Home რუბრიკები ბლოგი გაფრინდი, შავო “პიარო”!

გაფრინდი, შავო “პიარო”!

879

9 მარტი _ ეს ის დღეა, როდესაც ზუსტად 60 წლის წინათ სრულიად საქართველო ააღელვა იოსებ სტალინისპიროვნების კულტისდამხობამ ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ. ვიცი, ახლა არაერთი ადამიანი წამოიძახებს, _ ეგ, უბრალოდ, საბაბი იყო, თორემ სინამდვილეში ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობის იდეამ გამოიყვანა ქუჩაშიო.

ტყუილია! სწორედ ასე დავიწყოთ, რომ ეს არის პირველი დიდი ტყუილი კაცობრიობის უდიდესი ბელადის, წარმოშობით ქართველი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის (ჯუღაშვილის) შესახებ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-bakuri-saavtoro-1.jpg

ამთავითვე ვიტყვი: ნამდვილად არ ვარ დიდი სტალინელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ “ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია, ვიდრე პლატონი”. სიმართლე უნდა მივაწოდოთ მომავალ თაობებს ყველას შესახებ, იქნება ეს სტალინი (ნამდვილად ძალიან სადავო ფიგურა, როგორც ეროვნული მოღვაწე), აღმაშენებელი (უდავოდ უდიდესი ფიგურა, როგორც ეროვნული მოღვაწე) თუ აღამაჰმადხანი (მტერი და მაოხრებელი ჩვენი ქვეყნისა).

თუკი ჩვენ მომავალი თაობის აზრებს, იმედებსა და ღირებულებებს ტყუილზე დავაშენებთ, რაც უნდა კეთილშობილურ მიზნებს ისახავდეს ეს ტყუილი, საბოლოო ჯამში, ტყუილებზე სახელმწიფო ვერ აშენდება და მისი სიმყიფე აუცილებლად მოიტანს ნგრევასა და იმედგაცრუებას.

მოკლედ, 1956 წლის 9 მარტს ქართველი ახალგაზრდობა ქუჩაში სწორედ სტალინის შეურაცხყოფის გამო აღშფოთებამ გამოიყვანა და არა “საქართველოს დამოუკიდებლობის” იდეამ. ვფიქრობ, სულაც არ არის საჭირო, ვინმემ “უხერხულობა” იგრძნოს ამის გამო და იმ ათასობით ქართველი ახალგაზრდისთვის “ნამუსის მოწმენდას” შეეცადოს, რადგან ეს სხვა დრო იყო და იმხანად იმ ადამიანებს ისე სწამდათ და ისე სჯეროდათ. ამაში არაფერია სამარცხვინო.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-bakuri-saavtoro-2.jpg

სხვათა შორის, ისიც სათქმელია, რომ, როდესაც 1937 წლების მოვლენებზე მოუთითებენ ხოლმე, რატომღაც სულაც არ განიხილავენ, რა ხდებოდა იმავე წლებში, დროის იმავე პერიოდში სხვა ქვეყნებში, თუნდაც “ყველაზე ჰუმანურ” ევროპაში. განა სხვა გამარჯვებული პოლიტიკური ძალები არ სპობდნენ მოწინააღმდეგე კლასებს?

საკმარისია თუნდაც მხოლოდ იმის თქმა, რომ საფრანგეთში გილიოტინა ათას ცხრაას სამოციან წლებამდე მოქმედებდა! ასე რომ, 1937 წლის განხილვა თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნისადამიანთა უფლებების კონვენციებისკვალობაზე, უბრალოდ, უსამართლობაა.

ეს სხვა თემაა და მოდი, ისევ 9 მარტის ამბებს მივუბრუნდეთ.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მართლაც ყოფილა რაღაც გარკვეული მცირე ჯგუფი, რომელსაც უცდია, ეს საერთო სახალხო მღელვარება, ას ვთქვათ, ბოროტად გამოეყენებინა და მისთვის “ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნის” კალაპოტი მიეცა. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ამ ჯგუფმა გამოიწვია უკვე დაშოშმინებისკენ წასული პროცესების კვლავ პროვოცირება და ამის კვალდაკვალ საბჭოთა ჯარის გაუმართლებლად აგრესიული ქმედებები, რაც ასობით ახალგაზრდის უმოწყალოდ დახოცვაში გადაიზარდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-bakuri-saavtoro-3.jpg

აი, ის ძალიან პატრიოტთაჯგუფი კი, როგორც ხდება ხოლმე, სულაც უგზოუკვლოდ გადაიკარგა და გამხეცებულ სამხედროებს საჯიჯგნად და საჟლეტად მართლაც გულმართალი და ქუჩაში ალალი რწმენის გამო გამოსული ახალგაზრდები შეატოვა.

