Home რუბრიკები საზოგადოება დაჯი შელეგია: ერთ დღეს, როდესაც ფეხსაცმელს ვაცმევდი, მოხუცი მოულოდნელად თმაში მწვდა და...

დაჯი შელეგია: ერთ დღეს, როდესაც ფეხსაცმელს ვაცმევდი, მოხუცი მოულოდნელად თმაში მწვდა და კანიანად მომაგლიჯა

783

უკონტროლო მიგრაციულმა პროცესებმა ნეგატიური ზეგავლენა იქონია საქართველოს განვითარებაზე. წამოიჭრა ისეთი პრობლემები, როგორიცაა დემოგრაფიული ვითარების გაუარესება, ტვინების, ანუ კვალიფიციური კადრების გადინება. ამის ძირითადი მიზეზი უმუშევრობა და, შესაბამისად, ელემენტარული საარსებო სახსრების უქონლობაა, ამიტომაც გარბიან ქართველები უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად. 

საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ უმკლავდება და არც მისი გადაჭრის გზებს ეძებს. ქართველ დედებს კი ოჯახების დასაპურებლად კვლავ შვილებისგან შორს გაუსაძლის პირობებში უწევთ მოხუცების მოვლადაჯი შელეგიამ სამშობლო 1999 წელს დატოვა, როცა 46 წლის იყო. ახლა აშშში ცხოვრობს, კერძოდ, ბრუკლინში (ნიუ იორკის შტატი). ამჟამად უმუშევარია და თვეში ორი დღეს თუ გამოუჩნდება რამე სამსახური.

კიდევ რა არის სამშობლო?

_ თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება _ ეს არის სამშობლო.

_ კიდევ?

_ კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა _ ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწათბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.

_ კიდევ რა?

 _ სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე.

_ როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

…_ იქნებ, შენ მაინც მითხრა, რა არის სამშობლო? _ ვეკითხები ჩემს მარადიულ ბებიას.

_ მაგი რომ ვიცოდე, მაშინ რა მიჭირს, ნენასამშობლო, ალბათ, სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ყველა კაცი ამ ქვეყნიდან სიცოცხლით გაუმაძღარი, _ მიპასუხებს იგი”.

ნოდარ დუმბაძე,

სამშობლო

_ ქალბატონო დაჯი, რატომ დატოვეთ საქართველო?

_ ჩემი ოჯახის წევრები არ მუშაობდნენ და იძულებული შევიქენი, მათ გამოკვებაზე პასუხისმგებლობა მე ამეღო საკუთარ თავზე. ამერიკაში იმ მიზნით წავედი, რომ ოჯახი შიმშილისგან გადამერჩინა. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო, რადგან არასდროს დამიტოვებია ძვირფასი ადამიანები… წარმოიდგინეთ, რას განვიცდიდი, როდესაც კარი მივიხურე და წავედი ოჯახიდან შორს, სიყვარულისა და სითბოსგან შორს… და უცებ აღმოვჩნდი სიცივეში…

_ კმაყოფილი ხართ სამუშაო პირობებით?

_ რთულ პირობებში მიწევს მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ ვუვლი ავადმყოფ მოხუცებს. რამდენჯერმე ვიმუშავე ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ მოხუცთან. ერთხელ 5 წლის განმავლობაში ვუვლიდი ინსულტიან და ნერვიულ მოხუც ქალბატონს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ღამეები არ ეძინა და, შესაბამისად, ვერც მე ვიძინებდი. ერთ დღეს, როდესაც ფეხსაცმელს ვაცმევდი, მოხუცი მოულოდნელად თმაში მწვდა და კანიანად მომაგლიჯა. ეს ჩემთვის უდიდესი დამცირება იყომსგავსი შემთხვევა ბევრჯერ მქონია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. შეიძლება, კითხვა გაგიჩნდეთ, რატომ არ მიატოვე ასეთი სამსახურიო, მაგრამ რა უნდა მექნა?! ჩემ უკან ჩემი ოჯახი იდგა, რომელიც დახმარებას ელოდა, და მათ გამო ყველაფერი უნდა ამეტანა. არამხოლოდ მე, ჩემ გარშემო ყველა ემიგრანტს ჰქონია მსგავსი შემთხვევა.

