Home რუბრიკები საზოგადოება გოგი თოფაძე: სურსათის კუთხით საქართველო ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსა

გოგი თოფაძე: სურსათის კუთხით საქართველო ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსა

511

პარლამენტის წევრ გოგი თოფაძის თქმით, საზღვრებს გარედან შემოსული ლამაზად შეფუთული პროდუქციის უკან რეალურად უვარგისი პროდუქცია იმალება; არ არის თვალსაჩინო წარწერა გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე. ამასთანავე, თოფაძის თქმით, არასწორია, რომ გენმოდიფიცირებული და ნატურალური პროდუქცია დახლებზე გვერდიგვერდ დევს.

„კანონს, რომელიც პროდუქციაზე შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერის გამოტანას ავალდებულებს, რეალურად, არავინ ემორჩილება და პრაქტიკულად, უმოქმედოა. კანონში პირდაპირ წერია, რომ წარწერა “გმო” თვალსაჩინო უნდა იყოს. ამას არ ასრულებენ და ისეთი წვრილი შრიფტით აწერენ, ლუპითაც ვერ დაინახავ. ნებისმიერ პროდუქტში გმო-ს შემცველობა 0.9 %-ს არ უნდა აღემატებოდეს, ჩვენთან კი პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობა 40 %-ს აჭარბებს, რაც კატასტროფაა. უსერიოზულესი პრობლემის წინაშე ვდგავართ და სასწრაფო ზომების მიღება გვმართებს”, _ განაცხადა თოფაძემ გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში. პარლამენტარი ამბობს, რომ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოშიც  გაიხსნას ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში შემოსულ პროდუქციას შეამოწმებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here