Home რუბრიკები ბლოგი თურქეთი- საქართველოს ისტორიული მტერი, თუ მეგობარი: “გურჯისტანის ვილაიეთი” (ფილმი)

თურქეთი- საქართველოს ისტორიული მტერი, თუ მეგობარი: “გურჯისტანის ვილაიეთი” (ფილმი)

როგორც ევრაზიის ინსტიტუტი იუწყებოდა, მომზადდა ფილმი, სახელწოდებით „გურჯისტანის ვიალიეთი“, რომელშიც განხილულია სირიის მოვლენების გამომწვევი მიზეზები, თურქეთის საგარეო პოლიტიკა და ამასთან დაკავშირებით საქართველოსათვის არსებული ისლამისტური საფრთხე. 

ვიდრე ვნახავდეთ ფილმს, ჩავატაროთ მცირე ისტორიული ექსკურსი:

     მეთექვსმეტე საუკუნეში სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, ტაო-კლარჯეთი და მესხეთ-ჯავახეთი, ასევე აჭარაც, ოსმალებმა დაიპყრეს და „გურჯისტანის ვილაიეთი“ უწოდეს.

     „გურჯისტანის ვილაიეთი“ 8 ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფოდა. ესენი იყო: ახალციხის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჩილდირის, ფოცხოვის, პეტრეს, ფანაკისა და დიდი არტაანის ლივები. თავის მხრივ, ლივები ნაჰიებად (რაიონებად) იყო დანაწილებული, დასახლებული პუნქტების   1160-ს შეადგენდა.

    ამ ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დახმარების შედეგად გახდა შესაძლებელი:  პირველად, 1828 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოს დაუბრუნდა ძველი მესხეთის და ჯავახეთის ნაწილები: ქობლიანი, ოძრხე(აბასთუმანი), ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი და აბოცი (ჩილდირი); ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო და ერუშეთი.

     შემდეგ, 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, პარიზის ზავით, შემოერთებულ იქნა მესხეთის მეორე ნაწილი:

 აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილო ნაწილი- ოლთისი.

     რუსეთის დროს შემოერთებული ტერიტორია შემდეგი მოცულობისა იყო:

     ახალციხის მაზრა- 2706 კვადრატული კილომეტრი; ახალქალაქის მაზრა- 2793; ბათუმის ოლქი- 3779; ართვინის ოლქი- 3339; ფოცხოვის ოლქი- 588; არტაანის ოლქი- 5137; ოლთისის ოლქი- 3051;

     სულ, მესხეთის ტერიტორია უდრიდა 21 393 კვადრატულ კილომეტრს ანუ მთელი საქართველოს მესამედზე მეტს, ძველი მესხეთის ნაწილებიდან ოსმალეთის საზღვრებში დარჩა ჭანეთი ანუ ლაზისტანი და ზემო ჭოროხზე მდებარე ნაწილი.

    ეს ისტორიული ექსკურსი პირველ რიგში მათთვის არის განკუთვნილი, ვინც რუსეთს საქართველოს ისტორიულ მტრად თვლის, თურქეთს კი მეგობრად.

    როდესაც ვახსენებთ ტოპონიმებს – ბათუმი, ქობულეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური და კიდევ მრავალი სხვა, იქვე გვახსოვდეს, რომ რუსეთის გარეშე ეს ყველაფერი დღეს თურქეთის ნაწილი იქნებოდა, ხოლო დანარჩენი საქართველო რამდენ ნაწილად განაგრძობდა არსებობას და იარსებებდა თუ არა საერთოდ, კიდევ ცალკე საკითხავია.

     ახლა კი ვნახოთ, „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ შექმნილი მართლაც საინტერესო და კარგი დოკუმენტური ფილმი „გურჯისტანის ვილაიეთი“, რომელიც არა მხოლოდ ისტორიას, არამედ უფრო თანამედროვეობას ეხება:

https://www.youtube.com/watch?v=NPe86jlXynI                          

                                                                              კონსტანტინე ჩიკვილაძე

11 COMMENTS

  1. დიდ მადლობას ვეუბნები და სრულად ვეთანხმები ბატონ კოსტანტინე ჩიკვილაძეს და მის მეტად საინტერესო სტატიას მტკიცებულებად თანდართული ფილმით, რომელიც ნათელი დასტურია იმისა თუ ვინ არის საქართველოს მტერი და ვინ არი ჩვენი მოყვარე.

  2. Turqeti saqartvelos megobari arc kofila da arc arasodes ar iqneba. Piriqit erti suli aqvt rodis chagvklapon. Ase ram daanebet am iluziebit cxovrebas tavi da kargad da guldasmit sheiswavlet saqartvelos istoria

  3. უკაცრავად და იქნებ ისიც აგვიხსნათ როგორ მოხვდა ეს ტერიტორიები უკან თურქეთის მფლობელობაში? და ვინ გააუქმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1921 წელს?

  4. absolitur cheshmaritebas metyvelebt batono konstantine turketis megobrobas warsulis cotaodeni gadaxedvac ki dagvanaxebs da vinc ver xedavs martla ver xedavs tu tavs isulelebs ? ikneb gadaxedon cotaxnis ukan mesxetshi muslimebisa da martlmadideblebis dapirispirebas esec xo turketidan imarteboda da albat male damtavrdeba , piradat me yvelanairat getanxmebit .

  5. პრობლემა ისაა, რომ მე-19 საუკუნის რეალობის გადმოტანას ცდილობთ 21-ე საუკუნეში რუსული ფულის გმოყენებით. თურქეთი მტერი იყო ორი საუკუნის წინ, ხოლო ახლა რუსეთია მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს მთელი მსოფლიოს მიერ საქართველოს ნაწილად მიჩნეული მიწები.

    თურქეთი დღეს რომ მეგობარია, იმას არ ნიშნავს, რომ ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი ინტერესები გულდაგულ არ დაიცვას მტერთანაც და მოყვარესთანაც.

  6. ისტორიულ რეალობას ნუ მოვწყდებით. გუშინ, დღეს და ხვალისთვის ყველა ჩვენი უშუალო მეზობელი და არა უშუალოც, პირადი სტრატეგიული მიზნებით მოქმედებდა და იმოქმედებს და იხელმძღვანელებს. აი, აქ გვმართებს გონიერების გამოჩენა.

  7. ხოდა 19 საუკუნის ამბებს თუ შევეხებით თურქეთი სწყურია თავისი ისტორიული მიწების დაბრუნება ესე ფუქრობს ის :))ყოფილი მტრები არ არსებობენ. მტერი მტერია 19 ში იყო თუ 12 ში და ამაზე ღიად საუბრობს თურქეთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here