Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

863

4. არჩევნებიკაზინოში”.

რა ვიცით ამერიკული დემოკრატიის თავისებურებების შესახებ?

არ შეიძლება დათესო ერთი და მოიმკო მეორე. როგორი თესლიც დათესე, ისეთი გაიზრდება

ძველ ინდური სიბრძნე

ოქროსსარჩულიანი მოსასხამი ყველა ნაკლოვანებას მალავს

ლოპე დე ვეგა

წარმოიდგინეთ, რომ განსაკუთრებული ადამიანი ხართ. სრულიად გამორჩეული. ყველასგან რადიკალურად განსხვავდებით. გარშემო ყველა გამოიმუშავებს ფულს, თქვენ კი მათ მხოლოდ ბეჭდავთ. ეს ულევ შესაძლებლობას იძლევა. ხოლო სიღრმე და უსასრულობა ყოველთვის იზიდავს კაცობრიობას. ჩვენ გვნუსხავს ცეცხლის ცეკვა, გვიზიდავს ოკეანე, გვეძახის ვარსკვლავებიანი ცა, მაგრამ ფულის უსასრულობა ჰომო საპიენსს გაცილებით უფრო იზიდავს. ფულის გამო ხდება მილიონობით დანაშაული.

როგორი მიუღებელი საქციელის ჩადენას აპირებს ის, ვინც ოცნებობს ფინანსური უსასრულობის მიღწევაზე? ჭეშმარიტად კოსმოსურის. მეტისმეტად ბევრია მსურველი, დაიკავოს იმ ბედნიერთა ადგილი, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება, შეუძლიათ, აკეთონ ფული არაფრიდან. ეს ძალაუფლება უზარმაზარია, იგი ნებისმიერ შესაძლებლობას გაძლევთ. შეიძლება დაიქირავოთ საუკეთესო მეცნიერები, რომლებიც აღმოჩენებს გააკეთებენ. შეიძლება ყველაზე ნიჭიერი მწერლების, რეჟისორებისა და ჟურნალისტების ჩართვა და ისინი დეტალურად უამბობენ მსოფლიოს, რა სარგებელი მოაქვს კაცობრიობისთვის მსოფლიოს თანამედროვე წყობას. საუკეთესო ექიმები, ყველაზე მამაცი სამხედროები, ყველაზე ლამაზი ქალები, მთელი მსოფლიოს ტალანტები და თავად სამყარო _ თქვენს ფეხებთანაა გართხმული.

არის მხოლოდ ერთი პატარა “მაგრამ”. თავისი სიძლიერის მიუხედავად, ფედერალური სარეზერვო სისტემის ძალაუფლება ძალიან მოწყვლადია: მხოლოდ ერთ დოკუმენტს ეფუძნება – აქტს ფედერალური რეზერვის შესახებ, რომელმაც შეერთებული შტატების ემისია კერძო კომპანიას გადასცა. ეს ძალიან მყიფე საძირკველია. ფსს-ის ძალაუფლება შეგვიძლია, შევადაროთ უზარმაზარ ავიამზიდს, რომელიც ყველაზე თანამედროვე, ყველაზე დამანგრეველი იარაღითაა აღჭურვილი და მხოლოდ ერთი ბაგირის მეშვეობით ტივტივებს წყლის ზედაპირზე. როგორც კი გადავჭრით ამ ბაგირს, ავიამზიდი ფსკერზე წავა და ვერავითარი იარაღი, მისი კაპიტნის ვერანაირი პროფესიონალობა ვერ გადაარჩენს. ნებისმიერ მომენტში აშშ-ში შეიძლება მიიღონ სხვა კანონპროექტი, რომელიც აღადგენს ნორმალურ სიტუაციას და სახელმწიფო თვითონ დაიწყებს ფულის ბეჭდვას. თეორიულად ეს შეიძლება, ნებისმიერ წუთს მოხდეს და ზუსტად იმგვარად, როგორც ფედერალური რეზერვის შესახებ აქტი მოევლინა ქვეყანას: კანონპროექტის წარდგენა სენატის მხარდაჭერა, პრეზიდენტის მიერ დამტკიცება და მორჩა.