მსგავსი გამოხდომები ე.წ. რადიკალი პატრიოტებისგან მას შემდეგაც ბევრი გვინახავს. სხვათა შორის, სწორედ მათი ბრძოლის მეთოდია უამრავი ტყუილის მოგონება და გავრცელება. თანამედროვე სოციალური ქსელები კი მათი ამ “გატაცებისთვის” ყველაზე ეფექტიანი სარბიელი აღმოჩნდა.

განსაკუთრებით მოდურია ტყუილები სტალინზე. რა თქმა უნდა, ეს ტყუილები, ძირითადად, უარყოფითი კონტექსტისაა და მათი მიზანი წამკითხველზე რაღაც საშინელი, ამაზრზენი და მძიმე შთაბეჭდილების დატოვებაა. ალბათ, ყველას გექნებათ წაკითხული ერთხელ მაინც, რომელიმე “ფეისბუქ-კედელზე”, თუ როგორ აგინებდა სოსო ჯუღაშვილი ილია ჭავჭავაძეს და შემდეგ ამ ამბის შემსწრე ლუკა რაზიკაშვილმა იგი კიბეზე როგორ დააგორა და სხვა მსგავსი ამბები.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-bakuri-saavtoro-6.jpg

ამ ამბებს ისე დარწმუნებით ყვებაინტელექტის მეფელევან ბერძენიშვილი, გეგონებათ, სადაც კი ვაჟაფშაველა დადიოდა, ესდიადი რესპუბლიკელისულ თან დაჰყავდა და სტალინსაც სწორედ მისი თანდასწრებით უჟაჟუნებდა ხოლმე. არავითარი წყაროს მითითება _ ლევან ბერძენიშვილი ასეთ სისულელეებს (სხვათა შორის, არა მხოლოდ სტალინზე) ლამის პირველ პირში და სრული თავდაჯერებულობით ყვება ხოლმე. მას თავისი მიმდევრებიც ჰყავს და საბოლოოდ სოციალური ქსელები სავსეა ისეთი ამბებით საბჭოთა კავშირის დიდი ბელადის შესახებ, რომლებიც არასოდეს არავის სმენია და მათზე არც არავისი მოგონებები, მემუარები და, მით უმეტეს, ისტორიული დოკუმენტები არ მოიპოვება.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ უამრავი ადამიანი ამ ამბებს ისე “აზიარებს” (“ფეისბუქ-შეარი”), ავრცელებს და უკეთებს კომენტარს, რომ არც კი უჩნდება კითხვა _ საიდან იცის ამ ამბების გამავრცელებელმა ის? ტყულია ეს თუ მართალი? _ აი ეს კითხვა ქართველი საზოგადოების ერთი, არცთუ მცირე ნაწილის გონებიდან საერთოდ ამოღებულია…

მაგრამ, როგორც ჩანს, კითხვის დამსმელთა წილიც საზოგადოებაში უმნიშვნელო არ არის და ბოლოდროინდელი ტენდენციებით, უკვე “ამბების გამავრცელებლებმა” დაიწყეს კიდეც “წყაროს” მითითება, რათა თავიანთი მონათხრობი უფრო დამაჯერებელი გახადონ.

მაგრამ ასეთი “წყაროების” უმეტესობა, ასე ვთქვათ, “ჰაერზეა” მითითებული და მათი შემოწმების შედეგად აღმოჩნდება ხოლმე, რომ “წყაროში” სინამდვილეში მსგავსი არაფერი წერია.

მაგალითად, ცოტა ხნის წინათ, “ფესიუბუქში” ისე ინტენსიურად ვრცელდებოდა სტალინის ერთ ციტატა, რომ მე, არც ისე მხურვალე სტალინელიც კი, გამაკვირვა და ცნობისმოყვარეობა აღმიძრა.

ციტატა ასეთია: ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან, ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს. ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია”. აი ამ ფრაზას დიდი მონდომებით ავრცელებდა ერთი ძალიან აქტიური ქალბატონი და ეს ციტატა მისგან “გადაზიარებული” ჰქონდა უამრავ “ფეისბუქ-მომხმარებელს”, თანაც “სტალინის მომხრეებისადმი” ირონიული, ნიშნის მომგები მიმართვებით. მთავარი კი არის ის, რომ ამ ციტატას ბოლოში მითითებული ჰქონდა წყარო _ სტალინის თხზულებები. ტომი 5. გვერდი 195. რუსული გამოცემა.

ვერაფერს იტყვი! “წყარო” დამაჯერებლად არის მითითებული და “გასაქანს” აღარ გაძლევს! ხომ ასეა?

რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, რომ არა ერთი “უცნაური” გარემოება _ სტალინის თხზულებების მეხუთე ტომის არც მითითებულ და არც სხვა რომელიმე გვერდზე მსგავსი არაფერი წერია.