_ სამშობლოდან შორს ყოფნა ყველასთვის დიდი ტკივილია

_ ძალიან რთულია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს ტკივილს… საქართველო 1999 წელს დავტოვე. ამდენი წელი ოჯახისგან შორს ცხოვრებას ეხუმრებით?.. ცრემლიანი თვალებით ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ღამეებს ვათენებდი ოჯახზე ნერვიულობითა და მონატრებით. მარტო მე არ ვარ ასე, ყველა ემიგრანტი იტანჯება ასეთი უბედური ცხოვრებით ძალიან თბილი ოჯახი მყავს და, როდესაც ვფიქრობ, როგორ დროს ვატარებდით ერთად, თვალზე ცრემლი მადგება. მყავს უთბილესი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები. ნაადრევად, მაგრამ სიყვარულით შევქმენი ოჯახი, 46 წლისამ კი მივატოვე საყვარელი ადამიანები. ბევრი ბედნიერი დღე მქონია, ჩემთვის განსაკუთრებულ იყო დღე, როდესაც პირველი შვილიშვილი შემეძინა. 36 წლისა უკვე ბებია ვიყავი… ძალიან განიცდიდა მეუღლე ჩემს წამოსვლას ამერიკაში. მენატრება ჩემი ოჯახი და ჩემი საქართველო..

_ რატომ არ ბრუნდებით საქართველოში?

_ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეები აიძულა, დაეტოვებინათ ოჯახები და სამშობლო. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართველებს ართმევდნენ კერძო საკუთრებას, ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, მიწებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ჰყიდდნენ, კერძოდ, თურქებზე, ინდოელებზე, არაბებზე. სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაიქცა ჩემი ოჯახი… მრცხვენია, რომ ამდენი წელია, ემიგრანტი ვარ. ვფიქრობ, “ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ემიგრანტების დაბრუნება, რადგან მათი ფულადი გზავნილებით დგას დღევანდელი საქართველო ფეხზე”.

დაბრუნება ძალიან ბევრჯერ გადავწყვიტე, მაგრამ არ ვარ ხელის გაწვდენას მიჩვეული, პენსიით კი საკუთარ თავსაც ვერ ვარჩენ, ოჯახზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, იქიდან გამომდინარე, რომ მჭირდება საკმაო რაოდენობის წამლები. მყავს განათლებული ქალიშვილი, რომელმაც დაამთავრა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერსად იშოვა სამსახური. ჩემი მეორე შვილიც უმუშევარია, მეუღლეც უმუშევარი მყავს და ყველას რჩენა მე მიწევს. ამერიკაშიც გაჭირდა სამსახურის შოვნა, რადგან არ წყდება ემიგრანტების ნაკადი, მათ შორის, ქართველების. იმისთვის, რომ დავბრუნდეთ საქართველოში, ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს ხალხზე ზრუნვა, პრემიებით არ გაისქელონ ჯიბეები და დაასაქმონ ხალხი, რათა შევძლოთ ნორმალურ პირობებში არსებობა. თუ ოჯახში ორი ადამიანი მაინც იქნება დასაქმებული, დარწმუნებული ვარ, ყველა ემიგრანტს მოუნდება საქართველოში დაბრუნება.

_ როგორია ახლა საქართველო შორიდან და როგორი გსურთ, რომ იყოს მომავალში?

_ საქართველო ამჟამად დიდ გასაჭირშია. მესმის, ადვილი არ არის დაქცეული ქვეყნის ფეხზე დაყენება, მაგრამ მინისტრებმა ქამრები უნდა შემოიჭირონ. მათ, ვინც ხალხის კეთილდღეობაზე არ იფიქრებს და ფეხზე დაყენების ნაცვლად, მის გაყვლეფას დაიწყებს, განგება გადაუხდის სამაგიეროს. გვეყოფა ამდენ ხანს ტყუილში ცხოვრება. ხელისუფლებავ, მიხედე გაჭირვებულ ხალხს! მრცხვენია, ემიგრანტი რომ ვარ და ვერაფრით ვეხმარები თანამემამულეებს…შორიდან ისე ჩანს, თითქოს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები კარგად ვართ, მაგრამ ეს აბსურდია… იმედს არ ვკარგავ, რომ საქართველო მაინც დადგება ფეხზე…

_ რას ეტყოდით მონატრებულ ქართველებს

_ ჩემს ქართველ ხალხს ვეტყვი, რომ სულიერად არ დაეცეს და გაუმკლავდეს ყველა პრობლემას, ყველაფერი გამოსწორდება და გაუმჯობესდება. იმედი არ მოუშალოს ჩემს ქართველ ხალხს უფალმა! იმედი მაქვს, ჩვენც მალე დაგიბრუნდებით…

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. უმაგრესი ადამიანი,მეგობარი,უღალატო ქარტველი,გენაცვალე მე შენ ,წლებია გიცნობთ :* მიყვარხართ იცით.

  2. Ver gavige ra chuachia saakachvili tu es kalbatoni 1999 tels tavida amerikachi kvela dros arian gasuleni sakartvelodan da ufro bolo tlebchi me piradad axali mtavrobis dros davtove sakartvelo da davdge da vagino. Otsnebis xelisufleba

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here