიძლებოდა. წვრილი ბანკნოტების ემისიას ფსს-ს ფულის ბეჭდვისგან სრული ჩამოშორება შეიძლება მოჰყოლოდა. რა თქმა უნდა, სწორად შერჩეული მიზეზით. რა უნდა გააკეთოს ფედრეზერვმა? არეგულიროს ფინანსური ბაზარი, თვალყური ადევნოს, რომ კრიზისები არ იყოს? ჰოდა, არეგულიროს და მიაქციოს ყურადღება. მაგრამ _ არ ბეჭდოს ფული….

ფედერალური სარეზერვო სისტემისთვის სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერიდან, სულ რაღაც, ხუთ თვეში _ 1963 წლის 22 ნოემბერს პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი მოკლეს.

ზოგისთვის პატრიოტი, ზოგისთვის მოღალატე.

მაშ, ვინ მოკლა პრეზიდენტი კენედი?

ვიმედოვნებ, ახლა ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის აშკარაა.

მკვლევართა უმრავლესობის აზრით, ადამიანი ქოლგით, რომელმაც ეს ქოლგა კენედის მკვლელობის მომენტში გახსნა, მსროლელთა ორკესტრისდირიჟორიიყო _ მიზნის მაჩვენებელი სნაიპერებისთვის. პრეზიდენტის მანქანის გვერდით მდგომი, იგი აჩვენებდა სნაიპერს, როგორი შესწორება ესაჭიროება სამიზნეს.

გამოძიება ამ ადამიანის ძებნით არ დაინტერესებულა…

6. რატომ უყვარდათ ასე ძლიერ ბოლშევიკებს ლენა გოლდფილდსი, ანუ ვინ გაუწია ორგანიზებაგოლოდომორს

ჭეშმარიტების ხმა სმენისთვის საძულველია.

ლაოძი

თვალსაზრისი, როგორც საუკუნიდან საუკუნემდე, თაობიდან თაობაში გარდამავალი მზერა, არ შეიძლება სრულიად მცდარი იყოსწმინდა წყლის ილუზიაარადენიმე ფილოსოფიური გონების გარდა ხომ არავინ იფიქრებს შეამოწმოს, სწორია თუ არა ის, რასაც ყველა ამბობს.

პიერ ბეილი

არსებობს თუ არა დღეს ისეთი ფინანსური ბერკეტი, რომლის დახმარებითაც შეიძლება მსოფლიოს ამოტრიალება? არის თუ არა იგი ვინმეს ხელში? ასეთი ინსტრუმენტი არსებობს _ ეს არის ფულადი ერთეული, რომელსაც ეკონომისტები შეცდომით აშშ–ის დოლარს ეძახიან. ეს _ ფედერალური სარეზერვო სისტემის დოლარია, კაცობრიობის მთავარი ვალუტა დღევანდელ დღეს. მივაქციოთ ყურადღება თარიღებს: 1944 წლის ივლისში ქალაქ ბრეტონ-ვუდსში (აშშ) დოლარი ოფიციალურად გახადეს საერთაშორისო გადახდებისა და სარეზერვო აქტივების პრიორიტეტული საშუალება. დოლარი მსოფლიოს მთავარი, ოქროში კონვერტირებული ერთადერთი ვალუტა სწორედ 1944 წლიდან გახდა. 1914 წელს, როდესაც ახლად გამომცხვარმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მუშაობა დაიწყო, დოლარი ჯერ კიდევ არ იყო მსოფლიოს მთავარი ვალუტა. ფინანსური მწვერვალის დაპყრობის გზის გასავლელად დოლარს დაახლოებით 30 წელი დასჭირდა. ადამიანისთვის მოკლე ვადა არაა, მაგრამ ისტორიისთვის თითქმის წამია. ვალუტის ემისიაზე კონტროლის ხელში ჩაგდებით, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეძლო სწრაფად ჩამოეშორებინა და გაენადგურებინა სხვა საგადამხდელო საშუალებები და გაეწმინდა ველი თავისი მწვანე შვილობილისთვის.

