Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: ბიუჯეტის გაორმაგება რას ნიშნავს _ ორი მანქანით იაროს?

თამაზ მეჭიაური: ბიუჯეტის გაორმაგება რას ნიშნავს _ ორი მანქანით იაროს?

609

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდა საჭიროების შემთხვევაში თვითონ ამ სამსახურმა უნდა მოითხოვოს. მისი განცხადებით, აუცილებელია გაიწეროს ის ღონისძიებები, რომლებისთვისაც დამატებითი თანხებია საჭირო.

 “ამას უნდა ითხოვდეს თვითონ სამსახური, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, მთავრობა. უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რისთვის სჭირდება. გაორმაგება რას ნიშნავს _ ორი მანქანით უნდა იაროს დეპარტამენტის თანამშრომელმა, ორი ხელფასი უნდა აიღოს თუ ორი მდივანი უნდა ჰყავდეს? ეს უნდა იყოს გაწერილი დეტალურად, ორჯერ მეტი, სამჯერ, ათი პროცენტით არის გაზრდა საჭირო თუ რა,  უნდა იყოს გაწერილი ღონისძიებები, რა ღონისძიებების დასაფინანსებლად სჭირდება”, _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here