Home რუბრიკები პოლიტიკა ხოცვა-ჟლეტა საჭირო მომენტში, ანუ ყალბი სტარტი აქციისა “მე შარლი ვარ”

ხოცვა-ჟლეტა საჭირო მომენტში, ანუ ყალბი სტარტი აქციისა “მე შარლი ვარ”

509

პარიზში ტერაქტების მოწყობა უცნაურად დაემთხვა სირიის ფრონტზე მომხდარ გარდამტეხ ცვლილებებს

ლაინერ “ლუზიტანიას” დაღუპვის პერიოდიდან ცალკეული ქვეყნებისა თუ კონტინენტების პოლიტიკას ლოკალური და მხეცური მოვლენებით მართავენ. ბრიტანული სამგზავრო საზღვაო ლაინერი, რომელიც თითქმის ყველამ მიივიწყა, გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოებით ჩაძირა 1915 წლის მაისში. დაიღუპა 1198 მგზავრი, მათ შორის _ 100-ზე მეტი ამერიკელი. ამან გამოიწვია ის, რომ აშშ პირველ მსოფლიო ომში ჩაება ანტანტის მხარეს. “ლუზიტანიის” დაღუპული მგზავრების ხსოვნა უბრალო ამერიკელს შურისძიებისთვის განაწყობდა. ასეთივე შურისძიება მოითხოვა პერლ-ჰარბორის უცნაურმა ტრაგედიამაც, რომელიც ლოგიკურად გადაიზარდა მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის მონაწილეობაში. მეორე მსოფლიო ომს კი დასავლეთში დაუფარავად უწოდებდნენ “პირველი მსოფლიო ომის გაგრძელებას”.

შემდეგ, თითქოს თავისით, მსოფლიოში დაიწყო კოლონიური სისტემის მსხვრევა, დოლარი მსოფლიოს ვალუტა გახდა, აშშ კი მთავარ ჰეგემონ-სახელმწიფოდ გარდაიქმნა…

ყველაფერი კი დაიწყო ნიუ იორკიდან ლივერპულში მიმავალი სამგზავრო ლაინერით, რომელიც 18 წუთში ჩაიძირა იმიტომ, რომ განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა, რომელზეც იმხანად საუბარს ერიდებოდნენ, მაგრამ არ ერიდებოდნენ სხვა კონტინენტზე ატეხილ ომში ჩაბმას…

ხომ არ გაგონებთ ტყუპი ცათამბჯენის ისტორიას? ტერორისტული აქტების სერიაც დროულად მოაწყვეს, სწორედ იმ მომენტში, როდესაც სირიაში ყველაზე გამობრძმედილ და ბრძოლისუნარიან ისლამისტებს მწარე დარტყმა აგემეს და ფრონტი გაუფანტეს. და ნათლად გამოჩნდა, რომ შემდეგი იქნებოდა თავისუფალი სირიის არმია _ დასავლეთისგან ასე მოწონებულიასადის სისხლიანი რეჟიმის ზომიერი ოპოზიცია”. რადიკალური ისლამისტური ფრთის გარეშე თავისუფალი სირიის არმიას გაანადგურებდნენ, ცოცხლად გადარჩენილებს კი თურქეთში განდევნიდნენ რამდენიმე დღეში, ამიტომ დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. ლიბიაში სისხლიანი, უსარგებლო და რაღაც ინფანტილურუაზრო ავანტიურის შემდეგ საფრანგეთისთვის რთული იქნებოდა აეხსნა, ახლა რისთვისღა სჭირდება სირიაში ომი. ეს სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის გაუგებარი იქნებოდა.

ზამთარში შეეცადნენ, ამ სახელმწიფოებისთვის თავზე მოეხვიათ დირექტივა ჩვეულებრივი მეთოდებით, როდესაც იუმორისტული ჟურნალის რედაქცია დახვრიტეს. რეზონანსი იყო, მაგრამ დუნე, დასკვნების გარეშე. ევროპელი პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ მათ რაღაც “გაუგებარში” ითრევდნენ, ამიტომ, უბრალოდ, ქუჩაში გამოვიდნენ, ხელი ხელს ჩაჰკიდეს და შეეცადნენ, თვალები არ დაეხამხამებინათ, ჯგუფური ფოტოები რომ არ გაფუჭებულიყო. შემდეგ კი შინ წავიდ-წამოვიდნენ. შემდეგ იყო “ტვიტერისა და ფეისბუქის მომხმარებელთა დიდი გადასახლება, რომლებიც სისხლიანი ასადის მიერ სირიაში გაჩაღებულ ომს გამოექცნენ”. ალბათ, ბევრისთვის არ არის საიდუმლო, რომ ევროპაში ლტოლვილთა ნაკადის გადაადგილებას სოციალური ქსელებით მართავდნენ. და კვლავ ვერავინ ვერაფერი გაიგო და არავინ არაფერი გააკეთა.

სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ევროპულ ელექტორატს დუღილის წერტილამდე მიიყვანენ მასმედიის მეშვეობით, შემდეგ კი ევროპოლიტიკოსები მიიღებენ გადაწყვეტილებას _ სასწრაფოდ დაეხმარონ “კარგ ოპოზიციას სირიაში”. და დასავლეთი სირიაში მოასწრებს კარგი ლუკმის დაუფლებას, როგორც ეს მეორე ფრონტის გახსნისას მოხდა. სამი წლის განმავლობაში ლენდ-ლიზის კონსერვებით რომ კვებავდნენ სისხლისგან დაცლილ საბჭოთა კავშირს, მაგრამ როგორც კი მეორე მსოფლიო ომში გარდატეხა მოხდა, და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ თ-34-ები გიბრალტარისა და ბოსფორის სანაპიროებისა და საფრანგეთის პლაჟებზე გამოჩენილიყვნენ, ამერიკელი მოკავშირეები ტარაკნებივით აფუთფუთდნენ ტორტიდან თავიანთი ნაჭრის ხელში ჩასაგდებად.

დიმიტრი სტეშინი

Polititikus.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here