ასე მარტივად? დიახ, ასე მარტივად და ამასთანავე ძალიან რთულად. როცა ბაყბაყდევმა იცის, სადაა დამალული მისი სიკვდილი, გაფაციცებით იცავს იმ ადგილს. და, ამ ზღაპრული ურჩხულისგან განსხვავებით, ფსს დაუცველ ადგილს მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს. არც ზარდახშა და არც კვერცხი, არამედ აშშის ტელევიზიები, გაზეთები და პოლიტიკური სისტემა არის სანუკვარი ნემსის დარაჯები. ფსსზე წერენ და ლაპარაკობენ ყოველდღიურად, მაგრამ არავინ იცის მისი მფლობელების გვარები, არავინ! არის მხოლოდ ვარაუდები. ისინი, ეს მფლობელები, თითქოს არც არსებობენ. ეს კი ნიშნავს, რომ მათი კომპრომენტაცია შეუძლებელია, მათი გაკრიტიკება შეუძლებელია. არ შეიძლება მოხდეს რაიმე სკანდალი, სექსუალური ან ფინანსური, რომელიც დაუკავშირდება იმას, რაც არ არსებობს. ანონიმურობა და სრული საიდუმლოება _ ეს ძალაუფლების შენარჩუნების პირველი პირობაა. “საბეჭდი მანქანისმფლობელების მოკვლა ან დაშანტაჟება შეუძლებელია, მათ ძალაუფლებას უეცარი დაპატიმრებით ვერ ჩამოართმევთ. შესაძლებელია მხოლოდ ლიკვიდაცია, ფსსისთვის დაკისრებული ფუნქციების ჩამორთმევით. თანაც, აუცილებელი არაა ყველა ფუნქციის ჩამორთმევა _ საკმარისია, კონგრესს ემისიის უფლება დაუბრუნოთ. ფედერალური რეზერვი შესაძლებელია დავტოვოთ კიდეც. არეგულირეთ ეკონომიკა, ბატონებო, არეგულირეთ! დაე, იკბინებოდეს გველგესლა, თუკი შხამს ამოაცლი.

თუ ამგვარი საფრთხე არსებობს, მაშინ აუცილებელია ქმედებათა გარკვეული რიგითობის შემუშავება, რათა “მანქანის” უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ფსს-ის განადგურება მხოლოდ საკანონმდებლო გზითაა შესაძლებელი, აქედან გამომდინარე, აშშ-ის სახელისუფლო სტრუქტურების ლოიალურობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ქვეყნის პრეზიდენტი, კონგრესმენები, პოლიტიკური ელიტა ყურადღებით უნდა აირჩიონ და გადაამოწმონ. საკანონმდებლო მექანიზმის კონტროლი “ურჩხულის სიკვდილის” მაკონტროლებელია.

როგორ ხდება აშშ-ის სახელისუფლო სტრუქტურების ფორმირება? _ არჩევნების გზით.