კიდევ ერთი “უცნაური დამთხვევის” შესახებაც გეტყვით _ ამციტატისგამავრცელებელი ქალბატონი აღმოჩნდა აქტიური რესპუბლიკელი და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის დიდი მეხოტბე.

სხვათა შორის, არ დავიზარეთ _ მას გადავუგზავნეთ ი. ბ. სტალინის თხზულებების რუსული გამოცემის მეხუთე ტომის მითითებული გვერდი, ვუთხარით, რომ ამ გვერდზე მსგავსი არაფერი წერია.

პასუხი კიდევ უფრო გამაოგნებელია: იყო ეგ (სტალინი _ რედ.) მაგის დამწერი. მე ასე ვთვლი. ვისაც ეჭვი ეპარება, მისი საქმეა. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. სასამართლო ხომ არ არის, დოკუმენტებს რომ მთხოვთ? ბიჯოს!” _ აი ასე შემოგვწყრა ეს ქალბატონი და დაგვარწმუნა, რომ საქართველოში მართლაც გამაოგნებელი დემოკრატია მეფობს!

აბა, წარმოიდგინეთ, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უკვე იმ დონეზე ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, რომ უკვე შეგვიძლია გამოვხატოთსაკუთარი აზრიიმაზეც კი, რომელიმე ავტორმა თავის წიგნში რამე დაწერა თუ არა!

წარმოგიდგენიათ, სიტყვის თავისუფლების რა დონეს მიაღწიეს ქართველმა რესპუბლიკელებმა?

მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ლურჯა ცხენები” ლევან ბერძენიშვილმა დაწერა და, თუ ვინმე შემოგვედავება, _ ეგ გალაკტიონმა დაწერაო, მსწრაფლ მივუგებთ: ჩემი აზრით, ლევან ბერძენიშვილი იყო მაგის დამწერი. ვისაც ეჭვი ეპარება, მისი ნებაა! მე ჩემი აზრი დავაფიქსირე იმის შესახებ, რომ “ლურჯა ცხენები” ლევან ბერძენიშვილმა დაწერა.

ხომ მაგარია?

მოკლედ, რესპუბლიკელმა ქალბატონმა, უბრალოდ, თავისი აზრიდააფიქსირა”, რომ სტალინმა ასე უშვერად ლანძღა ქართველი ერი და თანაც, ისე მაგრადდააფიქსირა”, რომ კონკრეტულიწყაროცკი მიუთითა! მერე რა, თუკი ამწყაროშიმსგავსი არაფერი წერია? რაც მთავარია, ბევრმა ადამიანმა ხომ იფიქრა _ მართალი რომ არ იყოს, ასე თავხედურად წყაროს ხომ არ მიუთითებდაო? ბევრი არ აღმოჩნდა ჩვვენნაირი ახირებული და არ გადაამოწმა წყარო. აი ასე იჯერებს საზოგადოება ნებისმიერ სიდებილეს და აი ასე “მიფრინავს შავი პიარი” დიდი საბჭოთა ბელადის საყვარელ “შავ მერცხალზე” უფრო სწრაფად!

“საბჭოთა თემაზე” ტყუილების კატეგორიას განეკუთვნება ასევე სრულიად სულელური ტყუილი იმის შესახებ, რომ, თურმე უნგრეთში საბჭოთა ტანკები რომ შედიოდნენ, მათ წინ დაუწვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ტანკებმაც უმოწყალოდ გადაუარეს, მხოლოდ ერთადერთი ტანკი შეჩერდა. უკან “ვილისით” მომავალმა რუსმა გენერალმა თურმე ამოათრია ამ ტანკიდან ეკიპაჟის ოთხივე წევრი და იქვე, ხიდთან მიახვრიტა, და თურმე ეკიპაჟის ოთხივე წევრი ქართველი იყო.

ამ გულისამაჩუყებელ ფანტაზიასაც ვერავინ მოუძებნის ნაკლს, გარდა იმისა, რომ ძალიან დაბალი დონის ტყუილია, ელემენტარულად, გამორიცხულია, რომელიმე ტანკის ეკიპაჟში ოთხივე წევრი ერთი და იმავე ეროვნების (არათუ ქართველი, არამედ ნებისმიერი სხვა ეროვნების) ყოფილიყო. პლუს ამას, ვერც ერთი გენერალი ვერავის დახვრეტდა სამხედრო ტრიბუნალის განაჩენის გარეშე! ეს არათუ უნგრეთში ტანკებითგასეირნებისას”, არამედ გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი დაუშვებელი იყო!

