Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი: რაც უნდა სცადონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, არც ერთ პროვოკაციაზე არ...

ირაკლი ღარიბაშვილი: რაც უნდა სცადონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით

480

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ და მოსკოვისგანაც იმავეს ელის

 “არსებით ფორმატად საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური საკითხების განსახილველად რჩება ჟენევის მოლაპარაკებები. ასევე გრძელდება დიალოგი საქართველოსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის, ე.წ. პრაღის ფორმატი. მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში, ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული წინსვლა და თანამშრომლობა. მზად ვართ, გავაგრძელოთ პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და რუსეთისგან ასევე ველით ანალოგიურ მიდგომას… რაც უნდა სცადონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით და ჩვენი მშვიდობიანი გზა არ შეიცვლება”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here