ვინ მონაწილეობს მასში? _ სხვადასხვა პარტიები.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიების კონტროლი აუცილებელია. ათი პარტიის კონტროლი უფრო ადვილია, თუ ორის? _ რა თქმა უნდა, ორის. საოცარია, მაგრამ აშშ-ში პოლიტიკური ბრძოლა ხორციელდება მხოლოდ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის – დემოკრატიულისა და რესპუბლიკურის. მხოლოდ ამ პოლიტიკური სტრუქტურების წევრები ხდებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტები მთელი ისტორიის მანძილზე. იქნებ შტატებში მხოლოდ ორი პარტიაა? არა, იქ ასეულობით პარტიაა. რატომ ხვდებიან თეთრ სახლში მხოლოდ რესპუბლიკელების ან და დემოკრატების წარმომადგენლები? _ იმიტომ, რომ მხოლოდ ამ პარტიებს აქვთ უზარმაზარი ფინანსები და მედიასაშუალებების უსაზღვრო მხარდაჭერა. შეიძლება საოცარი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყოთ, სულიერი თვისებებით დედა ტერეზას ან წმინდა ფრანცისკს აჯობოთ, მაგრამ არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ გექნებათ. ეს ამომრჩევლებმაც იციან. ისინი უხასიათოდ აძლევენ მესამე პარტიის წარმომადგენელს ხმას, არ სურთ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდაჭერა, იმიტომ, რომ მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ.

მაგალითად, ავიღოთ 2008 წლის აშშის საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც ცნობილია, გაიმარჯვა ბარაკ ობამამ, მისი მეტოქე რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი იყო. ეს ყველამ იცის, მაგრამ დარწმუნებულები ხართ, რომ საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ორი გვარი იყო? რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე იმავე წელს ოთხი კანდიდატი იყრიდა კენჭს. ნუთუ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში მხოლოდ ორი, ანუ ორჯერ ნაკლები კანდიდატი იყო, ვიდრედესპოტურრუსეთში? არ შეიძლება ასე იყოს, არჩევნები ხომ ამერიკული სისტემის საფუძველთა საფუძველია, ამერიკული იდეოლოგიის ბიბლია, ყურანი და თორაა. შტატებში 18 ათასი არჩევითი თანამდებობაა, დაწყებული პრეზიდენტით და მივიწყებული პატარა ქალაქის შერიფით დამთავრებული. განა შეიძლება, რომ ქვეყნის მთავარ პოსტზე მხოლოდ ორი კანდიდატი იყოს?

რა თქმა უნდა არა. კანდიდატები ბევრნი იყვნენ, აშშ ხომ დემოკრატიული ქვეყანაა. პარტიებმა ღირსეულები წარადგინეს: (იხ. ცხრილი #1)

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/cxrili-1.jpg

როგორც ხედავთ, ყველაფერი მოწესრიგებულია. პოლიტიკური სუპერმარკეტის მთელი ასორტიმენტი წარმოდგენილია. აქ ორნაირი სოციალისტები, მწვანეები და ამერიკული დემოკრატიის ფესვებთან დაკავშირებული “ბოსტონის ჩაის სმის პარტიაცაა”. რეფორმების პარტია, აკრძალვის პარტია – ორი დამოუკიდებელი პარტიაა; მოკლედ, 11 პარტია, თუ არ ჩავთვლით რესპუბლიკურს და დემოკრატიულს. დავუმატოთ ერთი კანდიდატი, რალფ ნეიდერი, რომელიც დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. საბოლოო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურის პოსტისთვის 14 კანდიდატი იბრძოდა.

ახლა შეკითხვა _ რომელი მაძიებელი გეცნოთ აშშ-ის უმაღლეს პოსტზე? 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ, რესპუბლიკელთა და დემოკრატთა კანდიდატების გარდა, არც ერთი. მაკკეინი და ობამა. “მარსი” და “სნიკერსი”. ჩიპი და დეილი. “კოკა-კოლა” და “პეპსი-კოლა”. პრინციპი ერთი და იგივეა. ბრძოლის არასერიოზულობაზე აშშ-ის ამ ორი მთავარი პარტიის ემბლემებიც კი მეტყველებს: ვირი და სპილო. შოუ მაინც შოუა. აქ მთავარია დიზაინი, მიწოდება და ფერადი გადაწყვეტა, და არა აზრები და იდეები. ვინ უსმენს შოუს დროს იდეებს, ვინ უღრმავდება მათ?!