რატომ მოხდა ეს ასე სწრაფად? იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი საშუალება გამოიყენეს. კაცობრიობის ისტორიაში უფრო ძლიერი საშუალება არავის გამოუყენებია, ამას გამოიწვია საოცრად სწრაფი წარმატება. ეს სასუალებაა ორი მსოფლიო ომი

აქ მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ ერთი საინტერესო მომენტი: ფსს და აშშ-ის მოსახლეობა _ ერთი და იგივე არ არის. არის კერძო კორპორაცია ათობით აქციონერით და არის მრავალმილიონიანი ერი, რომელიც ამერიკის სახელმწიფოს შეადგენს. მათი ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა. უფრო ზუსტად კი, არასოდეს ემთხვევა. ნებისმიერი ქვეყნის უბრალო მოსახლეობას არ სურს მსოფლიოზე ბატონობა. ჩვეულებრივ ადამიანს სურს, იცხოვროს მშვიდი ცხოვრებით, აღზარდოს შვილები, ააშენოს სახლი, უყვარდეს და უყვარდეთ. მას არ ანაღვლებს მსოფლიოს პრობლემები, მას არ სჭირდება თავისი ქვეყნის დომინირება პლანეტაზე. კიდევ უფრო ნაკლებად უნდა თავის დადება ბრძოლის ველზე. ყველა ადამიანს სურს მშვიდობა. ხოლო ისინი, ვინც ფულის ბეჭდვის პირობები შეიქმნა არაფრიდან, ყველაფერზე წავლენ. ამისთვის მათ კიდევ ერთი მსოფლიო ემისიური ცენტრის არსებობის პოტენციური შესაძლებლობაც კი უნდა გაანადგურონ. ამერიკული სახელმწიფო უცნობი პირების ჯგუფის მიერ მსოფლიოზე ბატონობის მიღწევის ინსტრუმენტად იქცა.

თანამედროვე აშშის პოლიტიკა უკვე დიდი ხანია, განისაზღვრება არა ამერიკელი ხალხის ინტერესებით, რომელსაც ასევე სურს მშვიდობიანი ცხოვრება, არამედ სრულიად სხვა ინტერესებითა და სხვა მიზნებით. მეტიც, თავის დროზე ამერიკელთა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაწყისი გახდა ის, რომ ინგლისური გვირგვინი უკრძალავდა კოლონისტებს თავისი ფულის გამოშვებას. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შედეგად მათ მიიღეს ეს უფლება, ხოლო ფედერალური რეზერვის შექმნით კვლავ დაკარგეს იგი.

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ აშშ-ში დღეს ისეთივე დამოკიდებულება აქვთ ამერიკული დემოკრატიის იდეალებთან, მის ღირებულებებთან, რომლებისთვისაც აშშ-ის მამა-დამფუძნებლები იბრძოდნენ, როგორც სტალინის “გულაგს” _ რევოლუციის იდეალებთან, რომლებისთვისაც სამოქალაქო ომის დროს წითელი არმიის ასეულობით ათასი მებრძოლი იბრძოდა.

ჰეგემონიის დასამყარებლად საჭიროა ომი. მაგრამ ხალხს არ უნდა იბრძოლოს. ომი არ უნდათ აშშ-ის თანამედროვე მცხოვრებლებსაც, ომი არ უნდოდათ არც მესამე რაიხის მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ პოლიტიკოსები იძულებულნი არიან, თავიანთ ქმედებებს თავდაცვის ფორმა მისცენ და არა _ თავდასხმის. ადამიანებს არ სურთ, თავს დაესხნენ სხვა ქვეყნებს, მაგრამ მუდამ მზად არიან, დაიცვან საკუთარი ქვეყანა. და აი, უკვე 1939 წლის 1 სექტემბერს ჰიტლერი გლაივიცის რადიოსადგურზე პოლონელების თავდასხმის საბაბით იწყებს გერმანია-პოლონეთის ომს. აშშ-ის პრეზიდენტმა რუზველტმა, რაკი იცოდა, რომ აშშ-ის მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს არ სურს თავიანთი ქვეყნის მონაწილეობა მსოფლიო ომში, პროვოცირება გაუწია იაპონიას პერლ-ჰარბორზე დასარტყმელად. მას ომში ჩასართველად საბაბი სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ გამოიჩინა აშშ-ის ჯარმა და ფლოტმა ასეთი “გულგრილობა”, მიუხედავად იაპონიის მხრიდან დარტყმის მომზადების შესახებ სიგნალებისა. თუმცა ყველაზე ბრძოლისუნარიანი გემები _ ოთხი ავიამზიდი _ თავდასხმის დღეს სასწაულებრივად არ იმყოფებოდა პერლ-ჰარბორში და არც დაზიანებულა.