სამაგიეროდ, ამ სისულელის გამავრცელებლებს, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, მითითებული აქვთწყარო” _ თითქოს ეს ამბავი უნგრეთის ისტორიის სახელმძღვანელოებშია შესული. მიდით და გადაამოწმეთ, თუ არ გეზარებათ

თემიდან ოდნავ გადავუხვევთ და იმასაც გეტყვით, როიმ იმავე პიესიდანაატყუილები ჩრდილოეთ კორეის შესახებ _ თოთქოს ფხენიანის ტელევიზიამ გადმოსცა, ჩვენი კოსმონავტი მზეზე დაჯდაო! ამით სურთ, დაამტკიცონ, როგორი გაუნათლებელი და ბნელია ხალხი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ასე მიუღებელ ჩრდილოეთ კორეაში!

აქ “სიახლე” ის არის, რომ “დამადასტურებელი” ვიდეოც კი ვრცელდება… ვიდეოში ჩანს, რომ კორეული გარეგნობის ვიღაც ვითომ ტელეწამყვანი აცხადებს შესაბამის ინფორმაციას და აჩვენებენ ვითომდა კადრებს, როგორ დაჯდა ჩრდილოკორეული რაკეტა მზეზე…

ასეთიბლეფისდამზადება ნებისმიერ პატარა ვიდეოსტუდიაშიც შეიძლებამე მხოლოდ იმ ხალხის აზროვნების დონე მაინტერსებს, რომელსაც სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეაში, ატომის მწარმოებელ ქვეყანაში, ბავშვებს სკოლაში არ ასწავლიან, რომ მზეზე ნებისმიერი საშუალებით დაჯდომა შეუძლებელია

რა ვიცი… ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას თავისი გასჭირვებია, მაგრამგავბედავ და, ვისაც უნდა ეწყინოს, მაინც დავსვამ დასკვნის სახით ასეთ შეკითხვას _ ნეტავ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა უფრო ზომბირებული და დადებილებულია თუ ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ასე ხელაღებით, უაპეალიცოდ სჯერა ხოლმე ასეთი სიდებილეების?

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. მაგ ქალბატონმა იცის , რომ იმ უმცირესი ერის წარმომადგენელია, რომელსაც \\\’კარგი ქართველები\\\’ იყენებენ და ხვალ ნაგავში მოისვრიან?? ან კიდევ თუ ამდენს ავიწროვებდნენ, როგორ დარჩნენ სამნახევარი მილიონნი [ალბათ სუფთა სისხლის ქართველი ნახევარია] 12 მილიონიდან???? თავიანთ მხარდაჭერას უმეცრებით და გაუნათლებლობით გამოხატავს?? თუ ასეთი \\\’დემიკრატია\\\’ წაიკითხოს მაინც დემოკრატიის თეზმები…..მე მგონი თავხედი უფროა ვიდრე დემოკრატი.

  2. ამ სტატიამ ერთი ანეკდოტი გამახსენა, ახალდაბადებულ ბავშვს თავი კედელზე მიარტყმევინე და გურული გახდებაო. ეტყობა მაგ ნანა კალანდაძეს თავი მაგრად მიახეთქებინეს.

  3. არა ზურა, მასე არ ყოფილა! ნანას დედა ხელეში აყვანილს არწევდა და უცბად ხელიდან დაუვარდა ცემენტის იატაკზე. თავით დაეცა, მაგრამ გადარჩა! თუ გაინტერესებთ სინამდვილე მაშინ იხილეთთვით ქალბატონი რესპუბლიკელი ანას კომენტარი – მე ასე ვთვლი. ვისაც ეჭვი ეპარება, მისი საქმეა. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. სასამართლო ხომ არ არის, დოკუმენტებს რომ მთხოვთ? ბიჯოს!”

  4. ძალიან მომეწონა სტატია. ყოჩაღ ბაკურ რომ არ დაიზარე ამ ქალის ნაბოდვარის გადამოწმება! ყალბის მქნელი არც სტალინისტი მინდა და არც ანტისტალინისტი. სტალინის შეფასებები ძალიან ბევრი გვაქვს მისი თანამედროვე მისივე მოწინააღმდეგეებისგან და დასკვნებსაც აკეთებს ხალხი. ამიტომ ჯობია მოეშვან სტალინის საქმეების ქექვას და ენერგია დახარჯონ დღევანდელი საქართველოს საკეთილდღეოდ

  5. საოცარად კარგია რომ არსებობს რეალურად მოაზროვნე ადამიანები, ისტორია იციან და სამართლიანად მშჯელობენ! ძალიან ბევრი ნაგავი ჰყავს საქართველოს ! ბატონო ბაკურ !ძალიან დიდი მადლობა ამ სტატის და პასუხისთვის!

  6. დიდი კონსტანტინე გამახსენდება ხოლმე დიდ კაცზე რომ აქვს ნატკვამი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here