საარჩევნო კამპანია თითქმის მთელ 2008 წელს გრძელდებოდა. ყოველდღე გვიყვებოდნენ ტელევიზორის ეკრანიდან, გვეუბნებოდნენ რადიოთი, წერდნენ გაზეთებში მხოლოდ ორ კანდიდატზე: ჯონ მაკკეინსა და ბარაკ ობამაზე. ჩვენც სწორედ ეს ორი კანდიდატი ვიცით. ყველა გამოკითხვა, ყველა რეიტინგი მასალებს მხოლოდ ამ “ტკბილ წყვილზე” გვაწვდიდა. პირდაპირი ტრანსლაციები მხოლოდ ამ პარტიების ყრილობებიდან იმართებოდა. მაშ, რატომ გიკვირთ, რომ ამგვარი ტვინის გამორეცხვის შედეგად ხმათა მინიმუმი ერგო ყველა დანარჩენ კანდიდატს, ობამასა და მაკკეინის გარდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/cxrili2.jpg

(იხ. ცხრილი #2)

მაგრამ ჩვენ ხომ ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ აშშ თანაბარი შესაძლებლობების საზოგადოებაა?! ეს სად, თუ არა არჩევნებზე, უნდა დამტკიცდეს? რატომ საუბრობს მედია მხოლოდ ამ ორ კანდიდატზე, როცა თოთხმეტი კანდიდატი არსებობს?

იმიტომ, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ წერონ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. ვის აინტერესებს წინასწარ განწირული სტატისტები? _ არავის, ამიტომ მთელი ყურადღება მომავალი პრეზიდენტისკენაა მიმართული, რომელსაც მხოლოდ ორი ადამიანიდან ირჩევენ და არა თოთხმეტიდან. არ უნდა დააძალო არავის, ყველა ტელეარხი და ყველა გაზეთი ისედაც რესპუბლიკელთა და დემოკრატთა კანდიდატებზე დაწერს, მაგრამ არჩევნების შედეგები ვითომ არაპროგნოზირებულია?! გაიმარჯვებს ან ობამა, ან მაკკეინი. სადღაა არაპროგნოზირებულობა?

იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს ძალაუფლებაზე დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მონოპოლიის დარღვევის მილიმიკრონული შანსიც კი, კიდევ ერთი მზაკვრული ხრიკი მოიფიქრეს. მას პრაიმერიზი (primaries) ეწოდება. ეს ე.წ. პირველადი არჩევნებია, ანუ ყველაზე ღირსეულის შიგა პარტიული არჩევნები, რომელიც პრაქტიკულად ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად მიმდინარეობს. უნდა აირჩიონ რამდენიმე კანდიდატი ყველა პარტიიდან, რომლებიც გადავლენ მეორე ტურში და წარადგენენ თავიანთ პარტიას აშშ-ის მეთაურის პოსტზე ბრძოლაში. მზაკვრობა ისაა, რომ კვლავ ნახევარ წელიწადზე მეტ ხანს გვიყვებიან ორ პარტიაში არჩევნების შესახებ. გამოიცანით, რომელ პარტიებზეა საუბარი? სწორია, კვლავ განუყრელი დემოკრატები და რესპუბლიკელები. დილიდან საღამომდე ტელეეკრანებზე ობამა და მაკკეინი ებრძვიან თანაპარტიელებს ერთადერთი კანდიდატის ტიტულისთვის. თვეების განმავლობაში ეს შტატების ნომერი პირველი ახალი ამბავია, ანუ სრულიად მსოფლიოსიც. არადა, არჩევნები არც კი დაწყებულა, მაგრამ არსებითად ის, დიდი ხანია, მიმდინარეობს. პიკეტები, აქტივისტები, ბროშურები, სამკერდე ნიშნები, ტელერეპორტაჟები, ინტერვიუები, გაზეთებისა და ჟურნალების პირველი გვერდები. ამერიკელებს თავიდანვე ამზადებენ – ვერც ერთი სხვა პარტია (და, მითუმეტეს, უპარტიო კანდიდატი) ვერ უზრუნველყოფს ასეთ ყურადღებას თავისი პერსონის მიმართ.

