Home რუბრიკები საზოგადოება კუსტურიცა ნანობს, რომ პუტინი უფრო ადრე არ გამოჩნდა

კუსტურიცა ნანობს, რომ პუტინი უფრო ადრე არ გამოჩნდა

509

 “პუტინი უფრო ადრე რომ გამოჩენილიყო, მასთან ერთად გადავწყვეტდით, გვსურს თუ არა ჩვენ, იუგოსლავებს, ეს დასავლური “დემოკრატია”, რომელსაც ვერ ვიტანთ. პუტინი მოგვცემდა C-300-ებს და ისტორიაც სხვა სცენარით განვითარდებოდა”

სახელგანთქმული სერბი კინორეჟისორი თვლის, რომ, რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის გარდა, სირიელებს ვერავინ დაუბრუნებს უფლებას, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, _ სურთ თუ არა თავიანთ პრეზიდენტად ასადი ან სხვა ვინმე.

“პუტინი უფრო ადრე რომ გამოჩენილიყო, მასთან ერთად გადავწყვეტდით, გვსურს თუ არა ჩვენ, იუგოსლავებს, ეს დასავლური “დემოკრატია”, რომელსაც ვერ ვიტანთ. პუტინი მოგვცემდა ჩ-300-ებს და ისტორიაც სხვა სცენარით განვითარდებოდა”, _ დარწმუნებულია ემირ კუსტურიცა.

რეჟისორის აზრით, მიგრაციული კრიზისი ევროპაში კარგა ხანს არ დასრულდება, “თუ მართალი არ ვარ, მაშინ რატომ არ რჩებიან თურქეთში სირიელი ლტოლვილები, რომლებსაც, ისევე როგორც იუგოსლავიაში, რეგულარულად ანადგურებენ ან რატომ არ უზრუნველყოფს მათ საუდის არაბეთი 2 მილიონი კარვით? ქრისტიანები, რომლებიც ქრისტიანობის აღმოცენების პერიოდიდან ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთში, ახლა განადგურების საფრთხის წინაშე დგანან”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here