Home რუბრიკები პოლიტიკა პარიზის სასამართლო ამერიკელი გენერლის, გუანტანამოს ყოფილი ხელმძღვანელის დაპატიმრებას აპირებს

პარიზის სასამართლო ამერიკელი გენერლის, გუანტანამოს ყოფილი ხელმძღვანელის დაპატიმრებას აპირებს

537

საფრანგეთის სასამართლომ დასაკითხავად გამოიძახა გუანტანამოში ამერიკული ბაზის ხელმძღვანელი. 1 მარტს გენერალ ჯეფრი მილერს პარიზის მოსამართლე საბინა კერის ოფისში ელოდებიან. გენერალს საფრანგეთის ორი მოქალაქის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და წამებაში ადანაშაულებენ. სასამართლოში გენერლის გამოძახებას 15 წელიწადი დასჭირდა.

საქმის წარმოება დაიწყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. ფრანგები _ ნიზარ სასი და მურად ბენშენლალი გაემგზავრნენ ავღანეთში, რათა მომზადებულიყვნენ ჯიჰადისტთა საწვრთნელ ბანაკში. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყო ავღანეთის დაბომბვა, რამაც ფრანგები აიძულა, გადაბარგებულიყვნენ პაკისტანში, სადაც ისინი ამერიკელებმა ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით ისინი გუანტანამოში აღმოჩნდნენ.

ფრანგებმა საპყრობილეში 2 წელი და 6 თვე გაატარეს და უამრავი საშინელება გადაიტანეს. ისინი ამბობენ, რომ გენერალი მილერი პირადად აკონტროლებდა ხელქვეითების მოქმედებას და მკაცრად მოითხოვდა დაწესებულების პრინციპების დაცვას. ხელქვეითები კი პატიმრებს დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ, დიდხანს ჰყავდათ გამომწყვდეული კარცერში, აიძულებდნენ უხერხულ პოზებში დგომას და აბუჩად იგდებდნენ. მოკლედ, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა არ დაეცვათ ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ.

2006 წელს მილერი პენსიაზე გავიდა, მაგრამ მანამდე ერაყში აბუ-გრეიბის ციხის უფროსი იყო, სადაც ამერიკელებმა ტყვეების მიმართ საშინელი მოპყრობით გაითქვეს სახელი.

ფრანგები წლების განმავლობაში ცდილობდნენ, გენერლის გამოძახებას სასამართლოში, მაგრამ საფრანგეთის სასამართლო სარჩელს არ იღებდა, ახლა კი, როგორც იქნა, გენერალი გამოიძახეს. მაგრამ,დაზარალებულთა ადვოკატების თქმით, გენერალი პარიზის სასამართლოში არ გამოცხადდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here