თავად პრაიმერიზიც საკმაოდ საინტერესოდაა მოწყობილი. თითქოს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს აშშ-ის რიგითი მოქალაქისთვის, რომელი პარტია ვის წარადგენს. ჩატარდა ყრილობები – აირჩიეს კანდიდატურა, შემდეგ მაინც მოქალაქეები მიიღებენ საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს და თავიანთი ხმით გამოხატავენ ამ პარტიის მიმართ დამოკიდებულებას, მაგრამ _ არა, კანდიდატს იმდენ ხანს ირჩევენ, რა დროც ქალს სჭირდება ბავშვის გასაჩენად. რატომ ასე დიდხანს? რათა საბოლოოდ გამორეცხონ ამომჩევლის ტვინი. მთელი ამ დროის განმავლობაში საწყალ ამომრჩეველს თავზე ატყდება ინფორმაციისა და პროგნოზების ნიაღვარი. და სულ მხოლოდ ორი პარტიის კანდიდატებზე. გამეორება კი, ხომ იცით, რისი დედაა…

ვინ მონაწილეობს პრაიმერიზში? ლოგიკურია, თუ წარმოვიდგენთ, რომ პარტიის კანდიდატს ამავე პარტიის წევრები ირჩევენ. არაფერიც. თურმე რამდენიმე სახის პრაიმერიზი არსებობს. დახურულში მხოლოდ პარტიის რეგისტრირებული წევრები მონაწილეობენ, მაგრამ, თუ შტატში ღია პრაიმერიზი ტარდება, მაშინ მონაწილეობა შეუძლიაშტატის ნებისმიერ მაცხოვრებელს, დამოუკიდებლად იმისა, არის პარტიის წევრი თუ არა! გენიალურადაა მოფიქრებული _ არჩევნებამდე ჯერ ერთი წელიწადია დარჩენილი, მაგრამ მაინც სრული სვლით მიმდინარეობს მხოლოდ ორი პარტიის კანდიდატების მონაწილეობით.

მაშ, შესაძლებლობათა როგორი თანასწორობა შეიძლება იყოს?

კანდიდატების თანაბარი შანსები?

ეს რაღა დემოკრატიაა?

ყველაზე ნამდვილი, _ გვიპასუხებენ ჩვენი ლიბერალები! სწორედ ეს არის დემოკრატია, ესაა ეტალონი მთელი კაცობრიობისთვის.

ახლა კი ვნახოთ, პრინციპულია თუ არა ერთი პარტიის ორ კანდიდატს შორის არჩევანი, რომელსაც გაზეთები და ტელევიზიები თვეების განმავლობაში აშუქებენ. ვინ გახდება დემოკრატების კანდიდატი? მთელი მსოფლიოსთვის ეს ამბავი ზემნიშვნელოვანია. ვინ გაიმარჯვებს, ვინაა მათ შორის უფრო ღირსეული და უკეთესი? სინამდვილეში კი არანაირი განსხვავება არაა, მათი პროგრამები არაფრით განსხვავდება. როგორ შეგვიძლია ამის დამტკიცება? უწინარესად იმით, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ერთი პარტიის შიგნით. ამერიკულ პარტიულებს არ ჰყავთ მემარცხენე და მემარჯვენე “უკლონისტები”, მათ შორის არ არიან არც მენშევიკები, არც ბოლშევიკები. და, მეორე, იმით, რომ გამარჯვების შემდეგ ახალგამომცხვარი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სახელმწიფო მდივნად დანიშნავს… ჰილარი კლინტონს, ანუ თავის მეტოქეს, რომელსაც “სასიკვდილოდ” ებრძოდა პრაიმერიზში, რომელთანაც “პრინციპული” უთანხმოება ჰქონდა. აი, გაიმარჯვა, პრეზიდენტი გახდა _ სად გაქრა ეს უთანხმოება? უთანხმოება არც არასდროს ყოფილა. ამერიკელ ამომრჩეველს მიაწოდეს მხოლოდ ფერისა და სქესის კოსმეტიკური არჩევანი (როგორც სუპერმარკეტში ავეჯის შეძენისას). რა უფრო მოგწონთ: პრეზიდენტი შავკანიანი მამაკაცი საგარეო პოლიტიკის სათავეში თეთრკანიან ქალთან ერთად თუ პრეზიდენტი თეთრკანიანი ქალბატონი საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში შავკანიან მამაკაცთან ერთად?

