Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: თუ ამას გავიგებთ, გადავრჩებით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: თუ ამას გავიგებთ, გადავრჩებით

536

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ადამიანის რწმენის შესახებ იქადაგა და მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? _ უპირველეს ყოვლისა, უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ. უფალი ბრძანებს: “მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ”. თუ ამას გავიგებთ, ჩვენ გადავრჩებით”, _ ბრძანა ქადაგებისას პატრიარქმა.

მისივე თქმით, ადამიანის დამშვიდებისთვის საჭიროა გულწრფელი ლოცვა.

“ჩვენთან არს ღმერთი! _ ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც ემანუელ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვების შინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება”, _ აღნიშნა უწმინდესმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here