Home რუბრიკები პოლიტიკა ბერნარ კუშნერი: ძალიან ნუ იჩქარებთ, ჯერ ევროკავშირი უნდა შეიცვალოს

ბერნარ კუშნერი: ძალიან ნუ იჩქარებთ, ჯერ ევროკავშირი უნდა შეიცვალოს

466

“თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ რაღაც შანსი, მაგრამ ძალიან ნუ იჩქარებთ, ევროკავშირი ჯერ თვითონ უნდა შეიცვალოს”, _ განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა საგარო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას. 

“შეხედეთ, ჩვენ, ყველამ, 28 ქვეყანამ ერთად, ვერ შევძელით საერთო პასუხი გაგვეცა იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ. ჩემი რჩევა იქნება, თვითონ მოამზადოთ საკუთარი თავი საქართველოში და შემდეგ ვნახოთ. მთავარია, მზად იყოთ ამისთვის. ეს არის დიდი მანქანა, რომელიც 28 ქვეყნისგან შედგება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით თქვენს მობრძანებას ევროკავშირში. ჯერ გარკვეული დროის განმავლობაში _ კანდიდატის რანგში და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა, გახდებით ევროკავშირის წევრი”, _ განაცხადა ბერნარდ კუშნერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here