ფედერალური დაზვერვის სისტემას ნაბიჯნაბიჯ მიჰყავდა დოლარი ფინანსური პირამიდის მწვერვალისკენ. მილიონობით, ათეულობით მილიონი ადამიანი დაიღუპა ორ მსოფლიო ომში, რომლებიც ორგანიზებული იყო მხოლოდ იმისთვის, რომ ბანკირთა ჯგუფს შეძლებოდა უფასოდ მიეღო მსოფლიოს სიმდიდრეები. და მათ სასურველს მიაღწიეს _ კონფერენციამ ბრეტონვუდსში დოლარი ერთადერთ სარეზერვო ვალუტად აქცია. თუმცა საბჭოთა კავშირმა უარი განაცხადა ახალი დოლარით მსოფლიოს მოწყობაზე. ცივი ომი და წინააღმდეგობები მთელ პლანეტაზე 1991 წლამდე იყო სწორედ პასუხი სტალინის უარზე, გაეხსნა თავისი ეკონომიკა მწვანე ქაღალდისთვის და არა _ “არადემოკრატიულარჩევნებზე აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ ეს შემდეგ იქნება, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. თავდაპირველად, არითმეტიკის კანონების მიხედვით, პირველი მსოფლიო ომი უნდა დაწყებულიყო. ფედერალური სარეზერვო სისტემის გზა მსოფლიო ბატონობისკენ 1914 წლის 1 აგვისტოს გაიხსნა.

მოვლენათა ლოგიკა რკინისებურია: თავდაპირველად იქმნება მსოფლიო ბატონობის ხელში ჩაგდების ფინანსური ინსტრუმენტი, შემდეგ პოტენციური კონკურენტები უნდა გადაამტერონ ერთმანეთს. ანგლოსაქსური სამყაროს ორი მთავარი მეტოქე, ანუ მისი ეკონომიკის ძირითადი კონკურენტები _ რუსეთი და გერმანია _განადგურებულ იქნენ შიგა აფეთქების ორგანიზაციის გზით. განა შეიძლება რევოლუციის გაკეთება? მისი შექმნა არა, მაგრამ მომზადება შეიძლება. შემთხვევით არ არის, რომ რუსული რევოლუციის სპონსორებს შორის “იკვეთებიან” იგივე უოლ-სტრიტის ბანკირები, რომელთა გვარებიც ტრადიციულად ცხადდება ფსს-ს შექმნასთან კავშირში: როტშილდი, მორგანი, ვარბურგი, შიფი. პეტროგრადში 1917 წლის ზაფხულში წითელი ჯვრის მისია მუშაობდა, რომელიც რატომღაც არა ექიმებისა და ჰუმანისტებისგან, არამედ ბანკირებისა და მზვერავებისგან შედგებოდა. მას რაიმონდ რობინსი მეთაურობდა, რომელსაც ჯერ გაგიჟებით უყვარდა კერენსკი, ხოლო შემდეგ მთელი თავისი ამერიკული სულით შეუყვარდა ბოლშევიკები. საუკუნოვანი სახელმწიფოს დამანგრევლების მიმართ სიმპათია უზარმაზარი ფინანსური თანხებით მტკიცდებოდა. ჩვენი რევოლუციის დეტალებში არ შევიჭრებით, მაგრამ არ შეიძლება, არ ავღნიშნოთ ერთი ფაქტი. ოქტომბრის რევოლუციის მთავარი ორგანიზატორი ლენინთან ერთად ტროცკი იყო, რომელიც (ეს ისტორიული ფაქტია) რუსეთში აშშ-იდან რევოლუციის მოსაწყობად დაბრუნდა. იქ ლევ დავითის ძე ცუდად არ ცხოვრობდა, მაგრამ მისი ერთადერთი პროფესია “რევოლუციონერის პროფესია” იყო. რაც ყველაზე საინტერესოა, წითელი არმიის მომავალი ორგანიზატორი რუსეთისკენ ჯიბეში ამერიკული პასპორტით მიცურავდა, ანუ აშშ-ის მოქალაქე იყო! იქნებ დოკუმენტი ყალბი იყო? არა, სრულიად ნამდვილი. იგი ლევ დავითის ძეს… აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა პირადად გადასცა! ეს ის პრეზიდენტია, რომლის პორტრეტიც 100 000-დოლარიან კუპიურას ამშვენებს; ის, ვინც ფედერალური რეზერვის შექმნის აქტს მოაწერა ხელი…

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here