რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საზოგადოებას სპეციალური განცხადებით მიმართა. მისი თქმით, რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
” ჩემი ინიციატივით, მქონდა სატელეფონო საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შედეგად მიღწეულია ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
გამართული დახურული კონსულტაციების და მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შედეგად, მოხერხდა მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგის მიღწევა. ზავი სირიაში, 2016 წლის 27 თებერვალიდან ამოქმედდება. აღნიშნული ზავის ამოქმედების პირობები არ ეხება ტერორისტულ დაჯგუფებებს- “ისლამურ სახელმწიფო”-ს (ИГИЛ), “ჯაბხად ალ ნუსრა”-ს და სხვებს.
ამ დრომდე , 2016 წლის 26 თებერვლის შუადღემდე, ყველა დაზავებული ძალა თავის კოორდინატებს აცნობებს რუსეთის და აშშ-ს სამხედრო ძალებს, რათა მათ აღნიშნული ძალების დისლოკაციის ადგილები რუქაზე დაიტანონ.
ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები დააკვირდებიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, სირიის სახელისუფლებო ძალებს და სხვა ოპოზიციურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის. რაც შეეხება ე.წ. ისლამური სახელმიფოს (ИГИЛ), „ჯაბხად ალ ნუსრა”-ს და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების დაჯგუფებებს, მათ წინააღმდეგ კვლავ გაგრძელდება საბრძოლო მოქმედებები.
“რუსეთი აქტიურად ითანამშრომლებს სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამავდროულად, შეერთებული შტატებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი სამუშაოები ჩაატარონ თავის მოკავშირე ოპოზიციურ დაჯგუფებებთან. გამოჩნდა შანსი, ბოლო მოეღოს მრავალწლიან სისხლისმღვრელ ომს და ძალადობას სირიაში, ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიიღოს ყველამ ვისაც ის სჭირდება,” – დასძინა პუტინმა და იმედი გამოთქვა, რომ სირიის მთავრობა, ოპოზიცია, ყველა პარტნიორი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ხელს შეუწყობენ რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღწეული შეთანხების შესრულებას.
ვლადიმირ პუტინის განცხადება:
https://www.youtube.com/watch?v=IPnc62CWX_8
კონსტანტინე ჩიკვილაძე