მაგრამ ეს არ არის ყველა სიურპრიზი, რომელიც კი ელოდება ადამიანს, თუკი მოისურვებს, კარგად დააკვირდეს ამერიკულ “დემოკრატიულ” არჩევნებს.

აშშის სხვადასხვა შტატში საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტენებში კანდიდატთა რაოდენობა სხვადასხვა იქნება!

ამ სიებში (ანუ ბიულეტენში) რომ მოხვდეს, თეთრი სახლის პრეტენდენტი აუცილებლად უნდა წარადგინოს ან საკმაოდ დიდმა პოლიტიკურმა პარტიამ, ან წარდგენილ იქნას მომხრეთა საჭირო რაოდენობის ხელმოწერებით, ამასთანავე, ბიულეტენში კანდიდატის შეტანის ცენზს ყველა ამერიკული შტატი დამოუკიდებლად ადგენს”(?!).

ვისი სახელია შეტანილი ბიულეტენებში ყველა შტატში და ვის აქვს გამარჯვების შანსი? გასაგებია, რომ დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კანდიდატებს. სწორედ ეს ორი ბატონი გამართავს ბრძოლას და საბოლოო ჯამში ამ ორიდან ერთ-ერთი გაიმარჯვებს, მაგრამ ფსს-ის დამფუძნებლებისთვის არც ესაა საკმარისი. მოულოდნელობებისგან თავის დაზღვევაა საჭირო.

როგორ? საჭიროა, რომ არა მხოლოდ აშშ-ის ორი მთავარი პარტია იყოს თქვენი. საჭიროა, რომ აშშ-ის ყველა მსხვილი პარტია თქვენი იყოს.

აშშში ალტერნატიული პოლიტიკური ძალებისდიდ სამეულსსამი პარტია შეადგენს: ლიბერტარიანული პარტია, “მწვანეთაპარტია და კონსტიტუციური პარტია. საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ პარტიების კანდიდატთა სახელები იქნება წარდგენილი შტატების უმრავლესობის ბიულეტენებში. დანარჩენი პარტიების კანდიდატები წარდგენილები არიან ათი ან უფრო ნაკლები შტატის ბიულეტენებში”.

ანუ კიდევ სამი პარტიის კანდიდატები მოხვდებიან თითქმის ყველა სიაში, რომლებსაც იხილავს ამომრჩეველი არჩევნების დღეს. ამგვარად, მათ აქვთ გამარჯვების მოჩვენებითი შანსი. თუ ზემოთ მოყვანილი შედეგების ცხრილს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ამომრჩეველთა ხმებს, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გარდა, სწორედ ამ სამი პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ.

ურთიერთკავშირი თვალსაჩინოა: ხარ ბიულეტენში _ იღებ ხმებს, არ ხარ _ არც ხმებია. თუ მხოლო ერთ ან ორ შტატში ხარ _ მაშინ, საბოლოო ჯამში, არაფერიც არ გამოდის.

გაგრძელება იქნება

1 COMMENT

  1. ამას ქვია დაბოლება ამერიკულად. იგივე უნდათ, რომ აქაც ისევე დაგვაბოლონ-აქამდე აყალბებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here