Home რუბრიკები საზოგადოება ჟერარ დეპარდიე სტალინის როლს შეასრულებს

ჟერარ დეპარდიე სტალინის როლს შეასრულებს

954

ფრანგი მსახიობი, 2013 წლიდან რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე ახალ ფილმში იოსებ სტალინის როლს შეასრულებს. ფილმის სახელწოდებაა Le divan de Stalin (“სტალინის დივანი”). რეჟისორია ცნობილი ფრანგი მსახიობი, დეპარდიეს პარტნიორი ფილმში “მეზობელი ქალი” ფანი არდანი.

ფილმს ფრანგი მწერლის _ ჟან-დანიელ ბალტასის რომანის მიხედვით გადაიღებს ფრანგულ-პორტუგალიური კომპანია. “მოსფილმი” კი კოსტიუმებსა და რეკვიზიტებს უზრუნველყოფს.

კინოში მოთხრობილი იქნება ისტორია, რომელიც 1950 წლის საბჭოთა კავშირში ვითარდება. იგი ახალგაზრდა მხატვარ დანილოვზეა, რომელიც სტალინის მონუმენტს შექმნის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here