Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრო ბრეგაძე თამარ კორძაიას: ნუ ემალებით საზოგადოებას. დაადასტურეთ თქვენი პოზიცია!

სანდრო ბრეგაძე თამარ კორძაიას: ნუ ემალებით საზოგადოებას. დაადასტურეთ თქვენი პოზიცია!

582

“ეროვნულების” ლიდერმა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “რეპორტიორთან” საუბრისას რესპუბლიკური პარტიის წევრ თამარ კორძაიას მიმართა. 

„მივმართავ რესპუბლიკური პარტიის წევრ თამარ კორძაიას, რომელმაც განაცხადა: “ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ საკითხს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა არგუმენტებით მივიდა სასამართლო აქამდე და როგორ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიციები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა ეს პრაქტიკა სათანადოდ იქნეს გააზრებული იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას მტკივნეულად აღიქვამენ”. ეს არის თქვენი სიტყვები. კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგან, ნუ ემალებით საზოგადოებას, პრესას. კიდევ ერთხელ დაადასტურეთ თქვენი ეს პოზიცია. არც თქვენ და არც რესპუბლიკურ პარტიას არ გამოგივათ მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელება, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროთ, ჩაიჯიბოთ პარლამენტარის მანდატები და შემდეგ პარლამენტში დააკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რომელსაც თქვენ წინგადადგმულ ნაბიჯად აღიქვამთ. ნუ გეშინიათ, ნუ იმალებით, ნუ კადრულობთ ყველაფერს სკამისთვის, გამოდით და თქვით ის, რასაც ფიქრობთ! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ამით საბოლოოდ მცირდებით და სამარდებით ქართული საზოგადოების თვალში?!” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here